კატეგორია: საზოგადოება

სამებაში შემეცნებითი საუბრები განახლდა

საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში, რომელიც წმიდა სამების საკათედრო ტაძარში მდებარეობს, განახლდა შემეცნებითი საუბრები. შემეცნებითი საუბრების პირველი შეხვედრის საკითხია ხელოვნება, თემა „ქართული ხელოვნების განვითარების გზები“. საუბარს წარმართავს ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი იზოლდა მელიქიშვილი. 3 თებერვალს ისტორიაზე საუბარს წარმართავს ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი კახა კვაშილავა თემაზე „სამურზაყანო – საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული კუთხე“. 5 თებერვალს ფსიქოლოგიაზე […]

ეროვნული არქივის ექსპედიცია გელათში ჩავა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის პროექტის „ეროვნული არქივის ექსპედიციები“ ფარგლებში, გელათის მონასტრის ფოტო და ვიდეოგადაღება იგეგმება. პროექტი საქართველოს ისტორიული ძეგლების შესახებ ვიდეო და ფოტომასალის მოგროვებასა და საარქივო ფონდების თანამედროვე დოკუმენტებით შევსებას ითვალისწინებს. ამ დროისათვის უკვე გადაღებულია გრემისა და ნეკრესის ტაძრები, ვარძიის კომპლექსი და უჯარმის ციხე. ეროვნულ არქივში დაცულია ქართული ხუროთმოძღვრული და ისტორიული ძეგლების შესახებ უნიკალური […]

ოთარ იოსელიანი იუბილარია

ოთარ იოსელიანი: "რუსებს და ქართველებს ვერავინ წააჩხუბებს"

ქართველი კინორეჟისორი ოთარ იოსელიანი იუბილარია. მას 81 წელი შეუსრულდა. იუბილარმა თბილისის კონსერვატორია დაამთავრა კომპოზიციის, დირიჟორისა და ფორტეპიანოს განხრებით. მოგვიანებით მოსკოვში გაემგზავრა, სადაც ორი წელი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე სწავლობდა. საბოლოოდ ოთარ იოსელიანმა რუსეთის სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტში ისწავლა, სადაც უშუალოდ ალექსანდრე დოვჟენკოსა და მიხეილ ჭიაურელის მოსწავლე იყო. ოთარ იოსელიანმა კარიერის დასაწყისში გადაიღო მცირემეტრაჟიანი ფილმი „აპრილი“, […]

ნიკოლოზ ვაჩეიშვილი: ’’რაბათი ინგრევა!’’

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი აცხადებს, რომ რეაბილიტირებული რაბათი უყურადღებოდ არის მიტოვებული და ამხელა ნაშრომი ხელისუფლებას თავზე ენრგრევა: “რაბათის პროექტი რომ იგეგმებოდა მე და ვანო მერაბიშვილი მუხლამდე ტალახში ვბორიალობდით ყველა კუთხე კუნჭული რომ გვენახა, რუსის ჯარის “გოსპიტლის” საზიზღარი ნამუსრევიდან დაწყებული ქვედა რაბათზე, ზედა ციხის სიმაგრეებით დამთავრებული. იმდენი ქნა, მთელი რეგიონის […]

ერეკლე დეისაძე ახალ წიგნზე მუშაობს

მუსიკოსი და მწერალი ერეკლე დეისაძე ახალ წიგნზე მუშაობს. ნაწარმოებს “რუსული არდადეგები” ჰქვია და ის 2008 წლის აგვისტოს ომზეა დაწერილი. როგორც ერეკლე დეისაძე ამბობს, წიგნი ერთ თვეში იქნება მზად. ავტორი პროვოკაციულობის ტრადიციას არც ამჯერად დაარღვევს და “საიდუმლო სირობის” შემდეგ მორიგ სკანდალს შესთავაზებს მკითხველს. ნაწარმოებში აგვისტოს ომი მძვინვარებს, რუსული ტექნიკა უკვე თბილისშია შემოსული და აღწერილია, რა ხდება […]

ოტია იოსელიანის სახლს სახლ-მუზეუმის სტატუსი მიენიჭება?

წაგიკითხავთ ოტია იოსელიანის უკანასკნელი ლექსი?

მწერალ ოტია იოსელიანის შივლები სახელმწიფოს მისი სახლისთვის სახლ-მუზეუმის სტატუსის მინიჭებას სთხოვენ. სახლი წყალტუბოს რაიონის სოფელ გვიშტიბში მდებარეობს, სადაც ოტია იოსელიანი 25 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. მწერლის მემკვიდრეები სახლ-მუზეუმის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით წყალტუბოს მუნიციპალიტეტს მიმართავენ, თუკი პასუხი დადებითი არ იქნა, შემდეგ უკვე საქართველოს კულტურის სამინისტროსაც მიმართავენ. ოტია იოსელიანის სახელის უკვდავსაყოფად გასულ წელს წყალტუბოში ჩატარებული სახალხო ზეიმის დროს, […]

თენგიზ აბულაძეს 91 წელი შეუსრულდებოდა

ცნობილ ქართველ რეჟისორს თენგიზ აბულაძეს 31 იანვარს 91 წელი შეუსრულდებოდა. საქართველოს სახალხო არტისტი, დაღესტნის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე და არაერთი ჯილდოსა და პრემიის მფლობელი რეჟისორი ქართული კინოს ისტორიაში ოქროს ასოებით არის ჩაწერილი, მის მიერ გადაღებული ფილმები კი – შედევრებად. თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე სწავლის შემდეგ, მან საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი დაამთავრა. რეჟისორის სადიპლომო ნამუშევარია […]

კულტურის სტრატეგიის განხილვა საპროტესტო აქციის ფონზე ჩატარდა

“თბილისი მარიოტში” კულტურის სტრატეგიის საკითხებზე საერთაშორისო კონფერენციამ საპროტესტო აქციის ფონზე ჩაიარა. მოძრაობა „მწვანე მუშტის” წარმომადგენლები სასტუმროს წინ შეიკრიბნენ და პლაკატებითა და საყვირებით გამოხატეს საკუთარი პროტესტი. მოძრაობა „მწვანე მუშტის” წარმომადგენლებმა კულტურის სამინისტროს პოლიტიკას გააპროტესტეს და საყდრისის გადარჩენა მოითხოვეს. მათი თქმით, კულტურის სამინისტრო არაფერს აკეთებს იმ ძეგლების დასაცავად, რომელზეც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ უნდა იზრუნოს.

ნოდარ ანდღულაძის გარდაცვალებიდან ორი წელი შესრულდა

ქართველი საოპერო მომღერლის, დრამატული ტენორის ნოდარ ანდღულაძის გარდაცვალებიდან ორი წელი შესრულდა. საქართველოს სახალხო არტისტი, დავით ანდღულაძის შვილი და მოწაფე ქართულ საოპერო ხელოვნებაში არაერთი ცნობილი მომღერლის აღმზრდელია. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, ისწავლა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში. ათეული წლების განმავლობაში ნოდარ ანდღულაძე იყო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის […]

’’კულტურის სტრატეგია 2025’’ – კონფერენცია დასრულებულია

სასტუმრო “თბილისის მარიოტში” დასრულდა კონფერენცია, რომელიც კულტურის პოლიტიკის სტრატეგიის შემუშავების პროცესს მიეძღვნა. კონფერენცია ოფიციალურად გახსნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. ღონისძიებას უძღვებოდნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, ასევე, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი. კულტურის ეროვნულ სტრატეგიაზე მუშაობის პროცესი საქართველოს მთავრობის ინიცირებით მიმდინარეობს. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ კონფერენციაზე […]