Category: მუსიკა

ტრიო “ბრავო” ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაუკრავს

26 იანვარს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გერმანიის საელჩო ტრიო „ბრავოს“ კონცერტს გამართავს და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს თავისუფლად შეეძლება. ტრიო “ბრავო” 2000 წელს დაარსდა და მისი წევრები არიან გალინა ბანდურა (ვიოლინო), ანატოლი დანელიანი (ალტი) და ალიონა ოგანოვი (ფორტეპიანო). ტრიოს ჩატარებული აქვს არაერთი საქველმოქმედო საღამო და კონცერტი როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. გერმანიის საელჩოს მხარდაჭერით მათ […]

კონსერვატორიაში ვოკალური მუსიკის საღამო გაიმართება

27 იანვარს კონსერვატორიის მცირე დარბაზში ვოკალური მუსიკის საღამო გაიმართება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სოლისტი ირაკლი კახიძე და თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერის და ბალეტის თეატრის სოლისტი გოჩა დათუსანი-ჯიღაური. კონცერტმეისტერი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორი თეონა ბუაძე. საკონცერტო პროგრამაშია დონიცეტის, პუჩინის, ბოიტოს, ვერდის, ბიზეს, გუნოს და ჩილეას ნაწარმოებები. კონცერტზე დასწრება ნებისმიერი მსურველისთვის თავისუფალია.

“ლუჩია დი ლამერმური” დაბრუნდა

52 წლიანი პაუზის შემდეგ თბილისში გაეტანო დონიცეტის ოპერა „ლუჩია დი ლამერმური“ შესრულდება. პირველი საოპერო სეზონი თბილისში 1851 წლის 9 ნოემბერს სწორედ დონიცეტის „ლუჩია დი ლამერმური“-თ გაიხსნა და გრანდიოზული წარმატება ხვდა წილად. ეს ოპერა თბილისის ოპერის თეატრის რეპერტუარის განუყოფელი ნაწილი 1951 წლამდე იყო. „ლუჩია დი ლამერმური“ ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე ბოლოს 1963 […]

Don’t Go – ბერას ახალი კლიპი

მომღერალმა ბერამ თავის ერთგულ მსმენელს კიდევ ერთი ახალი კლიპი შესთავაზა. “Don’t Go” – ასეთია კლიპის სახელწოდება, რომელშიც მომღერალი ბალადის სტილში ასრულებს სიმღერას და ფორტეპიანოს თანხლებით გადაღებულ შავ-თეთრ კლიპს წარმოადგენს. კლიპში ბერასთან ერთად მხოლოდ ერთი გოგონა Karen Civil მონაწილეობს. 20 წლის მომღერალმა ამჯერად შედარებით თამამი კლიპი გადაიღო და სიმღერის შინაარსიდან გამომდინარე, მასში სასიყვარულო სცენებიც ასახა.

ევროვიზია 2015-ზე ნინა სუბლატი წარგვადგენს

ნინა სუბლატი: "ბოდიში, მაგრამ..."

“საქართველოს ვარსკვლავის” გამარჯვებული ნინა სუბლატი საქართველოს სიმღერის საერთაშორისო კონკურსზე “ევროვიზია 2015” წარადგენს. ხმის მიცემა ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. საერთაშორისო ჟიურიმ კონკურსში წარდგენილთაგან საუკეთესო ხუთეული დაასახელა. ხუთეულში მოხვდნენ ჯგუფი “ნიუტონი”, ეთერ ბერიაშვილი, ედვარდ მეისონი, ნინა სუბლატი და მიშა სულუხია. 14 იანვარს ხუთეულიდან საერთაშორისო ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ მუსიკოსები, მომღერლები, პროდიუსერები და ევროვიზიის მონაწილეები თავისი ქულები გაასაჯაროვეს. […]

თბილისში DDT ჩამოდის

10 თებერვალს თბილისს ცნობილი რუსული როკ ჯგუფი DDT ეწვევა. მუსიკოსები საქართველოში AlterVision Group-ის მოწვევით ჩამოდიან. DDT კონცერტს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართავს და წარმოადგენს ახალ ალბომს Прозрачный, ასევე შეასრულებს ძველ და ყველასთვის ნაცნობ ჰიტებს. კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაწყებულია. მათი ფასი 40, 60, 80, 100 და 120 ლარია.

ანიტა რაჭველიშვილი სპეციალურ პროგრამას წარადგენს

ანიტა რაჭველიშვილის მოთხოვნა

14 იანვარს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ქართველი საოპერო მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი მსმენელს სპეციალურ პროგრამას შესთავაზებს.ამ პროგრამის პრემიერა გასულ წელს ნიუ-იორკში დიდი წარმატებით შედგა, ახლა კი თბილისში იქნება წარმოდგენილი. კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ეროვნული ორკესტრი, დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი და სუხიშვილები. სუხიშვილები ტანგოს ანიტა რაჭველიშვილთან ერთად იცეკვებენ. ამ კონცერტით საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი საიუბილეო 90-ე სეზონს გახსნის.

გია ყანჩელის იუბილე კონცერტით აღინიშნება

"იცით რატომ არის ყანჩელი ძალიან დიდი?"

ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის 80 წლის იუბილე 13 იანვარს კონცერტით აღინიშნება. პროექტის ინიციატორი დავით მალაზონიაა და მას ”გზავნილები ყანჩელს” ეწოდება. კონცერტში მონაწილეობენ ნინო სურგულაძე, ირიაო, ანი კეკუა, სიმფონიური ორკესტრი, დირიჟორი მირიან ხუხუნაიშვილი და სპეციალური სტუმრები პაატა ბურჭულაძე და ქრისტოფ შვაიცერი. საიუბილეო საღამო რუსთაველის თეატრში გაიმართება, ღონისძიებისთვის სამზადისი უკვე დაწყებულია. “არტპალას რექორდსში” მომღერლები წერენ სიმღერებს. ხმის ჩამწერ […]

თბილისის ოპერის თეატრში როსინის ოპერის პრემიერა გაიმართება

10 იანვარს კონსერვატორიის დიდ დარბაზში ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი პრემიერას გამართავს. დირიჟორი ჯანლუკა მარჩანო ჯოაკინო როსინის ”Stabat Mater”-ის პრემიერას იდირიჟორებს. საპრემიერო სპექტაკლში სოლისტები იქნებიან ირინე რატიანი, თეა დემურიშვილი, ირაკლი კახიძე, კახაბერ თეთვაძე. პრემიერას წარმოადგენს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდი და ორკესტრი.

მარიკა მაჩიტიძე პოლონეთში მიიწვიეს

თბილისის ოპერის თეატრის სოლისტი ქუთაისელი მარიკა მაჩიტიძე პოლონეთში მიიწვიეს. მომღერალი საახალწლო კონცერტს ჩაატარებს. 3 იანვარს ქალაქ ვროცლავში Centennial Hall-ში მარიკა მაჩიტიძე კონცერტს გამართავს. მასთან ერთად პოლონელი ბარიტონი მარჩინ ბრონიკოვსკი მიიღებს მონაწილეობას. ვროცლავის სიმფონიურ ორკესტრს ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გოგი ჭიჭინაძე უდირიჟორებს.