საზოგადოება

პეტრე კოლხის უკანასკნელი საჩუქარი ლექსო ლაშქარავას

პეტრე კოლხის უკანასკნელი საჩუქარი ლექსო ლაშქარავას

პოეტმა პეტრე კოლხმა, რომელიც სვეტიცხოვლის ტაძარში მსახურობს, 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფებს მიერ სასტიკად ნაცემ ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას ლექსი მიუძღვნა: “ლექსო ლაშქარავას მონოლოგი შენი სახელის დაცვით ჯვარზე მაკრავენ ღმერთო, მერე საგულეს ტოვებს, ამოგლეჯილი გული. უარყოფილი, მარტო მივუყვებოდი ფერდობს, და მოწყალებას შენსას ველი სულგანაბული… ყველა მკვლელი კი შენი წმინდა სახელით მქოლავს, ჩამიბნელებენ თვალებს, გაუგონარი ცემით. ეს არ […]

ერლომ ახვლედიანის ოჯახის უდიდესი განსაცდელი

"რად ცოდვილობს ერი?" - ერლომ ახვლედიანის ოქროს სიტყვები

მწერალ ერლომ ახვლედიანის ოჯახს უდიდესი განსაცდელის პერიოდი აქვს. შემოქმედის შვილს – ბაქარ ახვლედიანს თითოეული ჩვენგანის დახმარება სჭირდება. ბაქარისთვის გულის გადანერგვა ერთადერთი გამოსავალია. მდგომარეობა საგანგაშო და სასწრაფოა. საჭიროა 100 000 დოლარი. გავერთიანდეთ, ერთად ყველაფერი გამოგვივა. თიბისი ბანკი: #GE51TB7642345063300014 (GEL; EURO; USD) საქართველოს ბანკი: #GE76BG0000000193632200 (GEL; EURO; USD) paypal.me/GvantsaVashakidze მიმღები: გვანცა ვაშაკიძე ( მეუღლე) დანიშნულება: ბაქარისთვის

შალვა ამონაშვილის უნიკალური აღმოჩენა

შალვა ამონაშვილის უნიკალური აღმოჩენა

ჰუმანური პედაგოგიკის ფუძემდებელმა საქართველოში შალვა ამონაშვილმა უნიკალური აღმოჩენა გააკეთა – მრავალჟამიერობის კანონი აღმოაჩინა და ჩვენც სიამოვნებით გვიზიარებს: “ძვირფასო მეგობრებო! დიდი ხანია აღმოვაჩინე ყოველი ჩვენგანის მრავალჟამიერობის კანონი, თუმცა ეს უჩემოდაც კარგად იცით: თუ გულწრფელი და საქმიანი სიყვარულით გიყვარს ყველა, მაშინ ადამიანები ასეთივე სიყვარულით მოგივლიან და მოგეფერებიან, და რომც არ გინდოდეს, მრავალ ათას დღეს იცოცხლებ და იცხოვრებ. […]

ძალიან კარგი ინციატივა რეზო ლაღიძესთან დაკავშირებით

ძალიან კარგი ინციატივა რეზო ლაღიძესთან დაკავშირებით

კომპოზიტორ რეზო ლაღიძესთან დაკავშირებით ძალიან კარგ ინიციატივას აჟღერებს ნუგზარ ფოფხაძე. მას მიაჩნია, რომ ყველა დროის საუკეთესო კომპოზიტორის მთაწმინდაზე გადასასვენებლად საკმარისი დროს გავიდა: – მთაწმინდა “ითხოვს” აკაკის უკვდავ “განთიადზე” შექმნილი მუსიკალური შედევრის ავტორს თავის უბეში განსასვენებლად!.. – ამბობს ნუგზარ ფოფხაძე: “10 ივლისს რეზო ლაღიძეს 100 წელი შეუსრულდება. საკმაო ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც აღესრულა, მაგრამ… სულაც […]

დიდებული ამბავი ზვიად გამსახურდიაზე

დიდებული ამბავი ზვიად გამსახურდიაზე

ზვიად გამსახურდიაზე დიდებულ ამბავს მისი შვილი კონსტანტინე გამსახურდია ავრცელებს: “დიდებული ამბავია – ოზურგეთის თეატრალურ მოედანს ზვიად გამსახურდიას სახელი მიენიჭება. 2004 წელს ოზურგეთში რომ ჩავედი, მაშინ საარჩევნო კამპანია იყო, საოცარი შეხვედრა იყო ოზურგეთში. სიტყვები აღარ მყოფნიდა, ცრემლებს ძლივს ვიკავებდი, აღარ ვიცოდი როგორ მოვფერებოდი ამ უძვირფასეს ადამიანებს. სამეგრელოს და რუსთავის შემდეგ ეს კიდევ ერთი ნაბიჯია 1992 წლის […]

ვაჟა ფშაველას შთამომავლების მიმართვა მედიას

ვაჟა ფშაველას უმნიშვნელოვანესი მოგონება

ვაჟა ფშაველას შთამომავლები მედიას მიმართავენ და სთხოვენ გენიოსის 160 წლის იუბილეზე პატივი სცენ წინაპარ კოლეგას: ლელა რაზიკაშვილი: “14 ივლისს ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 160 წელი სრულდება! არ ვიკამათოთ დაბადების თარიღებზე, რამდენიმე ვერსიაა, გეთანხმებით, მაგრამ ეს ყველაზე პოპულარულია. საერთოდ არ ვიკამათოთ, ერთი დღით დავივიწყოთ ის, რაც გვყოფს და დავკავდეთ იმით, რაც გვაერთიანებს და გვახარებს, ყოველ შემთხვევაში უმრავლესობას მაინც! […]

“სუხიშვილების” კონცერტი საუკეთესო დასასრულით

სუხიშვილები, სირცხვილია!

“სუხიშვილები” მონატრებულ მაყურებელს დაუბრუნდა და ღია სცენაზე “თაკარა” კონცერტების სერია დაიწყო. დღევანდელ კონცერტს ყველაზე საუკეთესო დასასრული ჰქონდა – კონცერტის ბოლოს თორნიკე რობაქიძემ თავის რჩეულს, ანა გზირიშვილს ხელი პირდაპირ სცენაზე სთხოვა და საყვარელი ადამიანისგან თანხმობაც მიიღო. თორნიკესა და ანას ბედნიერება კონცერტზე მისულმა მაყურებლებმა და მოცეკვავეებმა ილიკო და ნინო სუხიშვილებთან ერთად გაიზიარეს.

საყურიანი წინაპრები ქართული ტაძრების ფრესკებზე

საყურიანი წინაპრები ქართული ტაძრების ფრესკებზე

საქართველოს ტაძრების ფრესკებზე არაერთი ჩვენი წინაპარია გამოსახული, რომელსაც საყურე უკეთია და გრძელი თმა აქვს. ისტორიკოსები, მეცნიერები და მკვლევარები ირწმუნებიან, რომ საყურე წინა საუკუნეებშიც კი არასდროს ყოფილა ორიენტაციის განმსაზღვრელი. XXI საუკუნეში საქართველოში ადამიანებს საყურეების გამო ფიზიკურად უსწორდებიან და დევნიან. “არტ ინფო” გთავაზობთ ჩვენი საყურიანი წინაპრების ფრესკებს, რომლებიც წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარში, გელათის ღვთისმშობლის ტაძარში, ნიკორწმინდაში, საფარას […]

თემურ ყვითელაშვილის წარმატების ფორმულა

თემურ ყვითელაშვილის წარმატების ფორმულა

ვირტუოზი გიტარისტი თემურ ყვითელაშვილი მიიჩნევს, რომ მისი ცხოვრების წარმატების ფორმულა მისივე ცხოვრების წესია: “მუსიკა არის ჩემთვის ყველაფერი, ჩემი ცხოვრებაა, ეს არის მაღალი ხელოვნება. მართალი ვარ ჩემს თავთან, მთლიანად ვარ თემურ ყვითელაშვილი, ამით ყველაფერი ნათქვამია. როგორც ვცხოვრობდი წლების წინ, ისე ვცხოვრობ დღესაც, ვგულისხმობ, ჩემს ცხოვრების წესს, ჩემს პრინციპებს, ჩემს პოზიციას, ჩემს გაგებას, ჩემს პუნქტუალობას – ეს […]

შვეიცარიის ბიზნესრეიტინგების ასოციაციის ორდენი რჩეულებს

შვეიცარიის ბიზნესრეიტინგების ასოციაციის ორდენი რჩეულებს

შვეიცარიის ბიზნესრეიტინგების ასოციაციამ ორდენები იმ რჩეულ ქართველებს გადასცა, რომლებიც, მათი აზრით, ამას ყველაზე მეტად იმსახურებენ. ორდენები რეჟისორმა ლანა ღოღობერიძემ, თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძემ, დირიჟორმა ნიკოლოზ რაჭველმა, დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ და კომპოზიტორმა რუსა მორჩილაძემ მიიღეს. რჩეულებს ჯილდო მათ სფეროში ნაყოფიერი და წარმატებული მოღვაწეობისთვის გადაეცათ.