კატეგორია: საინტერესო

დედების ყველაზე დიდი სათხოვარი შვილებს

დედების ყველაზე დიდი სათხოვარი შვილებს

დედების სათხოვარი შვილებისთვის ალბათ ბევრია, მაგრამ არსებობს ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი – გამონახონ დრო და დედები მაქსიმალურად ხშირად მოინახულონ. ნიაზ ზოსიძის ჩანახატი ამაზე კიდევ ერთხელ დაგვაფიქრებს: “ახლა შენ გძინავს… მე კიდევ კედელზე დაკიდებული საათის წიკწიკი ტვინს მიბურღავს… ეზოდან წყლის თქლიშინი მესმის, უმთვარო და ნისლიანი ღამეა… როგორ ვარ იცი? ძალიან, ძალიან უსუსური, ბუდიდან გადმოვარდნილ ბარტყივით უსუსური… […]

როგორ მოხვდა დავით აღმაშენებლის ჯვარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში

დავით აღმაშენებლის ჯვარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში დავით აღმაშენებლის ცხოველმყოფელი ჯვარი ინახება. თუ როგორ მოხვდა ჯვარი პარიზში, ამასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია არსებობს. წერილს „ანსელის წმინდა საფლავის კანტორისაგან პარიზის ღვთისმშობლის კრებულს იერუსალიმითგან“ 1108 წლით ათარიღებენ. სწორედ ეს წერილი გვაწვდის ინფორმაციას იერუსალიმიდან პარიზში ცხოველმყოფელი ჯვრის ნაწილის გაგზავნასთან დაკავშირებით. წერილში მოხსენიებულია დავით აღმაშენებელი და მისი ქვრივი, ამიტომაც ისტორიკოსების ნაწილი თვლის, რომ წერილი არა […]

“უთხარით საკუთარ შვილებს!”

"უთხარით საკუთარ შვილებს!"

– უთხარით, უთხარით საკუთარ შვილებს, მოსწავლეებს და სტუდენტებს – ისწავლონ საკუთარი ერის და სამშობლოს გადასარჩენად! – მოუწოდებს მშობლებს მწერალი ნუგზარ სულა სულაშვილი: “მე უნდა მესწავლა… მესწავლა, რადგან მადარებდნენ თაკოს და მალხაზს, გიოს და გვანცას, დათოს და ნატოს. მეუბნებოდნენ რომ ისინი ჩემზე უკეთესები იყვნენ… მე უნდა მესწავლა. მესწავლა, რადგან ფოსტალიონ კასუმასავით უზარმაზარი ჩანთა ზურგით არ მეთრია […]

“იცით რა ქმნის ჩვენი ცხოვრების გზის რაობას?”

– იცით რა ქმნის ჩვენი ცხოვრების გზის რაობას? – ამ კითხვაზე ძალიან მოკლე, მაგრამ ზუსტი პასუხი აქვს კლასიკოს მწერალს ოთარ ჭილაძემ: “იცით რა ქმნის ჩვენი ცხოვრების გზის რაობას? ” ჩვენივე აზრები და ფიქრები, რომელიც ყველასგან დამალული გვგონია, მაგრამ ღმერთს ვერაფერს დავუმალავთ!”

“მსგავსი სიღრმის ტკივილი არ მეგულება არცერთ ტრაგედიაში!”

"მსგავსი სიღრმის ტკივილი არ მეგულება არცერთ ტრაგედიაში!"

– დედამიწაზე, მსგავსი სიღრმის ტკივილი არ მეგულება არცერთ ტრაგედიაში, – აცხადებს პოეტი და მსახიობი საშა გველესიანი და ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებიდან ამონარიდს გვთავაზობს: “რად მინდა ცხოვრება მეზობელს თუ ჩემი დანახვის ეშინია? არ მინდა ფოსტალიონობა, არ მინდა გეყურებათ თქვენ?! ღმერთი არ გწამს, ქიშვარდია? ჩემი ალმასხანიც ომშია, არ გეცოდებით, ხალხო? ღმერთო, შენ მაინც არ გეცოდები? ჩამოდი ფეხად და […]

“დაგვაფასეთ ჩვენ! მანამდე, ვიდრე გავქრებით…“

"დაგვაფასეთ ჩვენ! მანამდე, ვიდრე გავქრებით...“

– დაგვაფასეთ ჩვენ! მანამდე, ვიდრე გავქრებით… – ეს არის მამების თაობის გზავნილი შვილებისთვის, რომელსაც ბესარიონ შარაშიძე ავრცელებს: “შვილმა ერთხელ ჰკითხა თავის მამას: „როგორ ცხოვრობდით ადრე ტექნოლოგიებთან წვდომის გარეშე: ინტერნეტის გარეშე, კომპიუტერების გარეშე, ტელევიზორების გარეშე, კონდიციონერების გარეშე, მობილური ტელეფონების გარეშე?“ მამამ უპასუხა: „ზუსტად ისე, როგორც დღეს თქვენი თაობა ცხოვრობს; ლოცვის გარეშე, თანაგრძნობის გარეშე, ღირსების გარეშე, პატივისცემის […]

ისტორია დიდგორის ბრძოლაზე, რომელიც ყველამ უნდა ვიცოდეთ

ისტორია დიდგორის ბრძოლაზე, რომელიც ყველამ უნდა ვიცოდეთ

დიდგორის ბრძოლაზე ბევრი თქმულა და ბევრიც დაწერილა, მაგრამ არის ისტორია, რომელიც ყველამ უნდა ვიცოდეთ: დიდგორის ბრძოლაში, ის 200 მებრძოლი, რომლებმაც ილღაზის 300.000 არმიის განადგურებას საფუძველი ჩაუყარეს, უფლისწულ დემეტრეს გუდამაყრელებისგან შეურჩევია. დღევანდელი წიკლაურების, ჩოხელების და აფციაურების წინაპრები ყოფილან. 1121 წლის 12 აგვისტოს დიდგორის ველზე პაპანაქება სიცხე იდგა. აღმაშენებელს კი მზის საათი გამოუყენებია. 200 დიდგორელს და უშუალოდ […]

იტალიელები ქართველებზე ვიტორიო დე სიკას ფილმში

იტალიელები ქართველებზე ვიტორიო დე სიკას ფილმში

1940 წელს ოსკაროსანი რეჟისორისა და მსახიობის ვიტორიო დე სიკას ფილმში “მადალენა, ნული ყოფაქცევაში” – ერთ-ერთ ეპიზოდში იტალიელები ქართველებს ასე ახასიათებენ: “ჩვენ დანამდვილებით შეგვიძლია დავამტკიცოთ, რომ ქართველები უძველესი დროიდან თეთრი რასის იდეალურ პროტოტიპებად ითვლებოდნენ. უპირველეს ყოვლისა, მამაკაცები – ტანადები, მუქთმიანები, ძალიან ლამაზები, იშვიათი ძალით დაჯილდოვებულები, რომლებიც მითოლოგიურ პერსონაჟებს უფრო გვანან, ვიდრე ჩვენს თანამედროვეებს.”

კინტოები – თბილისური საზოგადოების დეგრადირებული ფენა

კინტოები - თბილისური საზოგადოების დეგრადირებული ფენა

კინტოები თბილისის ყოფას XX საუკუნის 30-იან წლებამდე შემორჩნენ, ისინი თბილისური საზოგადოების განუყოფელი ნაწილი იყვნენ. პოეტ არჩილ სულაკაურის მოსაზრებით კი, კინტოები თბილისური საზოგადოების დეგრადირებულ ფენას წარმოადგენდნენ: “კინტოები – თბილისური საზოგადოების დეგრადირებული ფენა. კინტო უსაქმური, ლაზღანდარა, უპრინციპო კაცი გახლდათ…. კინტო რომ კარგი ყოფილიყო, ლიტერატურა შემოინახავდა მათ სახეებს, მე ვგულისხმობ პროზას, რომელიც ცხოვრებას აღწერს, ფაქტიურად ლიტერატურა არ იცნობს […]

“რაზე შეიძლება ინანო?!”

"რაზე შეიძლება ინანო?!"

– რაზე შეიძლება ინანო?! – ალბათ ეს კითხვა ნებისმიერ ადამიანს ერთხელ მაინც დაუსვამს საკუთარი თავისთვის. პოეტი და სასულიერო პირი პეტრე კოლხი ამ კითხვას მოკლედ, მაგრამ ამომწურავად პასუხობს: “გასვლის წინ რაზე შეიძლება ინანო?! სახლზე, რომლის რემონტი ბოლომდე ვერ დაასრულე?! არა, სამსახურზე, ბოლო თვის ხელფასი რომ ჩამოგაჭრა… ადამიანებზე, რომლებსაც გულს დაუსრულებლად ტკენდი… ალბათ, ყველაფერზე, გარდა იმისა, რაც […]