საზოგადოება

სამებაში საქველმოქმედო საღამო გაიმართება

6 დეკემბერს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართება საქველმოქმედო საღამო ირაკლი არაბულის დასახმარებლად. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ დები გოგოჭურები, დები წიკლაურები, დები ზვიადაურები, თემურ არაბული, გიორგი გიგაური, თორნიკე ნაროზაული, ჯარჯი შუქიაური, გიორგი არაბული, ირაკლი ჭინჭარაული და თამარ არაბული. ირაკლი არაბული 2014 წლის 17 სექტემბერს მოყვა ავარიაში, მას შემდეგ იმყოფება კომაში, ამჟამად გადის […]

ქეთი დოლიძე იუბილარია

რეჟისორი ქეთი დოლიძე 4 დეკემბერს იუბილარია. ხელოვანი მთელი თავისი ცხოვრება ქართულ კინოსა და თეატრს ემსახურება. თეატრალურ უნივერსიტეტში სარეჟისორო-სამსახიობო ფაკულტეტზე მიხეილ თუმანიშვილის სახელოსნოში ისწავლა. ქეთი დოლიძის სახელთან არის დაკავშირებული მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების ფესტივალის “საჩუქარი” დაარსება, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში აღარ ტარდებოდა, თუმცა გასულ წელს აღდგა და თბილისელებს “საჩუქარი” კვლავ დაუბრუნდა. იუბილარი ამჟამად კინომსახიობთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია. […]

ლევან თუთბერიძე 55 წლისაა

ქართველი კინორეჟისორი ლევან თუთბერიძე 4 დეკემბერს 55 წლის იუბილეს ზეიმობს. რეჟისორი მაყურებელს განსაკუთრებულად დაამახსოვრდა ფილმიდან “დიმიტრი მეორე”, სადაც მთავარი როლი შეასრულა. “როგორ ვიცხოვრო უშენოდ”, “კარუსელი”, “დილის ნისლივით” – ეს ის ფილმებია, რომლებშიც რეჟისორი მსახიობის ამპლუაში წარსდგა. ლევან თუთბერიძის ერთ-ერთი ბოლო ფილმის “ცხრა მთას იქით” პრემიერა 5 დეკემბერს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზეა დაგეგმილი. მანამდე იუბილარმა რეჟისორმა გადაიღო […]

ზურაბ ნიჟარაძე 86 წლის გახდა

ქართველი მხატვარი ზურაბ ნიჟარაძე, რომელსაც ახლობლები პიკოს უწოდებენ, 4 დეკემბერს 86 წლის გახდა. დამსახურებული ქართველი მხატვარი თავისი ნამუშევრების გამოფენას არა მარტო საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც ხშირად აწყობს. მისი ნამუშევრები დაცულია თბილისის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმში, საქართველოს მხატვართა კავშირში, მოსკოვის ტრეტიაკოვის გალერეაში, რიო-დე-ჟანეიროს ნაციონალური გალერეაში, ლუდვიგის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში. […]

დღეს ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადების დღეა

ამ მიზანს ემსახურებოდა ნიკოლოზ ბარათაშვილის ,,მერანი"

4 დეკემბერი ქართველი რომანტიკოსი პოეტის ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადების დღეა. მისი დაბადებიდან 197 წელი გავიდა. ტატო გაღარიბებული არისტოკრატის, იმპერატორის ერთგული მოხელის ოჯახში დაიბადა. დედამისი ეფემია, გრიგოლ ორბელიანის და, ერეკლე II-ის შვილიშვილი იყო. თბილისის კეთილშობილთა გიმნაზიაში ბარათაშვილის მასწავლებელი იყო სოლომონ დოდაშვილი, რომელმაც განსაკუთრებული გავლენა მოახდინა მის მსოფლმხედველობაზე. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ პოეტი ამაოდ ოცნებობდა უმაღლესი განათლების მისაღებად, რუსეთში […]

დიმიტრი ალექსიძის გარდაცვალებიდან 30 წელი გავიდა

ქართველი რეჟისორის, პედაგოგისა და თეატრალური მოღვაწის დიმიტრი (დოდო) ალექსიძის გარდაცვალებიდან 30 წელი გავიდა. საქართველოს სახალხო არტისტი, უკრაინის სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის, კოტე მარჯანიშვილის, ტარას შევჩენკოს სახალხო პრემიების ლაურეატი და საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე ქართულ თეატრალურ სამყაროში არაერთი გამორჩეული ხელოვანის აღმზრდელია. თბილისის საცდელ-საჩვენებელი შრომის სკოლისა და ქორეოგრაფიული სასწავლებლის დასრულების შემდეგ, სწავლა მოსკოვის ლუნაჩარსკის სახელობის თეატრალური ხელოვნების […]

დღეს ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეა

4 დეკემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულს აღნიშნავს. ყველა მოქმედ ტაძარში ამ დღესთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვა აღევლინება. ყოვლადწმიდა მარიამის მშობლებმა, იოაკიმემ და ანამ ისე მიაღწიეს მოხუცებულობას, რომ შვილი არ გასჩენიათ. ისინი მხურვალედ ევედრებოდნენ უფალს შვილიერებას, თან აღთქმა დადეს, რომ თუ თხოვნა შეუსრულდებოდათ, შვილს ღმერთს შესწირავდნენ. ზეცათა მეუფემ შეისმინა მართალი მეუღლეების ლოცვა და მათ […]

პოლიკარპე ხუბულავას ვარსკვლავს გაუხსნიან

4 დეკემბერს ღვაწლმოსილ ლოტბარს ბატონ პოლიკარპე ხუბულავას 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით მისი სახელობის ვარსკვლავს ზუგდიდში გაუხსნიან. საიუბილეო ღონისძიებაა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრ “ოდიშში” გაიმართება. საიუბილეო ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს სახელმწიფო ფოლკლორის ცენტრი და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმართველობა საიუბილეო საღამოში მონაწილეობას მიიღებენ ფოლკლორული ანსამბლები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან.

ვინ მოაგვარებს აზერბაიჯანული თეატრის პრობლემებს?

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე თბილისის ჰეიდარ ალიევის სახელობის სახელმწიფო აზერბაიჯანულ დრამატულ თეატრს ეწვია. მიხეილ გიორგაძე თეატრის ადმინისტრაციას, აგრეთვე შემოქმედებით დასს შეხვდა და აზერბაიჯანული თეატრის პრობლემებს ადგილზე გაეცნო. თბილისის ჰეიდარ ალიევის სახელობის სახელმწიფო აზერბაიჯანული დრამატული თეატრის შენობა ავარიულია და რეაბილიტაციას საჭიროებს. ამ მიზეზის გამო, თეატრში შემოქმედებითი პროცესი შეფერხებით მიმდინარეობს, დასი სპექტაკლებს ძირითადად, […]

დიმიტრი უზნაძის დაბადებიდან 128 წელი შესრულდა

ქართველი ფსიქოლოგის, ფილოსოფოსის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის დიმიტრი უზნაძის დაბადებიდან 128 წელი შესრულდა. ფსიქოლოგიის ქართული სამეცნიერო სკოლის დამფუძნებელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პირველი შემადგენლობის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორი თავისი ნაშრომებით გამორჩეულია ქართულ სამეცნიერო სამყაროში. ქუთაისის ქართული სათავადაზნაურო გიმნაზიის დასრულების შემდეგ დიმიტრი უზნაძემ […]