კატეგორია: ოქროს ფონდი

ერლომ ახვლედიანის აუცილებლად წასაკითხი წერილი

ერლომ ახვლედიანის აუცილებლად წასაკითხი წერილი

ქართველი მწერლის, სცენარისტის, კინოდრამატურგისა და პუბლიცისტის ერლომ ახვლედიანის წერილი „ხალხი, რომელსაც სამშობლო არ უყვარს” ნამდვილად აუცილებლად წასაკითხი წერილების სიაში შედის: „ერთმა უცხოელმა ბიზნესმენმა, რომელიც საქართველოში ჩვენს დასახლებამდე დასახმარებლად ჩამოვიდა, ასეთი ფრაზა თქვა: არ მინახავს ხალხი, რომელსაც ასე არ უყვარდეს თავისი სამშობლო. ჩვენი „პატრიოტები“ ალბათ აღაშფოთა ამ ფრაზამ, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ზოგიერთმა „არაპატრიოტმა“ ამ სიტყვების მიღმა […]

ჯემალ ქარჩხაძე პოპულარობაზე

ჯემალ ქარჩხაძის აღსარება

მწერალი ჯემალ ქარჩხაძე პოპულარობას თავის ჩანაწერებში ასე განმარტავს: “პოპულარობა და სახელი ილუზიაა, ქვიშაში აგებული ციხე-კოშკი. განა შეიძლება ისეთი არშინი არსებობდეს, რითაც პოპულარობა გაიზომება? პოპულარობა ხომ დამოკიდებულია არა შემოქმედის ნიჭზე, არამედ მომხმარებლის გემოვნებაზე! ხოლო აქედან გამომდინარე, პოპულარობა ისაა, რომ უარი თქვა საკუთარ გზაზე, შენი ნიჭი მომხმარებელთა საეჭვო გემოვნებას დაუმორჩილო და თვალდახუჭულმა საკუთარ თავს უმტკიცო, რომ, ვისაც […]

გურამ რჩეულიშვილის გენიალური რჩევა

გურამ რჩეულიშვილის გენიალური რჩევა

მწერალ გურამ რჩეულიშვილის შემოქმედება და მისი ჩანაწერები უკვდავი სიბრძნეა. ცოტა რთული დასაჯერებელია, რომ 26 წლის ბიჭმა ამდენი რამის გააზრება მოასწრო და მომავალ თაობებს ფიქრისა და განსჯისთვის დაუტოვა. თითქოს არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ თუ მის ერთ-ერთ ჩანაწერს ყურადღებით წავიკითხავთ, აუცილებლად მივხვდებით, რომ ჩვენ ყველანი ერთნი ვართ: “მე დავიბადე თქვენთან ერთად, გავიზარდე თქვენთან ერთად, სკოლაში დავდიოდი, დავდიოდი ისევ […]

ლადო ასათიანის უკანასკნელი წერილი

ლადო ასათიანის უკანასკნელი წერილი

პოეტ ლადო ასათიანის სიცოცხლე 26 წლის ასაკში შეწყდა. იგი ტუბერკულოზით დაავადდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. პოეტი თავის მეგობარ მწერალს ნიკა აგიაშვილს უკანასკნელ წერილში წერდა: “ვეღარ ვძლებ ამ ვიწრო ოთახში, თითქოს კუბოში ვარ ცოცხლად მდებარე, მზის მონატრული. რომ მოვკვდე, ნეტავი, ამაზე უარესი თუ იქნება ის კუბო. ამის ბრალია, ალბათ, რომ თითქმის ყოველ ღამით და დღისითაც […]

ტიციანის უკანასკნელი წერილი პაოლოს

ტიციანის უკანასკნელი წერილი პაოლოს

– ტიციანის უკანასკნელი წერილი პაოლოს – ასე ჰქვია ანზორ სალუქვაძის ლექსს, რომელიც ცისფერყანწელების გამორჩეულ წევრებს ტიციან ტაბიძეს და პაოლო იაშვილს ეძღვნებათ: ”ეჰ, თოვლში ვწევარ, თოვლი ვარ და თოვლითვე ვიწვი… მატარებლიდან გადმომაგდეს ქოლერის იჭვით. არც მენაღვლება – სხვა სადგურზე დამხვდებით ვიცი სამი თვითმკვლელი: ესენინი, შენ და ის ბიჭი! მაინც რა მოხდა? უმწიფარი ვჭამეთ რა ხილი? თებერვლის […]

ბათუ კრავეიშვილი – ქეთოს იდეალური კოტე

ბათუ კრავეიშვილი - ქეთოს იდეალური კოტე

ოპერის მომღერალი ბათუ კრავეიშვილი ვახტანგ ტაბლიაშვილის ფილმში “ქეთო და კოტე” მთავარ როლს ასრულებს. მას პარტნიორობას ულამაზესი მედეა ჯაფარიძე უწევს. ვახტანგ ტაბლიაშვილმა “ქეთო და კოტე”-ში ცნობილი მსახიობები მიიწვია. მათთან ერთად ფილმში ოპერის მომღერლებიც მონაწილეობენ. ბათუ კრავეიშვილი თავის დღიურებში იხსენებდა, თუ როგორ აღმოჩნდა გადასაღებ მოედანზე: “თბილისის კინოსტუდია „ქეთო და კოტეს” გადაღების სამზადისში იყო… ჩვენი თეატრიდან საცდელ გადაღებაზე […]

აკაკი ბაქრაძის გენიალური “ბაბაიას დიპლომატია”

აკაკი ბაქრაძის გენიალური "ბაბაიას დიპლომატია"

ხელოვნებათმცოდნის, კრიტიკოსის და პუბლიცისტის აკაკი ბაქრაძის “ბაბაიას დიპლომატია” გენიალურია თავისი შინაარსით და სულისკვეთებით. მისი დაკვირვებით წაკითხვა განსაკუთრებით ახლაა საჭირო, როცა რუსეთი ყველანაირად გვავიწროვებს: “პოლიტიკაში არ არსებობს კეთილი და ბოროტი რუსეთი. რუსეთი ერთია და იგი, პოლიტიკური თვალსაზრისით, არასოდეს იქნება საქართველოს მეგობარი. იგი იყო, არის და დარჩება საქართველოს მტერი. ბავშვურ ილუზიებს ერთხელ და სამუდამოდ უნდა გამოვეთხოვოთ. პოლიტიკურ […]

თამაზ ჩხენკელი – ახვრები!

თამაზ ჩხენკელი და მისი შემოქმედება მკითხველს იმისთვის უყვარს, რომ ყოველთვის სიმართლის სადარაჯოზე დგას. ამის დასტურია 1994 წელს დაწერილი ლექსი “ახვრები”, რომელიც აქტუალობას არც ახლა კარგავს: “დაეხეტებიან ახვრები ქუჩაში, თვალებს აცეცებენ თხისებრ ვნებიანს. უმსგავსი ხალხია, უჯიშო, ძალადობენ, ლოთობენ, იგინებიან. დაეხეტებიან ახვრები ქუჩაში – ყელმოღერებული იდიოტები. მაგრამ თუ მოიხელთე უჯავშნოდ წამსვე იფშუტება მათი ტოტემი, ანდა ქვად იქცევა, […]

თამაზ ჭილაძის უმნიშვნელოვანესი მოგონება

თამაზ ჭილაძის უმნიშვნელოვანესი მოგონება

მწერლისა და პოეტის თამაზ ჭილაძის მოგონებები მისი შემოქმედების მოყვარულთათვის განსაკუთრებულია. “არტინფო” გთავაზობთ მცირე ამონარიდს მისი წიგნიდან “ოთართან ერთად“: …და მაინც ჩვენი ოჯახური გალაქტიკის ცენტრში დედა იდგა. ოთარი წერდა: (ჩვენზე) “დიდი გავლენა მოახდინა მამამ, რომელიც განათლებული კაცი გახლდათ და, ბუნებრივია, სურდა რომ ჩვენც მასავით გვყვარებოდა მწერლობა. და მაინც, განსაკუთრებული წვლილი, ალბათ, დედის ბუნებას მიუძღვის. დედა ყველაზე […]

მუხრან მაჭავარიანის აუცილებლად წასაკითხი წერილი

მუხრან მაჭავარიანის აუცილებლად წასაკითხი წერილი

პოეტ მუხრან მაჭავარიანის წერილი, რომელიც მან გასული საუკუნის 90-იან წლებში თავის ვაჟს კანადაში მისწერა, ნებისმიერი ადამიანისთვის საყურადღებოა: “ვწუხვარ, რომ თქვენგან (უპირველეს ყოვლისა – შენგან) არ იგრძნობა თანალმობა ჩემდამი… მუხანოს და რატის ელოდება თავიანთი არგვეთი, პატარა ლაშურა, დიდი კაკლის ხე, ჩვენი ჭა… სამშობლო არ დაივიწყო! შვილები ქართველებად დაზარდე!… დაუკვირდი საკუთარ თავს, კარგად დაუკვირდი – განა არ […]