
ოპერის მომღერალმა გოჩა აბულაძემ ვაჟა ფშაველას “არწივი” აამღერა. ბარიტონმა შემოქმედის ერთ-ერთი ცნობილი ლექსი ფანდურის თანხლებით სიმღერად აქცია და საქართველოს გმირის გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას მიუძღვნა. გოჩას ნამღერმა ათასობით მსმენელის დიდი მოწონებაც დაიმსახურა.