კატეგორია: საზოგადოება

სამთავროს ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარი რეკონსტრუირებულია

კულტურული მემკვირეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურული მემკვიდრეობის კვლევის ცენტრმა ნიკოლოზ ვაჩეიშვილის ხელმძღვანელობით, არქეოლოგიურ და ისტორიულ მასალებზე დაყრდნობით განახორციელა სამთავროს ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარის სრული რეკონსტრუქცია. მცხეთის სამთავროს არქეოლოგიური ველი – მისი გარემო და უძველესი ნაგებობები ვირტუალურად გაცოცხლდა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მთავარი მიზანია, უმდიდრესი მიწისქვეშა მემკვიდრეობის უკეთ წარმოჩენისა და სფეროს განვითარებისთვის, […]

ბავშვთა სურათების გალერეაში საახალწლო ღონისძიება გაიმართება

7 იანვარს, შობის ბრწყინვალე დღესასწაულზე ელენე ახვლედიანის ბავშვთა სურათების გალერეაში ჩატარდება საახალწლო ღონისძიება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მონაწილეობით. შარშანდელი საახალწლო ღონისძიების აღმოჩენა იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდა თემურ არაბიძე, რომელმაც საოცრად ემოციური ნომერი წარუდგინა მაყურებელს და “ნიჭიერის” ფინალისტი გახდა. ამჯერად, შემოქმედებით-საახალწლო ღონისძიებაზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები წარმოაჩენენ საკუთარ ნიჭს. იცეკვებენ, იმღერებენ, წაიკითხავენ ლექსებს და დამსწრე […]

6 იანვარი აბო თბილელის წამების დღეა

6 იანვარი ქრისტიანობისათვის წამებული არაბი, ნერსე ქართლის ერისმთავრის მსახურისა და ნელსაცხებელთა ოსტატის აბო თბილელის წამების დღეა. აბო ბაღდადიდან ქართლში ჩამოჰყვა ნერსეს. ის გაკვირვებული იყო ქართველთა ზნეობით, იგი სწავლობდა ქართულ ენას, დადიოდა ეკლესიაში, ესაუბრებოდა სამღვდელოებას, ლოცულობდა მათთან ერთად და მარხულობდა. შემდეგ ქართლიდან დევნილ ერისთავს თან გაჰყვა ხაზარეთში, სადაც ქრისტიანობა მიიღო. აბო თან გაჰყვა არაბთა რისხვას განრიდებულ […]

კათარზისში სუპერ ბებია და ბაბუა გამოავლინეს

5 იანვარს კათარზისში ტრადიციული კონკურსი “სუპერ ბებია და ბაბუა” გაიმართა. „სუპერ ბებიის“ და „სუპერ ბაბუის“ საპატიო წოდება მიენიჭათ 78 წლის ნანული პაპიაშვილს და 82 წლის ზურაბ გოგიძეს. კონკურსის ყველა მონაწილეს კომპანია “თელასმა” სამახსოვრო საჩუქრები გადასცა, თან სათნოების სახლ “კათარზისის” მობინადრეებს შობის ბრწყინვალე დღესასწაული და ახალი წელი მიულოცა. „სუპერ ბებია და ბაბუა“ ტრადიციული კონკურსის მონაწილეებისთვის კომპანიამ […]

ჯემალ აჯიაშვილის გარდაცვალებიდან ორი წელი გავიდა

ქართველი ებრაელი მწერლის, პოეტისა და მთარგმნელის ჯემალ აჯიაშვილის გარდაცვალებიდან 5 იანვარს ორი წელი გავიდა. ჯემალ აჯიაშვილი დაბა სენაკში დაიბადა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, სამსახურეობრივი მივლინებით იმყოფებოდა ირანში. სხვადასხვა წლებში მუშაობდა საქართველოს მწერალთა კავშირთან არსებული მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთკავშირების მთავარ სარედაქციო კოლეგიაში უფროს სამეცნიერო რედაქტორად, კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და უცხო […]

გვანცა დარასელია ყველაზე ლამაზ ქართველად აღიარეს

მოდელი და ტელეწამყვანი გვანცა დარასელია ყველაზე ლამაზ ქართველად აღიარეს. გამოკითხვა რუსულ საიტზე ჩატარდა, სადაც ის 36 ქართველი ლამაზმანი დასახელდა, ვინც სხვადასხვა სფეროში წარმატებით მონაწილეობს. პირველ ადგილზე გავიდა მოდელი და ტელეწამყვანი გვანცა დარასელია. ის “მის საქართველო 2007”-ის ვიცე მისია. გვანცა გადაღებულია ფილმებში “ოცნების ქალაქი” და “გოგონა სლაიდიდან”. ამჟამად მოდელი “სხვა შუადღის” წამყვანია. 2. ტელეწამყვანი თიკა კანდელაკი, […]

5 იანვარს მელიტონ ბალანჩივაძე დაიბადა

5 იანვარს ქართული საოპერო მუსიკის ფუძემდებელი, ქართველი კომპოზიტორი და საზოგადო მოღვაწე მელიტონ ბალანჩივაძე დაიბადა. პირველ-დაწყებითი განათლება მან ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მიიღო, სადაც მონაწილეობდა მოსწავლეთა გუნდში და ხელმძღვანელის ვლადიმერ აღნიაშვილის ყურადღებაც მიიპყრო. მალე თვითონ ჩამოაყალიბა მოსწავლეთა გუნდი და სიმღერა-გალობას ასწავლიდა. თბილისში გადმოსვლის შემდეგ, მელიტონ ბალანჩივაძე საქართველოს ეგზარქოსის მგალობელთა გუნდში მიიღეს. გუნდის ხელმძღვანელმა მას მუსიკის თეორია შეასწავლა […]

მიხეილ გიორგაძე: “კულტურაზე ქვეყნის იდენტობა დგას!”

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ახალ 2015 წელს ახალი გეგმებით ხვდება: “მინდა გულითადად მოგილოცოთ ახალი წლის დადგომა. თითოეულ ჩვენგანს სჯერა, რომ მომავალი წელი წინაზე უკეთესი იქნება. ეს დღესასწაული ყოველთვის დატვირთულია დადებითი ემოციებით. 2014 წელი საქართველოსა და ქართული კულტურისათვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ დიდი ნაბიჯი გადავდგით ევროპული ოჯახისაკენ და ჩვენი ღირებულებები ასოცირების ხელშეკრულებაზე […]

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი 82 წლის გახდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 4 იანვარს 82 წლის გახდა. ილია II ერისკაცობაში ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილი დაიბადა 1933 წლის 4 იანვარს ქალაქ ორჯონიკიძეში (ახლანდელი ვლადიკავკაზი), გიორგი ღუდუშაურ-შიოლაშვილის და ნატალია კობაიძის ოჯახში. მშობლებმა სამი დღის ახალშობილი ქრისტეშობის დღეს მონათლეს ქართულ ტაძარში და ყრმას […]

პატრიარქის იუბილე სამებაში აღინიშნება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის დაბადების დღეს 4 იანვარს სამებაში გამოფენა გაიმართება. მისი უწმინდესობის 82-ე და აღსაყდრებიდან 37-ე წლის იუბილესადმი მიძღვნილი ექსპოზიცია საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში მოეწყობა. საქართველოს საპატრიარქოს ხალხური რეწვის განყოფილების ორგანიზებით გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ქართული აბრეშუმის ბალიშები და […]