კატეგორია: საინტერესო

“რაც გინახავს, ვეღარ ნახავ” – კინოდ ქცეული ნამდვილი ამბავი

"რაც გინახავს, ვეღარ ნახავ" - კინოდ ქცეული ნამდვილი ამბავი

მიხეილ ჭიაურელის ფილმი “რაც გინახავს, ვეღარ ნახავ” უნიჭიერეს მსახიობთა შემადგენლობით ათასობით კინომოყვარულის საყვარელი ფილმია. ეს ამბავი მოგონილი სულაც არ არის და ნამდვილ ისტორიაზეა დაფუძნებული. ამის შესახებ გაზეთი „დროება“ 1875 წელს წერდა: “ერთ დიღმელ გლეხს გასათხოვარი ქალი ჰყოლია. ამ დღეებში სასიძო უპოვნია და ქორწილის დღე დანიშნული ჰქონდაო. როცა სასიძო მისულა და ყველაფერი მზათ ყოფილა საქორწილოთ, ამ […]

მორის ფოცხიშვილი ღიმილის ბიჭებზე

ანათემა - მორის ფოცხიშვილი

პოეტმა მორის ფოცხიშვილმა ღიმილის ბიჭები უწოდა ყველა იმ ახალგაზრდას, ვინც სამამულო ომში გმირულად დაიღუპა: “ნუგეშის წვიმა იარებს გვირჩენს, სდუმს საქართველო – მწუხარე დედა, რა მოუვიდათ ღიმილის ბიჭებს, რამ ჩაუგუბათ თვალებში სევდა?! რატომ არ ისმის ვაშა მხედრული, რად მოუხდიათ მამებს ქუდები, გამარჯვებისთვის დაბადებული შინ ასე გვიან რატომ ბრუნდები?! ცხრა გაზაფხულის ხარ ცხარე ცრემლი და მზის სულივით […]

კონცლაგერში მოხვედრილი აბრეკ ფხალაძის ისტორია

კონცლაგერში მოხვედრილი აბრეკ ფხალაძის ისტორია

მსახიობი აბრეკ ფხალაძე ცნობილი როგორც “აბი გლუკოზა” კინოფილმიდან “შერეკილები” კონცლაგერში მოხვდა. მისი ისტორია მომღერალმა ნუცა შანშიაშვილმა გაიხსენა: “С ДНЁМ ПОБЕДЫ! ჩემი ბაბუები იბრძოდნენ! გენიალური მსახიობი, ჩემი ბებიის ძმა აბრეკ ფხალაძე “აბი გლუკოზა” კონცლაგერშიც კი მოხვდა! და გადარჩა! ღმერთო! ნეტავი რამდენი საშინელება მოგველის წინ კაცობრიობას! იქამდე, სანამ ვისწავლით ერთმანეთის სიყვარულს განურჩევლად ეროვნებისა და რელიგიის! ჩვენი პატარა […]

საუკეთესო ვიდეო ქართული ფილმებით

საუკეთესო ვიდეო ქართული ფილმებით

ქართული მხატვრული ფილმების კოლაჟით ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ თბილისის N87 საჯარო სკოლის მეექვსე კლასელებმა და მათმა პედაგოგმა მაია ჯავაშვილმა საუკეთესო ვიდეო შექმნეს და კორონავირუსის პანდემიას მიუძღვნეს: “მე-6(3) კლასის მოსწავლეთა ნამუშევრები კორონავირუსის პანდემიაზე „იმ დროს, როცა ჩაკეტილები დაზაფრულები მივჩერებივართ ტელევიზორებს… იმ დროს, როცა გაზაფხული უჩვენოდ დახეტიალობს ცარიელ ქუჩებში… იმ დროს, როცა ურთულესი სიტუაციაა, დავინტერესდი თუ რას ფიქრობდნენ […]

საბედისწერო სიმღერა მარია კალასის ცხოვრებაში

საბედისწერო სიმღერა მარია კალასის ცხოვრებაში

საოპერო ხელოვნების ყველა დროის უდიდესი მომღერლის მარია კალასის ცხოვრებაში დადგა დღე, როდესაც სიმღერა მისთვის საბედისწეროდ იქცა. ამ დღეს კომპოზიტორი და დირიჟორი ლეონარდ ბერნსტაინი იხსენებდა: “64 წელს ფრანკო ძეფირელისთან და მარიასთან “ნორმა”-ზე ვმუშაობდით. მარიას დიდი პრობლემები ჰქონდა მაღალ ნოტებთან და მე ვეუბნებოდი, რომ მარტივად შეუძლია თავი აარიდოს კრიტიკას, თუ თავისი პარტიის ორი ტონით დაბლა ტრანსპონირებას მოახდენს. […]

ქეთევან დუმბაძე მამაზე – ნოდარ დუმბაძეზე

ქეთევან დუმბაძე მამაზე - ნოდარ დუმბაძეზე

ყველაზე გულიან პოეტთან ნოდარ დუმბაძესთან დაკავშირებით მისი შვილი ქეთევან დუმბაძე გამორჩეულ ისტორიას იხსენებს: “ნოდარ დუმბაძის დაკრძალვა განსაკუთრებული იყო. დიდი კონსტანტინე გამსახურდია რომ გარდაიცვალა, რუსთაველის პროსპექტზე მისი ნაწარმოებებიდან ნაწყვეტებს ხმამაღლა გადმოსცემდნენ. ეს პროცესი ძალიან ამაღლევებელი იყო. სახლში რომ დავბრუნდით, უცებ მამაჩემმა თქვა: – თავი არ მომჭრათ და ჩემს გასვენებაზე იგივე არ გაიმეოროთო. ჩემი ნაწარმოებები რომ იკითხოთ, […]

საუკეთესო განტვირთვა ალეკო შუღლაძისგან

საუკეთესო განტვირთვა ალეკო შუღლაძისგან

მწერალი ალეკო შუღლაძე მკითხველს მისი გულწრფელი ნაწერების გამო უყვარს. ამჯერად მწერალმა “ქართული ყოფის ოქროს ფონდიდან” თავისი ერთ-ერთი მარგალიტი შემოგვთავაზა: “პურის რიგში გინეკოლოგი გავიცანი, ხუმარა აღმოჩნდა. „- ერთი აქეთ მომისმინე, ძმაოო, – მითხრა მე, – ასეთი რამ ადრე არ ხდებოდაო. – რა-მეთქი? – გოგონა შემოვიდა, ორსულად იყო, მკითხა, ბიჭია და თუ გოგოო. მე ვუთხარი, ჯერ პატარაა, […]

აკა მორჩილაძე რეზო ჭეიშვილზე

აკა მორჩილაძე რეზო ჭეიშვილზე

მწერალი აკა მორჩილაძე თავის უფროს კოლეგას რეზო ჭეიშვილს და მის შემოქმედებას დიდ ქუთაისურ ლიტერატურას უწოდებს: “დიდი ქუთაისური ლიტერატურა. დიდზე დიდი. პირადად ჩემთვის სრულიად გადამწყვეტი და განუმეორებელი დღევანდელი ჩვენი მწერლობისთვის. ეგ რომ არ ყოფილიყო, არ ვიცი, აზრებს ძნელად გამოვთქვამ ხოლმე ფილოლოგიურად. ასე დაცლილმა, ასე გადასხვაფერებულმა, გულგამოღებულმა, მაინც მოახერხა და ამდენი გააკეთა. ამდენი კი არა, მე რო […]

ტარიელ ჭანტურიას ინფექციური ლექსი

ტარიელ ჭანტურიას ინფექციური ლექსი

მაშინ, როდესაც მთელ მსოფლიოში კორონავირუსის სახით ახალი ინფექცია ბატონობს, პოეტმა ტარიელ ჭანტურიამ ინფექციური ლექსი შემოგვთავაზა: “გადამდებია სიცოცხლე! გადამდებია ჭირი! გადამდებია ცრემლები, გადამედო და ვტირი! გადამდებია აპრილი, ია-ენძელას ფერი! გადამდებია სიმღერა, გადამედო და ვმღერი! გადამდებია ღიმილი! გადამდებია ქალი! გადამდებია სურვილი, ხურო ქვეყანა ჩალით! ჩამოთავდება საცაა ჩემი ცხოვრების ფირი! მიწას რომ ვჭამდი, იმ მიწით, ამომევსება პირი… გადამდებია […]

რეზო ჩხიკვიშვილის მთავარი როლი

რეზო ჩხიკვიშვილის მთავარი როლი

მსახიობმა რეზო ჩხიკვიშვილმა არაერთი როლი ითამაშა, თუმცა მის კარიერაში მაყურებლისთვის უმნიშვნელოვანესი მაინც კოკას როლია სპექტაკლიდან “დარაბებს მიღმა გაზაფხულია”. სპექტაკლი ლაშა თაბუკაშვილის პიესის მიხედვით მიშა ბუკიამ დადგა. წარმოდგენა მაყურებელმა ზეპირად იცოდა, ყველაზე მეტად კი მაინც კოკას მონოლოგი უყვარდა: “ბებიაჩემი ისე წავიდა, ეგონა ნათელი ბიჭი დამტოვა. ცოდვიანი დავიბადე ამ ქვეყანაზე. ჩემს სიცოცხლეს, დედაჩემის სიკვდილი დასჭირდა. თვითონ კი […]