
კომპოზიტორი, მომღერალი და პოეტი ოთარ რამიშვილი თავისი ორიგინალური შემოქმედებით ქართველებისთვის მუდამ იცოცხლებს. “ანაცუა ბანაცუა” – ასე ჰქვია სიმღერას, რომელიც ნამდვილად კარგ ხასიათზე დაგაყენებთ.
მომღერალმა დედა-შვილმა თამრიკო ჭოხონელიძემ და მარიამ როინიშვილმა მსმენელს ულამაზესი სიმღერა აჩუქა. “იავნანა ფეხმძიმეთათვის” – ასე ჰქვია სიმღერას, რომელიც ნამდვილ სასწაულთან არის დაკავშირებული დათო არჩვაძე, მომღერალი და კომპოზიტორი: “პრემიერა – იავნანა ფეხმძიმეთათვის მარიამ როინიშვილის და თამრიკო ჭოხონელიძის შესრულებით დეკანოზ თავმას ჩოხელის ლექსზე. მუსიკის ავტორი: ჩემი ვაჟკაცი ნიკოლოზ არჩვაძე. ძვირფასო დედებო, მოეფერეთ თქვენს პატარა ანგელოზებს მუცლად ყოფნის […]
არაერთი ცნობილი სიმღერის ავიტორისა და მომღერლის ინოლა გურგულიას შემოქმედება გასცდა საქართველოს ფარგლებს და მას უცხოეთში დიდი ინტერესით ასრულებენ. მისი ანდერძი – იმღერეთ ჩემი სიმღერები, რომ ცოცხალი ვიყო – პირნათლად სრულდება. ნიუ იორკის სცენაზე ინოლა გურგულიას ერთ-ერთი სიმღერა “შენთან” სოფიომ ააჟღერა.
მომღერალ ნატო მეტონიძეს ათასობით ერთგული მსმენელი ჰყავს. მისი შესრულების მანერას მელომანები სრულიად უნიკალურს უწოდებენ და რთულია ამაში არ დაეთანხმო. ნატოს რეპერტუარიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია კომპოზიტორ დავით თორაძის სიმღერა რეჟისორ სიკო დოლიძის ფილმისთვის “კაცია ადამიანი?!”, რომელსაც მომღერალი მაესტრო ნიკოლოზ რაჭველთან ერთად სრულიად ახლებური ინტერპრეტაციით ასრულებს.
მომღერალმა დათო კენჭიაშვილმა გადაწყვიტა თავის ათასობით მსმენელს “ექსპერიმენტი” შესთავაზოს, რაშიც ვაჟა ფშაველას ლექსი დაიხმარა: “რადგან მე მოვევლინე ამ ქვეყანას, დღეს არ მინდა არცერთი წამი გამოვიყენო ფუჭად და ვეცადო, მუდამ ვიზრუნო ყველა თქვენთაგანის შინაგან განწყობაზე ვისაც, რა თქმა უნდა, მოსწონს ის, რასაც მე ვაკეთებ. მინდა შემოგთავაზოთ “ექსპერიმენტი”, რომელიც ჩემს შემოქმედებაში ითამაშებს გარდამტეხ როლს!”
ექიმ ლევან რატიანს კიდევ ერთი სიმღერა მიუძღვნეს. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელისთვის და მისი მედპერსონალისთვის კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა პაციენტებმა ანა ბაჯიაშვილმა და ლია ხურწარიამ იმღერეს. სიმღერა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებსაც მიეძღვნათ და მათ ჯანმრთელობა და სულიერი სიმტკიცე უსურვეს.
თსუ “გორდელას” გოგონები გურიიდან, ქართლიდან, კახეთიდან და თბილისიდან შინ ყოფნის პერიოდში კვლავ გაერთიანდნენ და ცნობილი მესხური სიმღერა “ელია გოგო” აკორდეონისტ გიორგი კიკნაძესთან ერთად შეასრულეს. მუსიკოსმა შეძლო “გორდელას” გოგონების კონსტანტინოპოლიდან გაერთიანება და ყველასთვის საყვარელი სიმღერა ერთობლივად შეასრულეს.