Category: მოზაიკა

ოზი ოსბორნი იუბილარია

მუსიკოსი და კომპოზიტორი ოზი ოსბორნი იუბილარია. მას 3 დეკემბერს 66 წელი შეუსრულდა. ჯონ მაიკლ „ოზი“ ოსბორნი ინგლისელი როკ-მუსიკოსი, სიმღერების ავტორი და სატელევიზიო ცნობადი პიროვნებაა. მან პოპულარობა 70-იან წლებში მოიპოვა ვოკალისტის სახით ბლექ საბათში, რომლის ბნელი და მძიმე ჟღერადობა ითვლება მძიმე მეტალის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილად. ოსბორნმა ჯგუფი 1979 წელს დატოვა და ჰქონდა წარმატებული სოლო კარიერა, 11 […]

ლარს ფონ ტრიერი სამკურნალოა

სკანდალური დანიელი რეჟისორი ლარს ფონ ტრიერი სამკურნალოა. ამის შესახებ განცხადება რეჟისორმა თავად გააკეთა. ლარს ფონ ტრიერი არ მალავს, რომ ნარკოტიკებზე და ალკოჰოლზეა დამოკიდებული და მისგან განკურნება სურს, თუმცა მას ისიც აწუხებს, რომ ამ ორი მავნე ჩვევის მოშორების შემდეგ, მოკვდება, როგორც შემოქმედი და მისი კარიერაც დასრულდება. მან ისიც აღიარა, რომ მისი ფილმების უმეტესობა სწორედ ნარკოტიკების და […]

მაიკლ დუგლასის მამა მოკლეს

ჰოლივუდის მსახიობის მაიკლ დუგლასის მამა, ასევე მსახიობი კერკ დუგლასი მოკლეს. ინფორმაცია 97 წლის მსახიობის გარდაცვალების შესახებ უცხოურმა ჟურნალმა “ფიფლმა” გაავრცელა. როგორც აღმოჩნდა, კერკ დუგლასი ცოცხალია და ნეკროლოგი მისი გარდაცვალების შესახებ ტყუილია. მოგვიანებით გაირკვა, რომ ჟურნალში დაბეჭდილი ნეკროლოგი გამოქვეყნებული იყო გრიფით “არ დაბეჭდოთ.” ჟურნალ “ფიფლისთვის” ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ცოცხალ ადამიანზე დაწერეს, გარდაიცვალაო. 1982 […]

ჯანი ვერსაჩე 68 წლის გახდებოდა

ცნობილი იტალიელი დიზაინერი ჯანი ვერსაჩე 2 დეკემბერს 68 წლის გახდებოდა. ის 51 წლის ასაკში თავის სახლთან მაიამი ბიჩზე ჰომოსექსუალური ორიენტაციის სერიულმა მკვლელმა ყოველგვარი მიზეზის გარეშე ჩაცხრილა. რამდენიმე დღის შემდეგ კი პოლიციელებით გარშემორტყმულმა თვითონაც თავი მოიკლა. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მკვლელს ვერსაჩეს საცვლები ეცვა. დიზაინერი არასდროს მალავდა თავის ჰომოსექსუალურ ორიენტაციას და 11 წელი ცხოვრობდა თავის პარტნიორთან […]

ნელი ფურტადო იუბილარია

პორტუგალიური წარმოშობის კანადელი მომღერალი, კომპოზიტორი, ჩანაწერების პროდიუსერი და ინსტრუმენტალისტი ნელი ფურტადო 2 დეკემბერს იუბილარია. მას 36 წელი შეუსრულდა. ფურტადო ფართო მასებისთვის ცნობილი 2000 წელს გამოშვებული სადებიუტო ალბომით და გრემის მფლობელი სიმღერით გახდა. შვილის გაჩენის და კომერციულად ნაკლებად წარმატებული ალბომის გამოშვების შემდეგ, ის სალიდერო პოზიციებს 2006 წელს ახალი ალბომის გამოშვებით დაუბრუნდა, რასაც თან სდევდა ჰიტი სინგლები. […]

ბრიტნი სპირსი 33 წლის გახდა

ამერიკელი მომღერალი ბრიტნი სპირსი 2 დეკემბერს 33 წლის გახდა. პოპ-მუსიკის, დენს პოპისა და ელექტრო პოპის შემსრულებელი კარიერის განმავლობაში არაერთი სკანდალის თუ გახმაურებული ამბის მონაწილე გახდა. 1992 წლიდან დღემდე მისი სახელი ყოველთვის ხმაურით იპყრობს მსმენელის გულებს. ბრიტნი ჯინ სპირსმა სიმღერით გამოსვლები დაიწყო ბავშვობიდან, რასაც ასევე ახლდა სასცენო და სატელევიზიო დადგმებში მონაწილეობა. სადებიუტო ალბომი გამოსცა 18 წლის […]

დღეს მარია კალასის დაბადების დღეა

2 დეკემბერი მსოფლოში ცნობილი საოპერო მომღერლის მარია კალასის დაბადების დღეა. მას წელს 91 წელი შეუსრულდებოდა. მარია კალასი ნიუ იორკში ბერძენ ემიგრანტთა ოჯახში დაიბადა. მომღერლის დედამ ევანგელიამ გადაწყვეტილება მიიღო ათენში ქალიშვილის მუსიკალური განათლების გასაგრძელებლად დაბრუნებულიყო. 14 წლის ასაკში მარიამ სწავლა დაიწყო ათენის კონსერვატორიაში ყოფილი ესპანელი მომღერლის ელვირა დე იდალგოს ხელმძღვანელობით. მარია კალასის დებიუტი გერმანელების მიერ ოკუპირებულ […]

ჯასთინ ტიმბერლეიკს უჩივლეს

მომღერალ ჯასთინ ტიმბერლეიკს უჩივლეს. მას იმ სასტუმროს ერთ-ერთმა სტუმარმა უჩივლა, რომელიც თავის ნომერში ისვენებდა, როდესაც სასტუმროში მომღერალი თავის მეუღლესთან ერთად შევიდა და ფოიეში დადგმულ როიალზე ყველასთვის მოულოდნელად დაკვრა დაიწყო. მომღერლის ამ დაუფიქრებელ ნაბიჯს სასტუმროში ვნებათაღელვა მოყვა. კლიენტმა განაცხადა, რომ დაკვრისგან თავი ასტკივდა და ადმინისტრაციას საჩივრით მიმართა პიანისტი გაეჩერებინათ, ამიტომაც მომღერალი იძულებული გახდა დაკვრა შეეწყვიტა. იცოდა […]

სტელა მაკარტნიმ საშობაო ჩვენება მოაწყო

დიზაინერმა სტელა მაკარტნიმ შობის მოახლოებასთან ერთად სადღესასწაულო განწყობა შეიქმნა და ლონდონში ახალი კოლექცია წარმოადგინა. სერ პოლ მაკარტნის შვილმა და ელიტური საზოგადოების ერთ-ერთმა საყვარელმა დიზაინერმა თავისი კლიენტი ვარსკვლავები შეკრიბა და მათ ახალი კოტიუმები უჩვენა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სტელა მაკარტნის ბუტიკში, რომელიც ბრაიტონ სტრიტზე მდებარეობს, მომღერლები, მოდის კრიტიკოსები, მსახიობები, ტელეწამყვანები და მოდელები შეიკრიბნენ და ჭიქა შამპანურთან ერთად, […]

სოფი ლორენის კაბა მილიონად გაიყიდა

მსოფლიოში ულამაზესი ქალბატონის სოფი ლორენის კაბა მილიონად გაიყიდა. ექსკლუზიურ საქველმოქმედო აუქციონზე, რომელშიც სხვა ცნობილი ადამიანების პირადი ნივთებიც იყო გასაყიდად გამოტანილი, თანხა ფონდისთვის “ფედერაცია” შეგროვდა. აუქციონს ესწრებოდნენ მსოფლიოში ცნობილი ხელოვანები, მათ შორის იმყოფებოდა მსახიობი ჟაკლინ ბისეტი, მომღერალი ლუ ბეგა, კალათბურთელი დენის როდმანი, ეგვიპტელი მსახიობი ომარ შარიფი და სოფი ლორენის შვილი კარლო პონტი. აუქციონზე გაიყიდა კევინ კოსტნერის […]