კატეგორია: მუსიკა

,,კინომუსიკის შედევრები’’ ბრუნდება

“მსოფლიო კინომუსიკის შედევრები” ბრუნდება. 23 და 24 აპრილს დიდ საკონცერტო დარბაზში ბოლოჯერ გაიმართება უნიკალური პროექტი, რომელიც მსოფლიო კომპოზიტორთა გენიალურ ნაწარმოებებს აერთიანებს. პროექტის იდეის ავტორი ნიკოლოზ რაჭველია, სცენარი კი თეონა ჯორბენაძეს ეკუთვნის. საღამოზე ჩარლი ჩაპლინის, მარჩელო მასტროიანის, სოფი ლორენის, ანუკ ემეს, ფედერიკო ფელინის ფილმებთან ერთად, წარმოდგენილი იქნება გია ყანჩელის, ნინო როტას, მიშელ ლეგრანის, ენიო მორიკონეს, ჯონ […]

ჯანსუღ კახიძის იუბილეზე ნოვაციური ფესტივალი ჩატარდება

მოგისმენიათ ჯანსუღ კახიძის "მრავალჟამიერი" ორღანის თანხლებით?

ქართველი დირიჟორის ჯანსუღ კახიძის 80 წლის იუბილე გამორჩეულად აღინიშნება. სპეციალურად ამ თარიღისთვის თბილისში ნოვაციური ფესტივალი ჩატარდება. როგორც ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვახტანგ კახიძემ განაცხადა, 12-19 მაისს ჩატარდება ნოვაციური ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ჯაზის მსოფლიო ვარსკვლავები, თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. “ფესტივალის პროგრამა მრავალფეროვანია და აკმაყოფილებს ყველა თაობისა და გემოვნების მსმენელს. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ლეგენდარული, […]

ჯაზის მოყვარულებისთვის მასტერკლასები ჩატარდება

21 და 22 აპრილს ჯაზის მოყვარულებისთვის ქართველი დრამერი გიორგი მელიქიშვილი ორ მასტერკლასს ჩაატარებს: “მუსიკოსებო (კონსერვატორიის სტუდენტებო), ორი დღის განმავლობაში ვატარებ მასტერკლასებს კონსერვატორიის ჯაზ დეპარტამენტში. მასტერკლასის თემები დაფუძნებულია ჩემს Berklee College Of Music –ში მიღებულ ცოდნაზე და შემდგომ New York-ის სცენაზე 15 წლიან გამოცდილებაზე როგორც უამრავი ჯგუფის ”sideman”-ი და ჩემი პროექტების ლიდერი. 21 აპრილს გამართულ მასტერკლასი […]

,,ხმა აიმაღლე მუსიკისთვის’’ – გამარჯვებული გამოვლენილია

26 აპრილს მსოფლიო ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღეს უერთდება საქართველოც. საქპატენტმა და საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციამ ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი მუსიკალური ნაწარმოების „ხმა აიმაღლე მუსიკისთვის“ შესარჩევი კონკურსი გამოაცხადეს. სპეციალურად შექმნილი საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, გამარჯვებულად გამოცხადდა მამუკა (პეკე) ბეგაშვილის ნაწარმოები. კონკურსში გამარჯვებულისთვის საქპატენტისა და საავტორო უფლებების ასოციაციის მიერ, ერთობლივად დაწესებულია ჯილდო […]

უხუცეს ლოტბარს კონცერტს მიუძღვნიან

92 წლის უხუცეს ლოტბარს ანდრო სიმაშვილს თელავის თეატრში კონცერტს მიუძღვნიან. საღამო 20 აპრილს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივით გაიმართება. ცნობილი მომღერალი და ლოტბარი სიმაშვილების მომღერალი გვარის თვალსაჩინო წარმომადგენელი, მრავალი სახელმწიფო ჯილდოსა და პრემიის ლაურეატია. ის სოფელ ართანას მკვიდრია. თავდაპირველად ყვარლის რაიონის ანსამბლში მღეროდა, შემდეგ მარიამ არჯევნიშვილთან, სტუდენტობის დროს კი ფირუზ მახათელაშვილის გუნდში. მოგვიანებით ანსამბლ “ართანის” […]

ლიანა ისაკაძე ქველმოქმედებისთვის დაუკრავს

მსოფლიოში ცნობილი ქართველი მევიოლინე ლიანა ისაკაძე ნიუ იორკში საქველმოქმედო კონცერტს გამართავს. კარნეგი ჰოლში დაგეგმილ საღამოზე ლიანა ისაკაძესთან ერთად დაუკრავს მსოფლიო კამერული ანსამბლი “ვირტუოზი”. საქველმოქმედო საღამოს ქართველ მევიოლინეს შეთანხმებული აქვს მის უწმინდესობასთან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან ილია მეორესთან. 6 ივნისს გამართული კონცერტიდან ლიანა ისაკაძე მთელ შემოსავალს გადასცემს ნიუ-იორკის წმინდა ნინოს სახელობის ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას! ინფორმაციას ნიუ […]

დათო ევგენიძე იუბილეს რუსთაველის თეატრში აღნიშნავს

კომპოზიტორი დათო ევგენიძე საიუბილეო კონცერტს რუსთაველის თეატრში გამართავს. „რა ვუყოთ, რომ ანგელოზი შეგვიყვარდა“ – ასე ეწოდება საღამოს, რომელიც 21 აპრილს გაიმართება. კონცერტი-პერფორმანსი ასახავს ახალი საუკუნის მოსვლას. მასში გამოყენებული იქნება თითქმის ყველა ჟანრი, დაწყებული უძველესი საგალობლებით, კლასიკური ჰარმონიებით, ჯაზის რიტმული ჟღერადობითა და ელექტრონული მუსიკით დამთავრებული ახალტექნოლოგიური ინოვაციური მიდგომებით, რაც ხაზს უსვამს არჩევანის თავისუფლებას მუსიკაში. ლუციფერულ სამყაროში […]

ნინა სუბლატი ევროვიზიის წვეულებაზე მიიწვიეს

ქართველი მომღერალი ნინა სუბლატი, რომელიც წელს ევროვიზია 2015-ზე საქართველოს წარადგენს, ევროვიზიის ოფიციალურ წვეულებაში მიიღებს მონაწილეობას. ევროფესტივალისადმი მიძღვნილი რიგით მეშვიდე “პრომო-ივენთი” 18 აპრილს ამსტერდამში გაიმართება. ღონისძიება ორი ნაწილისაგან შედგება, დღის პროგრამა – ჟურნალისტებთან შეხვედრა და საღამოს პროგრამა – ევროფესტივალისადმი მიძღვნილი კონცერტი. 2015 წლის ევროფესტივალის მონაწილეებიდან წვეულებას 24 ქვეყნის კონკურსანტი დაესწრება. ნინა სუბლატი ფართო აუდიტორიის წინაშე საკონკურსო […]

კონსერვატორიის სტუდენტები სამუსიკისმცოდნეო კონფერენციას ჩაატარებენ

ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტური თვითმმართველობა 21-დან 25 აპრილამდე მეექვსედ გამართავს საერთაშორისო სამუსიკისმცოდნეო სტუდენტურ კონფერენცია-კონკურსს. კონფერენცია-კონკურსი წარმოადგენს მსოფლიო მასშტაბით საკმაოდ იშვიათი ფორმატის მქონე ღონისძიებას, რომელი ხელს უწყობს ახალგაზრდა პროფესიონალთა კვლევების წახალისებას; ქართველ და უცხოელ სტუდენტებს შორის ერთობლივი პროექტების ხელშეწყობას; სტუდენტებსა და ავტორიტეტულ მეცნიერებს შორის გამოცდილების გაზიარებას; უახლესი მუსიკოლოგიური ტენდენციების გაცნობას; ადგილობრივი კვლევების შედეგების […]

მაია დარსმელიძე დააჯილდოვეს

მომღერალი და მუსიკოსი მაია დარსმელიძე დააჯილდოვეს. ივენთ ჰოლში გაიმართა კავკასიური მუსიკის დაჯილდოვება “ფენიქს”-ის საზეიმო ცერემონიალი, სადაც 6 ნომინაციაში გამარჯვებულ 6 კავკასიურ ჯგუფს გადაეცა ჯილდო. მათთან ერთად დაჯილდოვდნენ წინა წლებში გამარჯვებულებიც, მათ შორის მაია დარსმელიძეც. ჩატარდა ლაივ კონცერტი კავკასიელი წამყვანი ჯგუფების მონაწილეობით. სპეციალურად კავკასიური მუსიკის დაჯილდოვება “ფენიქს”-ისთვის დამზადდა ჯილდო – ბრინჯაო მწვანე მარმარილოზე და მისი ავტორია […]