კატეგორია: მოზაიკა

ერთადერთი და განუმეორებელი ბარბრა სტრეიზანდი

ერთადერთი და განუმეორებელი ბარბრა სტრეიზანდი

– „ცხოვრება ძალიან მოკლეა, ამიტომ ის დესერტით უნდა დაიწყოთ!“ – ამბობს ამერიკელი მომღერალი და მსახიობი ბარბრა სტრეიზანდი. 2 ოსკარი, 4 ოქროს გლობუსი, 4 ემი და 11 გრემი და უამრავი თაყვანისმცემელი – ეს ხელოვანის აქტიური მუშაობის არც თუ ისე ცუდი შედეგია. ბარბრა ალბათ მსოფლიო ვარსკვლავებს შორის ერთადერთია, რომელმაც უარი თქვა ცხვირის პლასტიკურ ოპერაციასა თუ ხელოვნური კბილების […]

კარგი ამბავი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრიდან

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი იწვის

მთელი მსოფლიოს ყურადღება პარიზის ღვთისმშობლის ტაძრისკენ არის მიპყრობილი. გაჩენილმა ხანძარმა უნიკალური შენობა გაანადგურა. საზოგადოება არანაკლებად არის დაინტერესებული ემუქრება თუ არა საფრთხე ტაძარში დაცულ უძველეს და იშვიათ რელიქვიებს. ჟურნალისტი ბონდო მძინარიშვილი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის საგანძურთან დაკავშირებით სასიამოვნო ინფორმაციას ავრცელებს: “კარგი ამბავი! პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის საგანძური გადარჩა! ტაძარს წყალს იმიტომ არ ასხამდნენ, რომ შენობიდან რელიქვიები გაჰქონდათ. მართალია, […]

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი იწვის

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი იწვის

საფრანგეთში პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი იწვის. ხანძარი ძლიერია და მას რამდენიმე სახანძრო მანქანა აქრობს. ”ფრანს პრესის” ინფორმაციით, ადგილზე მისული მეხანძრეები აცხადებენ, რომ ცეცხლის გაჩენა ”პოტენციურად არის დაკავშირებული” სარესტავრაციო სამუშაოებთან. საფრანგეთის ტელევიზიები მიმდებარე ტერიტორიიდან პირდაპირი ეთერის საშუალებით ამცნობენ საზოგადოებს არსებულ ვითარებას. პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ასევე ცნობილია როგორც ნოტრ-დამი. XII-XIV  საუკუნეებში აგებული გოთიკური საკათედრო ტაძარი პარიზის ილ-დე-ლა-სიტეს აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს […]

მარკესის “მარტოობის 100 წელი” ფილმად გადაიქცევა

მარკესის "მარტოობის 100 წელი" ფილმად გადაიქცევა

გაბრიელ გარსია მარკესის ცნობილი რომანი “მარტოობის 100 წელი” ფილმად გადაიქცევა. მწერლის შვილების გადაწყვეტილებით, რომანის მიხედვით სერიალს Netflix ესპანურ ენაზე გადაიღებს, რაც მარკესის მთავარი მოთხოვნა იყო. მრავალწლიანი მოლაპარაკების მიუხედავად, გაბრიელ გარსია მარკესი ვერც ერთმა რეჟისორმა თუ კინოკომპანიამ 1967 წელს გამოცემული რომანის გადაღებებზე ვერ დაითანხმა. “მარტოობის ასი წელი” მწერლის ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია და იგი 46 ენაზეა თარგმნილი.

მარკ ტვენის განადგურებული ბიბლიოთეკა

მარკ ტვენის განადგურებული ბიბლიოთეკა

მწერალ მარკ ტვენის ბიბლიოთეკა განადგურებულია. ქალაქ დეტროიდში 1996 წელს მწერლის სახელობის ბიბლიოთეკა სარესტავრაციო სამუშაოების გამო დაიხურა და მას შემდეგ აღარც გახსნილა. მარკ ტვენის სახელობის ბიბლიოთეკაში წიგნები ძირს უწესრიგოდ ყრია და ეს სანახაობა წიგნების მოყვარულთათვის ნამდვილად გულსაკლავია.

მეგრულად ამღერებული პლასიდო დომინგო

მეგრულად ამღერებული პლასიდო დომინგო

ალბათ ბევრმა არ ისიც, რომ მსოფლიოში აღიარებული ოპერის მომღერალი პლასიდო დომინგო მეგრულად ამღერდა. ესპანელი ტენორის და დირიჟორის რეპერტუარში მსოფლიო კომპოზიტორების საოპერო არიებთან ერთად მეგრული სიმღერაც გაჩნდა. მეგრულ ნანად წოდებული სიმღერა “ვა გიორქო მა” პლასიდო დომინგომ ბათუმში ვიზიტისას ქართველი ოეპრის მომღერლებთან ერთად შეასრულა და მსმენელის დიდი მოწონება და მქუხარე აპლოდისმენტებიც დაიმსახურა.

კარლ ლაგერფილდი გარდაიცვალა

კარლ ლაგერფილდი გარდაიცვალა

მსოფლიო მოდის მეფე – დიზაინერი კარლ ლაგერფილდი 85 წლის ასაკში პარიზში გარდაიცვალა. 70-წლიანი კარიერის განმავლობაში დიზაინერის მოღვაწეობა არაერთხელ მოექცა მსოფლიო ყურადღების ცენტრში. იგი იმითაც იყო გამორჩეული, რომ ერთდროულად ქმნიდა კოლექციებს შანელისა და ფენდისთვის. კარლ ლაგერფილდის გარდაცვალების შემდეგ, მის საქმიანობას შანელის სტუდიის დირექტორი ვირჯინია ვიარდი გაუძღვება, რომელსაც დიზაინერთან 30-წლიანი საქმიანი თანამშრომლობა აკავშირებს.

ოზი ოსბორნი კლინიკაში გადაიყვანეს

ოზი ოსბორნი კლინიკაში გადაიყვანეს

ინგლისელი როკ-მუსიკოსი ოზი ოსბორნი კლინიკაში გადაიყვანეს. ამის მიზეზი მომღერლისთვის გრიპის გართულება გახდა. ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ხელოვანმა ევროპაში დაგეგმილი კონცერტები გააუქმა. მისი მეუღლის, შერონ ოსბორნის ინფორმაციით, 70 წლის მომღერალს ექიმებმა რესპირატორული ინფექცია აღმოუჩინეს. პნევმონიის თავიდან აცილების მიზნით კი იგი საავადმყოფოში დააწვინეს: – ექიმებმა ოზის ჰოსპიტალიზების გადაწყვეტილება მიიღეს, რადგან მისი სწრაფად გამოჯანმრთელებისთვის ასე უკეთესია. მადლობა ყველას გამხნევებისა […]

სალვადორ დალი საკუთარ მუზეუმში პირადად გიმასპინძლებთ

სალვადორ დალი საკუთარ მუზეუმში პირადად გიმასპინძლებთ

ლეგენდარული მხატვარი სალვადორ დალი ფლორიდაში, სენტ-პიტერსბერგში მდებარე მუზეუმში დამთვალიერებლებს თავად უმასპინძლებს. 2019 წლის აპრილში მხატვრის გარდაცვალებიდან 30 წელი სრულდება. ამ თარიღთან დაკავშირებით, მუზეუმი დამთვალიერებლებს სალვადორ დალის ციფრულ ორეულს წარუდგენს. მხატვრის “გაცოცხლება” იდეის ავტორებმა დალის ინტერვიუების, ფოტოების და ვიდეოების დახმარებით შეძლეს.

მიშელ ლეგრანი გარდაიცვალა

მიშელ ლეგრანი გარდაიცვალა

ლეგენდარული კომპოზიტორი მიშელ ლეგრანი 86 წლის ასაკში პარიზში გარდაიცვალა. ინფორმაცია “ფრანს პრესმა” ხელოვანის პრეს-ატაშეზე დაყრდნობით გაავრცელა. ოსკარის სამგზის ლაურეატი კომპოზიტორი საქართველოშიც იმყოფებოდა. პირველად იგი 1995 წელს ჩამოვიდა ჩვენს ქვეყანაში ჯანსუღ კახიძის მოწვევით და თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად კონცერტები გამართა. 8 წლის წინ კი ბათუმს ესტუმრა და კონცერტი თამარ გვერდწითელთან ერთად ჩაატარა. მიშელ ლეგრანი მუსიკას ძირითადა […]