
როგორც ბრიტანული გამოცემა “დეილი მეილი” იუწყება, უკვე ოფიციალურად დადასტურებულია, რომ მსოფლიოში ცნობილი მხატვარი ვან გოგი მოკლეს. ასე რომ, ვან გოგის ბიოგრაფების სტივენ ნაიფეჰისა და გრიგორ უიათ სმითის ვერსია, რომელიც გულისხმობს, რომ მხატვარს თავი არ მოუკლავს, კიდევ ერთხელ დადასტურდა. ცეცხლსასროლი იარაღიდან მიღებული ჭრილობების მსოფლიოში ცნობილმა ექსპერტმა ვინსენტ დე მაიომ მხატვრის სიკვდილის შესახებ საკუთარი კვლევის დასკვნა წარმოადგინა. […]