კატეგორია: მუსიკა

BLACK EYED PEAS-ის დიჯეი თბილისში ჩამოდის

4 აპრილს მსოფლიოში ცნობილი ჯგუფის BLACK EYED PEAS-ის დიჯეი, დიჯეი მოტივი, რომელიც ამ ჯგუფის შემქმნელად არის მიჩნეული, საქართველოში პირველად ჩამოვა და თბილისში კონცერტს გამართავს. ღონისძიების ორგანიზატორი საერთაშორისო საკონცერტო კომპანია “მაქსიმუმია”, რომელმაც ოთხთვიანი მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა და ხელოვანი თბილისში ჩამოსვლაზე დაითანხმა. BLACK EYED PEAS’_ORIGINAL DJ MOTIV8 ჰქვია პროექტს, რომელსაც კლუბი “ეგოისტი” უმასპინძლებს. ღონისძიების დაწყებამდე ყველა სტუმარი ვალდებულია გაიაროს […]

ქუთაისში ბრაზილიური მუსიკის საღამო გაიმართება

3 აპრილს მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ბრაზილიური მუსიკის საღამო გაიმართება. ღონისძიების ინიციატორები არიან ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია და ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო საქართველოში. კარგი ფეხბურთი, რიოს კარნავალი და რაც მთავარია სამბა – მუსიკალური მიმდინარეობა, რომელიც ბრაზილიური კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოდგენს – აი, რასთან ასოცირდება უმეტესობა ჩვენგანისთვის ბრაზილია! ამჯერად კარგი ბრაზილიური მუსიკის […]

ხმა აიმაღლე მუსიკისთვის!

„ხმა აიმაღლე მუსიკისთვის“ – ამ სლოგანით აღინიშნება წელს 26 აპრილს ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მსოფლიო დღე. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“, ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო დღის წლევანდელ თემასთან დაკავშირებით იწყებს კამპანიას, რომლის მიზანია გარკვევით აუხსნას საზოგადოების ყველა ფენას, რომ მეკობრეობა და საავტორო უფლებების დარღვევა დასჯადი ქმედებაა. საქპატენტის თავმჯდომარე ნიკოლოზ გოგილიძე და საავტორო უფლებების ასოციაციის თავმჯდომარე გიგა […]

ქართველებმა გერმანიაში გაიმარჯვეს

ქართველებმა გერმანიაში მიულაკერის საერთაშორისო კონკურსზე გაიმარჯვეს. ინფორმაცია ქართველების წარმატების შესახებ პიანისტმა ვალერიან შიუკაშვილმა გაავრცელა: “ეხლა ვიმყოფებით გერმანიაში საერთაშორისო კონკურსზე, სადაც საქართველოდან 3 ახალგაზრდა იღებს მონაწილეობას. მინდა აღვნიშნო რომ სამივემ ძალიან კარგ რეზულტატს მიაღწია: 7 წლის ქეთევან აბაშიძემ მეორე პრემია მიიღო საესტრადო სიმღერის კატეგორიაში, ბათუმელმა პიანისტმა 13 წლის თამაზ მჟავანაძემ პირველი პრემია დაიმსახურა და სოლო კონცერტი […]

თათია შარანგია საქველმოქმედო კონცერტს გამართავს

პიანისტი თათია შარანგია თბილისში საქველმოქმედო კონცერტს გამართავს. ღონისძიება რუსთაველის თეატრის დიდ დარბაზში გაიმართება. საქველმოქმედო კონცერტის ორგანიზატორი ახალდაფუძნებული ორგანიზაცია “ნათელი საქართველოა”. საკონცერტო პროგრამა ორი ნაწილისგან იქნება შედგენილი. პირველ ნაწილში შესრულდება ბეთჰოვენის 32-ე ვარიაცია და 21-ე სონატა, მეორე ნაწილში შოპენის “სკეცო N2”, “ფანტაზია ექსპრომტი”, “რევოლუციურ ეტიუდი”, “ანდანტეს პიანატო” და “დიდი პოლონეზი”. საქველმოქმედო კონცერტიდან შემოსული თანხა მთლიანად გადაერიცხება […]

შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალის მონაწილეები ცნობილია

წელს შავი ზღვის ჯაზფესტივალი ბათუმში უკვე მეცხრედ გაიმართება. მისმა ორგანიზატორებმა ფესტივალის მონაწილეები ოფიციალურად დაასახელეს. ჯაზ-ფესტივალი ბათუმში წელს 23-26 ივლისს ჩატარდება, რომელშიც ტრადიციულად მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიო ვარსკვლავები. აჭარაში ჩამოვლენ George Clinton Parliament Funkadelic, Liv Warfield feauturing the NGP Hornz, Lisa Stansfield, Snoop Dogg. კონცერტები 4 დღის განმავლობაში ყოველ საღამოს, ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე ჩატარდება. ბათუმელებსა და ბათუმის […]

სოფო გელოვანი ,,აფხაზეთის” სოლისტია

მომღერალი სოფო გელოვანი სახელმწიფო ანსამბლის “აფხაზეთი” სოლისტი გახდა. გრიბოედოვის თეატრის დიდ დარბაზში გაიმართა სპეციალური საღამო, რომელიც აფხაზეთის ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას ეძღვნებოდა. კონცერტში მონაწილეობდნენ ქართული ესტრადის ცნობილი წარმომადგენლები. მათ შორის იყვნენ სახლმწიფო ანსამბლი “აფხაზეთი” და მისი ახალი სოლისტი მომღერალი სოფო გელოვანი. მათმა ერთობლივმა დებიუტმა წარმატებით ჩაიარა და მაყურებელში დიდი მოწონება დაიმსახურა. სოფო გელოვანი სოლომომღერალია და […]

ჯაბა ბოჯგუას დასახმარებლად მარათონი გაიმართება

მომღერალ ჯაბა ბოჯგუას დასახმარებლად ტელემარათონი ”თანადგომის ზარი ჯაბა ბოჯგუას დასახმარებლად” გაიმართება. მომღერალი, რომელიც უკვე 7 წელია კომაშია, სისტემატურ დახმარებას საჭიროებს. “საქველმოქმედო ტელემარათონში მონაწილეობას მიიღებენ ქავშვთა და მოზარდთა ქართული ხალხური და ქორეოგრაფიულ-სამეჯლისო და მუსიკალური სტუდიები, ასევე ქართული ესტრადის ნამდვილი კორიფენი, ნამდვილი ვარსკვლავები და კულტურის და ხელოვნების უდიდესი მეტრები. ჩვენ ყველა ერთად შევეცდებით ჯაბა ბოჯგუას პრობლემის ცნობადობის […]

ნინა სუბლატი ფავორიტია

“ევროვიზია 2015″-ში მონაწილე საქართველოს კონკურსანტი ნინა სუბლატი ფავორიტია. ქართველი კონკურსანტის კლიპმა საკონკურსო სიმღერაზე ”Warrior” “ევროვიზიის” ოფიციალურ იუთუბის არხზე, 2 კვირაში ნახევარ მილიონამდე ნახვა და უამრავი კომენტარი დააგროვა. როგორც მოსალოდნელი იყო, კომენტარების ძირითადი ნაწილი უცხოელებს ეკუთვნით და ისინი ქართველ კონკურსანტს შოუს ფავორიტად ასახელებენ. “ევროვიზია 2015”-ში 40 ქვეყანა მონაწილეობს. ნინა სუბლატი 19 მაისს ბოლო მე-16-ე ნომრად წარსდგება […]

თბილისში სალონური საღამოები ბრუნდება

5 აპრილს რუსთაველის აკადემიური თეატრის მცირე დარბაზის სცენაზე მსოფლიოში აღიარებული მეცო-სოპრანოს ანიტა რაჭველიშვილის და ნიუ-იორკში მოღვაწე ქართველი პიანისტის დავით ალადაშვილის ერთობლივი კონცერტი გაიმართება. ისინი საზოგადოებისთვის ცნობილ და საყვარელ ნაწარმოებებს შეასრულებენ. საღამოს გახსნის სამების საპატრიარქო გუნდი სვიმონ ჯანგულაშვილის ხელმძღვანელობით. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ახალგაზრდა საოპერო მომღერლები მარიამ როინიშვილი და ნატალია ქუთათელაძე. პროექტის მიზანია აღადგინოს სალონური საღამოები, ეს […]