Category: მუსიკა

გიული ჩოხელის კონცერტი ივენთ ჰოლში გაიმართება

ცნობილი ქართველი ჯაზმომღერლის გიული ჩოხელის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო თბილისი ივენთ ჰოლში გაიმართება. 28 მარტს საიუბილეო კონცერტის დასრულების შემდეგ, დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გიული ჩოხელს ვარსკვლავს გაუხსნიან. მომღერლის იუბილესადმი მიძღვნილ საღამოში მონაწილეობას მიიღებენ გულიკო ჭანტურია, მერაბ სეფაშვილი, დათო გომართელი, მაკა ზამბახიძე, ეკა მამალაძე, ნეკა სებისკვერაძე, სოფო ბედია, სოფო გელოვანი, ნუცა ბუზალაძე, ელენე კალანდაძე, […]

თიკა ფაცაცია დუეტს წერს

მომღერალი და ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია ახალ სიმღერაზე მუშაობს. “ბრავო რექორდსში” ის დუეტს რეპერ ძვალთან ერთად წერს. თიკას კარგა ხანია სიმღერა აღარ ჩაუწერია, რადგან აქტიურად მუშაობს ტელევიზიაში და თავისი მუსიკალური კარიერისთვის დრო აღარ რჩება. ამჯერად სამი შვილის დედამ გადაწყვიტა თავის რეპერტუარს ახალი სიმღერა შემატოს და არჩევანი კომპოზიტორ ლილიკო ნემსაძის სიმღერაზე შეაჩერა. ტექსტი ირინა სანიკიძეს და „ძვალს“ […]

ივან დორნი თბილისში კონცერტს გამართავს

უკრაინელი მომღერალი ივან დორნი თბილისში კონცერტს გამართავს. 14 მარტს მომღერალი კლუბ “ტრიუმფში” შეკრებილი მსმენელის წინაშე წარსდგება  საკონცერტო ტურის ”Randorn 2015” ფარგლებში და ამავე სახელწოდების ახალი ალბომის პრეზენტაციას მოაწყობს. ივან დორნი საქართველოში მეორედ ჩამოდის. პირველად ის ბათუმში იმყოფებოდა და შავი ზღვისპირეთში დამსვენებლებისთვის კონცერტი გამართა. ამჯერად მომღერალი საქართველოს დედაქალაქს ესტუმრება. ივან დორნი და მისი სიმღერები ქართველ მსმენელში […]

ნიჭიერთა ათწლედის მოსწავლეებმა გერმანიაში გაიმარჯვეს

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის „ნიჭიერთა ათწლედის“ მოსწავლეებმა გიორგი გრძელიძემ და სერგო მარკოსიანმა გერმანიის ქალაქ აახენის პიანისტთა საერთაშორისო კონკურს-ფესტივალზე გაიმარჯვეს. მე-6 კლასის მოსწავლე გიორგი გრძელიძემ მოიპოვა II პრემია და ლაურეატის წოდება, ხოლო მე-11 კლასის მოსწავლე სერგო მარკოსიანმა მიიღო სპეციალური პრიზი, რომელიც მას საშუალებას აძლევს საკონცერტო ტურნეთი წარდგეს იტალიისა და მალტის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალებზე. […]

მომღერლები ნიკუშასთვის ერთიანდებიან

ქართული ესტრადის ცნობილი მომღერლები 24 წლის ნიკუშა ნატროშვილის გადასარჩენად ერთიანდებიან. ისინი სპორტის სასახლეში გრანდიოზულ კონცერტს ჩაატარებენ და 10 ლარად გაყიდული ბილეთებით მისი ოპერაციისთვის საჭირო თანხას შეაგროვებენ. 33ა, გამოუვალი მდგომარეობა, ლაუდსპიკერსი, ფრანი, მგზავრები, რობი კუხიანიძე (აუთსაიდერი), რეგიონი, ნიკოლშოუ, გუფი ლენდი, დათო ხუჯაძე, ზურა ხაჩიძე, გიო ხუციშვილი და ბიჭები, ბაკურ ბურდული და სხვა ცნობილი მომღერლები 12 მარტს […]

ნინა სუბლატს ახალი კლიპი აქვს

მომღერალ ნინა სუბლატის ევროვიზია 2015-ზე წარსადგენი სიმღერის Warrior კლიპი მზადაა. მისი პრეზენტაცია კაფე Innova-ში გაიმართა. ვიდეორგოლი სტუდია BigCAKE-მა და მისმა ერთ-ერთმა წევრმადავით გოგოხიამ გადაიღო. ვიდეორგოლის გადაღებები საზოგადოებრივი მაუწყებლის პავილიონში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. კლიპის მონაწილეების კოსტიუმებზე დიზაინერმა ლაშა ჯოხაძემ იმუშავა. პრეზენტაციას მიწვეულ ცნობილ სტუმრებთან ერთად, შვედი ქორეოგრაფი და რეჟისორი საშა ჟან ბაპტისტი დაესწრო. ის ნინა სუბლატის რეჟისორია. […]

ჯავა ჯაზ-ფესტივალზე ქართველები მიიწვიეს

ქართული ეთნო ჯაზ ჯგუფი „ირიაო“, რომელსაც დავით მალაზონია ხელმძღვანელობს, ჯაკარტაში, მსოფლიოს ერთ-ერთ გამორჩეულ ფესტივალში – ჯავა ჯაზ-ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. წელს ფესტივალის საიბილეო წელია და მასში მონაწილეობას მიიღებენ ისეთი ცნობილი მუსიკოსები, როგორებიც არიან ბობი მაკფერინი, კრის ბოტი, ჩაკა ხანი, რიშარ ბონა, აბრედ მელდო, ჯესი ჯეი და ა.შ. ჯავა ჯაზ-ფესტივალზე გაემგზავრება ჯგუფი „ირიაოც“, რომელიც გააცნობს ქართულ მუსიკალურ […]

Gorillaz თბილისში ჩამოდის

თბილისში ცნობილი ბრიტანული ჯგუფის “GORILLAZ”  კოლექტივი ჩამოდის. მუსიკოსები კონცერტს 7 მარტს სპორტის სასახლეში გამართავენ. როგორც კონცერტის ორგანიზატორები აცხადებენ, ეს არ იქნება “GORILLAZ” -ის ჩვეულებრივი რიგითი კონცერტი, ეს იქნება დიჯეი სეტი. ჯგუფი “GORILLAZ” ოთხი წევრისგან შედგება და ალტერნატიული როკისა და ალტერნატიული ჰიპ-ჰოპის ჟანრის მუსიკას ასრულებს. “GORILLAZ” მსმენელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მათი პირველი ალბომი 2001 წელს 7 […]

როგორი იქნება ნინა სუბლატის კლიპი?

ევროვიზია 2015-ის საქართველოს წარმომადგენელმა ნინა სუბლატმა ევროვიზიის საკონკურსო სიმღერაზე “Warrior” ვიდეორგოლის გადაღებები დაიწყო. გადაღებები 28 თებერვალს და პირველ მარტს გაიმართება. მომღერლის და ასევე, კლიპის ხუთი მონაწილის კოსტიუმებზე ლაშა ჯოხაძე მუშაობს. დიზაინერს არაერთ ცნობილ პროექტზე უმუშავია, მათ შორისაა, “ცეკვავენ ვარსკვლავები”, “ორი ვარსკვლავი”. ლაშა არის რამდენიმე სარეკლამო და ვიდეორგოლის კოსტიუმების მხატვარიც. მის მიერ დახატული კოსტიუმების ესკიზები და […]

ქართველი მომღერლები ალ ბუსტანის ფესტივალზე მიიწვიეს

ქართველი საოპერო მომღერლები გოჩა დათუბანი და ნინო სურგულაძე ბეირუთში ალ ბუსტანის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალში იღებენ მონაწილეობას. 26 და 28 თებერვალს ქართველი მომღერლები მსოფლიოს ცნობილ საოპერო ვარსკვლავებთან ერთად ბელინის გენიალურ ოპერაში “ნორმა” იმღერებენ. ალ ბუსტანის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ჯანლუკა მარჩანოა. მან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრი ამ ფესტივალზე ოთხჯერ წაიყვანა. წელს კი ორკესტრი […]