კატეგორია: მუსიკა

,,გამოუვალი მდგომარეობა’’ ალბომს გამოსცემს

ქართული ალტერნატიული ჯგუფი “გამოუვალი მდგომარეობა” 2012 წლიდან, საქართველოში ყველაზე რეიტინგული სერიალის, “ჩემი ცოლის დაქალების” პერსონაჟის, ირაკლი ხურცილავას (ვანიკო თარხნიშვილი) ბენდია. ეთერში პირველივე გასული სიმღერიდან ჯგუფმა დიდი პოპულარობა მოიპოვა, გაჩნდა ლაივების მოთხოვნა და ერთი წლის შემდეგ სერიალის ბენდი გაცოცხლდა. ჯგუფი ასრულებს ქართული 70-80-90-იანი წლების ცნობილი კომპოზიციების ქავერებს. ჯგუფმა შექმნა თავისი განსაკუთრებული ჟღერადობა და გამოირჩევა ორიგინალური ტექსტებით. […]

ქართველი მომღერლები ტოკიოს ნაციონალურ ოპერაში იმღერებენ

2 აპრილს ტოკიოს ნაციონალურ ოპერაში, პირველად ამ თეატრის სიტორიაში ორი ქართველი საოპერო მომღერალი იმღერებს. ჯუზეპე ვერდის გენიალურ ქმნილებაში “ბედის ძალა” დონა ლეონორას პარტიას ქართველი დრამატული სოპრანო იანო თამარ შეასრულებს. მან ამ როლით უკვე აღაფრთოვანა მიუნხენის „შტატს ოპერის“ მსმენელი. ამ სცენაზე „კარმენში“ წარმატებული დებიუტის შემდეგ, მეცო-სოპრანო ქეთევან ქემოკლიძე კი პრეციოზილას როლით წარსდეგება ტოკიოს ნაციონალური ოპერის მსმენელის […]

პირველად საქართველოში – ბეთჰოვენის ყველა საფორტეპიანო სონატა

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში კონცერტების ციკლი იმართება, სადაც ბეთჰოვენის ყველა 32 საფორტეპიანო სონატა შესრულდება. შვიდი კონცერტი კონსერვატორიის მცირე დარბაზში ჩატარდება და მასში კონსერვატორიის სტუდენტები და სამუსიკო სემინარიის ორი მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას. დასკვნით, მე-7 კონცერტზე ბეთჰოვენის ყველაზე ხანგრძლივი 29-ე სონატა აჟღერდება, რომელსაც მსმენელი ეკრანზე რიხტერის შესრულებით მოისმენს. კონცერტების პერიოდი ორ საიუბილეო თარიღს მოიცავს – რიხტერის დაბადებიდან 100 […]

ნინა სუბლატმა კონკურსი გამოაცხადა

ნინა სუბლატი გაქურდეს

“ევროვიზია 2015”-ის ქართველმა მონაწილემ ნინა სუბლატმა კონკურსი გამოაცხადა. ევროვიზიის საპროდიუსერო ჯგუფი და მომღერალი კონკურსში ყველა იმ ადამიანს იწვევენ, ვისაც ხატვის და წარმოსახვის განსაკუთრებული უნარი აქვს. კონკურსი ნინა სუბლატის სიმღერის “Warrior” გამოცხადდა. კონკურსში მონაწილეებმა უნდა შექმნან ორიგინალური ლოგო. ნებისმიერ მსურველს კონკურსში ჩართვა თავისუფლად შეუძლია, ნამუშევრების წარდგენა 20 აპრილამდეა შესაძლებელი. საუკეთესო ნამუშევარს ევროვიზიის საპროდიუსერო ჯგუფი და ნინა სუბლატი […]

რიშარ გალიანო თბილისში კონცერტს გამართავს

იტალიური წარმოშობის ფრანგი ვირტუოზი აკორდეონისტი რიშარ გალიანო თბილისში კონცერტს გამართავს. ის მეხუთედ ესტუმრება დედაქალაქს მსოფლიო საიუბილეო პრემიერით “30 წელი ნიუ მუზეტის კვარტეტთან”. ახალ პროექტში გალიანოს მოწვეული ჰყავს ჯაზის უბადლო იმროვიზატორები, მეგავარსკვლავები 2 გრემის მფლობელი, 2 ლათინური გრემის მფლობელი, 2-ჯერ გრემიზე და ლათინურ გრემიზე ნომინირებული კუბელი პიანისტი გონსალო რუბალკაბა და ფრანგი მესაყვირე ერიკ ტრუფაზი. 22 აპრილს […]

ევგენი კისინი თბილისში ჩამოდის

მსოფლიოში ცნობილი ლეგენდარული პიანისტი ეგვენი კისინი საქართველოში პირველად ჩამოდის. მისი კონცერტი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზშია დაგეგმილი. ეგვენი კისინმა ერთი წლის ასაკში სმენით სიმღერა დაიწყო, ფორტეპიანოზე დაკვრა კი ორი წლიდან. 10 წლის ასაკში პიანისტმა ორკესტრთან ერთად დაუკრა და მოცარტის მე-20 საფორტეპიანო კონცერტი შეასრულა. უცხოეთში ჩატარებულმა კონცერტებმა მას მსოფლიო აღიარება მოუტანა. გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან პიანისტი ოჯახთან […]

პატრიარქის საგალობლები ქველმოქმედებისთვის აჟღერდება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის საგალობლები ქველმოქმედებისთვის აჟღერდება. 2 აპრილს აუტიზმის საერთაშორისო დღეს თბილისის საკონცერტო დარბაზში ჩატარდება დიდი გალაკონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, ოპერის თეატრის გუნდი, სამების საპატრიარქო გუნდი და აღიარებული ქართველი სოლისტები. პირველად ეს დღე საქართველოში შარშან […]

გიული ჩოხელის კონცერტი ივენთ ჰოლში გაიმართება

ცნობილი ქართველი ჯაზმომღერლის გიული ჩოხელის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო თბილისი ივენთ ჰოლში გაიმართება. 28 მარტს საიუბილეო კონცერტის დასრულების შემდეგ, დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გიული ჩოხელს ვარსკვლავს გაუხსნიან. მომღერლის იუბილესადმი მიძღვნილ საღამოში მონაწილეობას მიიღებენ გულიკო ჭანტურია, მერაბ სეფაშვილი, დათო გომართელი, მაკა ზამბახიძე, ეკა მამალაძე, ნეკა სებისკვერაძე, სოფო ბედია, სოფო გელოვანი, ნუცა ბუზალაძე, ელენე კალანდაძე, […]

თიკა ფაცაცია დუეტს წერს

მომღერალი და ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია ახალ სიმღერაზე მუშაობს. “ბრავო რექორდსში” ის დუეტს რეპერ ძვალთან ერთად წერს. თიკას კარგა ხანია სიმღერა აღარ ჩაუწერია, რადგან აქტიურად მუშაობს ტელევიზიაში და თავისი მუსიკალური კარიერისთვის დრო აღარ რჩება. ამჯერად სამი შვილის დედამ გადაწყვიტა თავის რეპერტუარს ახალი სიმღერა შემატოს და არჩევანი კომპოზიტორ ლილიკო ნემსაძის სიმღერაზე შეაჩერა. ტექსტი ირინა სანიკიძეს და „ძვალს“ […]

ივან დორნი თბილისში კონცერტს გამართავს

უკრაინელი მომღერალი ივან დორნი თბილისში კონცერტს გამართავს. 14 მარტს მომღერალი კლუბ “ტრიუმფში” შეკრებილი მსმენელის წინაშე წარსდგება  საკონცერტო ტურის ”Randorn 2015” ფარგლებში და ამავე სახელწოდების ახალი ალბომის პრეზენტაციას მოაწყობს. ივან დორნი საქართველოში მეორედ ჩამოდის. პირველად ის ბათუმში იმყოფებოდა და შავი ზღვისპირეთში დამსვენებლებისთვის კონცერტი გამართა. ამჯერად მომღერალი საქართველოს დედაქალაქს ესტუმრება. ივან დორნი და მისი სიმღერები ქართველ მსმენელში […]