საზოგადოება

კიტა ბუაჩიძის 100 წლის იუბილე მარჯანიშვილის თეატრში აღინიშნება

18 მაისს მარჯანიშვილის თეატრში ქართველი დრამატურგის კიტა ბუაჩიძის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება. ღონისძიება საქართველოს მწერალთა კავშირისა და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ინიციატივით ჩატარდება. საღამო დაიწყება დოკუმენტური ფილმის ჩვენებით. სიტყვით გამოვლენ თემურ ჩხეიძე, რევაზ მიშველაძე და სხვა ცნობილი მწერლები, რეჟისორები და საზოგადო მოღვაწეები. ნაჩვენები იქნება ნაწყვეტები სპეკტაკლიდან “ეზოში ავი ძაღლია”. ცნობილი ქართველი მუსიკოსები კი […]

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი გაიფიცა

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე გაფიცვის გადაწყვეტილება მიიღეს. 18 მაისიდან ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები მუშაობაზე უარს აცხადებენ: “18 მაისიდან, ვიდრე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, თანამშრომლები აცხადებენ გაფიცვას! დაიხურება სამკითხველო დარბაზი, საცავები, საგამოფენო დარბაზი, ბიბლიოთეკა, გაუქმდება ყველა დაგეგმილი ღონისძიება.” ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელთა მოთხოვნებიახელნაზერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე გამოცხადებული […]

გურამ ბზვანელი გარდაიცვალა

ქართველი კომპოზიტორი გურამ ბზვანელი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია ტელეწამყვანმა ეკა ხოფერიამ გაავრცელა: “სამწუხარო ამბავი უნდა გითხრათ, დღეს გურამ ბზვანელი გარდაიცვალა. ადამიანი, რომელმაც მართლაც ეპოქა შექმნა ჩვენს ისტორიაში.” გურამ ბზვანელის შემოქმედება ყოველთვის პოპულარული იყო. მის სიმღერებს მთელი თბილისი მღეროდა. კომპოზიტორის სახელთან არის დაკავშირებული ცნობილი ე.წ. “გეპეის კვარტეტის” შექმნა, რომელმაც პოპულარობა მოიპოვა არა მარტო საქართველოში, არამედ […]

ჯემალ ჭკუასელი იუბილეს კონცერტით აღნიშნავს

ანსამბლ “ერისიონის” სამხატვრო ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი იუბილარია. 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით 17 მაისს თბილისის საკონცერტო დარბაზში სპეციალური კონცერტი გაიმართება. 2015 წელი “ერისიონის” საიუბილეო წელიცაა. ანსაბლი 130 წლის იუბილეს აღნიშნავს, ამიტომაც ჯემალ ჭკუასელისა და “ერისიონის” იუბილე სპეციალური კონცერტით აღინიშნება. „ერისიონი“ მაყურებლის წინაშე განახლებული შოუ-პროგრამით წარდგება. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება და […]

ზაზა კოლელიშვილი ციხეში მოხვდა

მსახიობი და რეჟისორი ზაზა კოლელიშვილი ციხეში მოხვდა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა. ზაზა კოლელიშვილის ციხეში მოხვედრა, რომელიც ამჟამად სანზონის მაჟორიტარი დეპუტატია, ერთმა განსაკუთრებულმა შემთხვევამ გამოიწვია. 5 შვილის მამა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პრობაციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით მივიდა, რადგან თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში გრძელდება კულტურულ ღონისძიებათა ციკლი. ამჯერად თავისუფლებაშეზღუდულ პირებს კინოსა და თეატრის მსახიობი, რეჟისორი ზაზა კოლელიშვილი ესტუმრა. შეხვედრაზე ის […]

იოსებ ნონეშვილის იუბილე რუსთაველის თეატრში აღინიშნება

ქართველი პოეტის იოსებ ნონეშვილის 95 წლის იუბილე რუსთაველის თეატრში აღინიშნება. პოეტს, რომელმაც საკუთარ შემოქმედებაზე თაობები აღზარდა, რუსთაველის თეატრში 18 მაისს გაიხსენებენ. საღამოში მონაწილეობას მიღებენ ქართველი პოეტები და მწერლები. ღონისძიებაზე გაჟღერდება პოეტის ლექსები და მისსავე ლექსებზე შექმნილი ცნობილი სიმღერები. იოსებ ნონეშვილის ლექსებს წაიკითხავენ პოეტები, ცნობილი ხელოვანები, საზოგადო მოღვაწეები. საღამოს მუსიკალური ხელმძღვანელი დავით მაზანაშვილი, ბენდთან ერთად კლასიკად […]

გიგი დედალამაზიშვილი სიმსივნით დავადებულებს ეხმარება

ჯგუფ “მგზავრების” სოლისტი გიგი დედალამაზიშვილი ქველმოქმედებაში ერთვება და სიმსივნით დავადებულ ბავშვებს ეხმარება. 14 მაისს კიევში ბარში ”aroma espresso” გაიმართება შეხვედრა-საღამო გიგისთან სახელწოდებით ”ლექსები ღამით” – “Вiршi вночi”. საღამოდან შემოსული თანხა კი კიევის ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება. გიგი დედალამაზიშვილი და მისი ჯგუფი უკრაინაში ძალიან პოპულარულია. ”მგზავრები” კიევის და სხვა ქალაქების ხშირი სტუმარია და კონცერტებსაც […]

თეატრალურ უნივერსიტეტში ჭერი ჩამოინგრა

შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ჭერი ჩამოინგრა. ინფორმაციას სასწავლებლის სტუდენტები ავრცელებენ. მათ უკვე დაიწყეს სხვადასხვა აქციები ხელისუფლების ყურადღების მისაქცევად და მათთან შეხვედრაც მოითხოვეს. შენობაში წვიმის დროს წყალი ჩადის და მათ ვედროების დადგმა უწევთ: “თეატრალურ უნივერსიტეტში ლექციის მსვლელობის დროს ოცდამერვე აუდიტორიაში ჩამოინგრა ჭერი. საბედნიეროდ დაზარალებული არც ერთი სტუდენტი და ლექტორი არ არის, მაგრამ […]

გიგა ლორთქიფანიძეს ბიუსტს დაუდგამენ

ქართული თეატრისა და კინოს ცნობილ რეჟისორს გიგა ლორთქიფანიძეს ბიუსტს დაუდგამენ. მისი ავტორი რუსეთში მოღვაწე ქართველი მოქანდაკე ზურაბ წერეთელია. მხატვრისა და მოქანდაკის მიერ შესრულებული ბიუსტი უკვე საქართველოშია და ის სულ მალე გიგა ლორთქიფანიძის სახელობის სკვერში დაიდგმება. ინფორმაციას ამის შესახებ რუსთაველის თეატრის მსახიობი ედმონდ მინაშვილი ავრცელებს: “დღეს გამოგვიგზავნა ზურა წერეთელმა ბატონი გიგა ლორთქიფანიძის ბიუსტი, რომელიც ძალიან მალე […]

რეზო ჩხეიძე დიდუბის პანთეონში დაკრძალეს

ქართული კინოს პატრიარქი, კინორეჟისორი რეზო ჩხეიძე დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა, სადაც რეჟისორი საცხოვრებელი სახლიდან საღამოს გადაასვენეს. ტაძარში კინორეჟისორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გადაიხადა. რიგით მოქალაქეებთან ერთად რეზო ჩხეიძესთან გამოსამშვიდობებლად მივიდნენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი […]