კატეგორია: საზოგადოება

საყდრისის არტეფაქტებს საქართველოდან გაიტანენ?

საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრები კულტურის სამინისტროს და “არემჯი გოლდს” აღებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებენ. საყდრისის დაცვის კომიტეტის ერთ-ერთმა წევრმა ირაკლი მამალაძემ განაცხადა, რომ, თუ ისინი სახელმწიფოსგან ვერ მიიღებენ პასუხს, უახლოეს დღეებში საყდრისის მცველები მიმართავენ გერმანიის მხარეს, საქართველოში არსებულ სხვადასხვა საელჩოებს და დიპლომატიურ კორპუსს, რომ იქნებ მათ მაინც გადაარჩინონ საყდრისის არტეფაქტები და საქართველოდან გაიტანონ. კომპანია „არემჯიმ“ 2 […]

მარიამ ლორთქიფანიძე: ,,რამ გადაგვარჩინა?!”

92 წლის ქართველი ისტორიკოსი და აკადემიკოსი მარიამ ლორთქიფანიძე ლექციას ჩაატარებს. 25 მარტს საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით და საინიციატივო ჯგუფის „ხელოვნება მშვიდობისთვის“ თანადგომით სპეციალური შეხვედრა გაიმართება. აკადემიკოსი მარიამ ლორთქიფანიძე ისაუბრებს თემაზე „რამ გადაგვარჩინა?!“ მსოფლიო მნიშვნელობის ქართველი მეცნიერი ისაუბრებს საქართველოს წარსულზე, დღევანდელობასა და მომავალზე. ღონისძიების ორგანიზატორები ამ უნიკალური შანსის გამოყენებას ყველას ურჩევენ: “არ გამოტოვოთ უნიკალური შანსი მასთან […]

რა მოხდა ქუთაისის ოპერის თეატრში?

მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში დაძაბულობა პიკს აღწევს. მას შემდეგ, რაც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტი გოგი ჭიჭინაძემ დატოვა, თეატრში ამ თანამდებობის დასაკავებლად კულტურის სამინისტროს მიერ კონკურსი გამოცხადდა. კონკურსში მონაწილეობა 5-მა კანდიდატმა ისურვა და მათგან სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე ირინა ლომინაძის კანდიდატურა განიხილება. ქუთაისის ოპერის თეატრის თანამშრომლებმა მისი დანიშვნა გააპროტესტეს და მერიის შენობის წინ […]

მერაბ კოკოჩაშვილი იუბილარია

ცნობილი ქართველი კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი იუბილარია. მას 80 წელი შეუსრულდა. საქართველოს სახალხო არტისტი, რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის კურსდამთავრებულია. წლების განმავლობაში იყო კომპანია “ქართული ტელეფილმის” სამხატვრო ხელმძღვანელი. პატარაობაში მომავალმა რეჟისორმა მონაწილეობა მიიღო ფილმში ”აკაკის აკვანი”, სადაც გიორგი სააკაძის ერთ-ერთი ვაჟის როლი შეასრულა. მისი სარეჟისორო დებიუტი ქართულ კინოში შედგა ფილმით „კარდაკარ”, რასაც მოჰყვა […]

დუტა სხირტლაძე ახალ პროექტზე მუშაობს

მსახიობი და ტელეწამყვანი დუტა სხირტლაძე ახალ პროექტზე მუშაობს. მისი ჩანაფიქრი სულხან საბა ორბელიანს და მის “სიბრძნე სიცრუისას” უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობი აქტიურად არის დაკავებული და თითქმის ყველა არხზეა შესაძლებელი მისი ნახვა სხვადასხვა შოუებსა თუ პროექტებში, დუტა მიღწეულით არ კმაყოფილდება და არც ახალ ჩანაფიქრებზე ამბობს უარს. მისი ახალი პროექტი საბავშვო პროექტია, რომელშიც სულხან საბას იგავ-არაკები […]

ქუთაისის ოპერაში სრული განუკითხაობაა

მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში სრული განუკითხაობაა. ინფორმაციას თეატრის თანამშრომლები ავრცელებენ. ისინი საპროტესტო აქციებს მართავენ და სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე მათთვის მისაღები კანდიდატის დანიშვნას მოითხოვენ. ოპერის ამჟამინდელმა და მოქმედმა თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია ქუთაისის მერიის შენობასთან მოაწყეს და კულტურის სამინისტრო უყურადღებობაში დაადანაშაულეს. აქციის მონაწილეების თქმით, მათ კულტურის სამინისტროს მიერ დასახელებული კანდიდატი სამხატვრო ხელმძღვანელის […]

ვინ უშლის ხელს ირაკლი ჩარკვიანის ძეგლის დადგმას?

მუსიკოსისა და მწერლის ირაკლი ჩარკვიანის ძეგლის დადგმა თბილისში, დედაენის ბაღში ჯერ კიდევ თებერვალში, მისი გარდაცვალების დღესთან დაკავშირებით იგეგმებოდა. ძეგლის მაკეტის პრეზენტაცია მისმა ავტორებმა ტელევიზიითაც გამართეს და ირაკლის მეუღლესთან ქეთათოსთან ერთად გააჟღერეს იდეა, რომ ეს იქნებოდა სრულიად ახალი, ნოვატორული ნამუშევარი. თებერვალიც გავიდა და მარტიც იწურება, მაგრამ დედა ენის ბაღში სამუშაოები არც კი დაწყებულა. როგორც ქეთათომ განაცხადა, […]

ლევან წულაძეს იუბილე ორიგინალურად მიულოცეს

რეჟისორი ლევან წულაძე იუბილარია. მას 18 მარტს 50 წელი შეუსრულდა. იუბილე ხელოვანს პირველმა, როგორც მოსალოდნელი იყო, მეუღლემ მსახიობმა მანანა კოზაკოვამ მიულოცა. ნახევარსაუკუნოვან იუბილეზე საყვარელ მეუღლეს მსახიობმა ორიგინალური საჩუქარი გაუკეთა და საგანგებოდ გამომცხვარი ლევან წულაძის ფოტოიანი ტორტი აჩუქა. გამორჩეული იუმორის მქონე ლევან წულაძე თავის კოლეგებში და საზოგადოებაშიც დიდი სიყვარულით სარგებლობს. მისი დადგმული სპექტაკლები კი მაყურებელს გამორჩეულად […]

ვახტანგ კიკაბიძე თავშესაფარს ითხოვს

ქართველი მომღერალი და მსახიობი ვახტანგ კიკაბიძე თავშესაფარს ითხოვს. ხელოვანმა კიევში საგანგებო პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ ის უკრაინას პოლიტიკური თავშესაფარის მიცემის თხოვნით მიმართავს: “გუშინ ვუთხარი ცოლს, მოდი მოვითხოვოთ პოლიტიკური თავშესაფარი, დამთანხმდა. აქ ვინც არიან, ყველას ვიცნობ ვფიქრობ, რომ თქვენთან შეიკრიბა ძალიან კარგი გუნდი მაგალითად ზღულაძე… ეს გუნდი ძალისხმევას არ დაიშურებს და დაეხმარება უკრაინას კრიზისის დაძლევაში.” […]

გიორგი ყიფშიძეს ექიმების დახმარება ესაჭიროება

კინომსახიობთა თეატრის მსახიობს გიორგი ყიფშიძეს ექიმების დახმარება ესაჭიროება. მას ტრავმა გაუმიზეზდა, რომელიც მედიკოსებს არც თუ ისე სერიოზულად ეჩვენებოდათ. როგორც ჩანს, გიორგის ტრავმა იმაზე გაცილებით რთულია, ვიდრე ექიმებს თავდაპირველად ეგონათ, ამიტომაც მსახიობს ქირურგიული ჩარევა დასჭირდება. “როგორც აღმოჩნდა, იმაზე რთული მდგომარეობა მქონია ფეხზე, ვიდრე თავდაპირველად გვეგონა მეც და ექიმებსაც. უკვე სამი თვეა ხელჯოხით დავდივარ და შედეგი არ […]