კატეგორია: საზოგადოება

ია ნინიძეს ვარსკვლავს გაუხსნიან

მსახიობსა და მომღერალს ია ნინიძეს თბილისში ვარსკვლავს გაუხსნიან. როგორც კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი აცხადებს, ვარსკვლავის გახსნა მომავალი წლისთვის ფილარმონიის წინ არის დაგეგმილი. ია ნინიძე უკვე წლებია, რუსეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს. ის პოპულარული გახდა გიორგი შენგელაიას გახმაურებული ფილმიდან ”ვერის უბნის მელოდიები”, სადაც თამროს როლს ასრულებდა. ის მაია კანკავასთან ერთად ბუბა კიკაბიძის გმირის მედროგე პავლეს შვილია. […]

ხელნაწერთა ცენტრში სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდება

24 ნოემბერს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კორნელი კეკელიძის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება ილია აბულაძისადმი მიძღვნილი IV სამეცნიერო კონფერენცია. ილია აბულაძე გახლდათ ფილოლოგი, ძველი ქართული ენისა და მწერლობის მკვლევარი, არმენოლოგი, პალეოგრაფი, ლექსიკოგრაფი, რუსთველოლოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. მისი ინიციატივით 1958 წელს დაარსდა ხელნაწერთა ინსტიტუტი, დღეს უკვე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, რომლის პირველი დირექტორიც თავადვე იყო. […]

ჭაბუა ამირეჯიბი 93 წლის გახდებოდა

18 ნოემბერს ქართველი კლასიკოსის ჭაბუა ამირეჯიბის დაბადების დღეა. მას 93 წელი შეუსრულდებოდა. ის თბილისში 1921 წლის 18 ნოემბერს დაიბადა. დედა მარიამ ნაკაშიძეი იყო, მამა ირაკლი ამირეჯიბი. თბილისის 46-ე არასრული საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მწერალი შევიდა ამიერკავკასიის ელექტროტექნიკუმის რადიო ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1938 წელს. 1939 წელს ჩაირიცხა თსუ იურიდიულ ფაკულტეტზე, ერთი წლის შემდეგ გადავიდა ფილოლოგიის ფაკულტეტზე. […]

გეგუთის სასახლეზე განათების სისტემა დამონტაჟდა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გეგუთის სასახლეზე განათების სისტემა დამონტაჟდა. ძეგლის კონსერვაციისა და ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები წელს დაიწყო. ამ დროისთვის, გეგუთის სასახლის ტერიტორია მთლიანად გაწმენდილია ეკალბარდებისგან და სხვა მავნე მცენარეებისგან. გეგუთის განვითარების პროექტი 2015 წელს გაგრძელდება.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო დასჯით გვემუქრება

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო საზოგადოებას დასჯით ემუქრება. ამის მიზეზი შეიძლება გახდეს უნებართვო სამუშაოები, შავი არქეოლოგია და განძთმაძიებლობა ან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ან არქეოლოგიური ობიექტის განზრახ დაზიანება და განადგურება. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე უნებართვო სამუშაოები ისჯება კანონით, შავი არქეოლოგია და განძთმაძიებლობა ისჯება კანონით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ან არქეოლოგიური ობიექტის განზრახ დაზიანება და განადგურება ისჯება ჯარიმით […]

პოლონეთის სახელმწიფო არქივის დელეგაცია თბილისშია

პოლონეთის სახელმწიფო არქივის დელეგაცია თბილისშია. პოლონეთის სახელმწიფო არქივის გენერალური დირექტორი ვლადისლავ სტეპნიაკი და მისი მოადგილე ანჯეი ბიერნატი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს ეწვივნენ. ეროვნული არქივის გენერალურ დირექტორთან, თეონა იაშვილთან გამართულ შეხვედრაზე სტუმრებმა სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. „პოლონეთის სახელმწიფო არქივთან ერთად უკვე ოთხი გამოფენა გავმართეთ. დღეს გადაწყდა, რომ მომავალ წელს პირველ მსოფლიო ომთან დაკავშირებით კიდევ ერთი […]