კატეგორია: მოზაიკა

ნიკოლოზ ცისკარიძე დიდი თეატრის დირექტორად

ნიკოლოზ ცისკარიძე დიდი თეატრის დირექტორად

ბალერონი ნიკოლოზ ცისკარიძე ამჟამად ვაგანოვის სახელობის რუსული ბალეტის აკადემიის რექტორია. ლუდმილა ნიკონოვამ გაავრცელა პეტიცია, სადაც მოუწოდებს საზოგადოებას ნიკოლოზ ცისკარიძის დიდი თეატრის დირექტორად დანიშვნას ხელი მოაწეროს. როგორც პეტიციაშია აღნიშნული, რუსული ბალეტის განახლების დრო დადგა. ნიკოლოზ ცისკარიძეს კი ეს ყველაზე კარგად შეუძლია, რადგან მისნაირი ერთგული, პატიოსანი, შრომისმოყვარე და ბალეტზე უზომოდ შეყვარებული სხვა ადამიანი არ არსებობს.

ოლეგ ბასილაშვილის მხადაჭერა საქართველოს

ოლეგ ბასილაშვილის მხადაჭერა საქართველოს

ქართული წარმოშობის რუსი მსახიობის ოლეგ ბასილაშვილის მხარდაჭერა საქართველოსთან დაკავშირებით ტელეკომპანია “360”-მა გააჟღერა: “ჩვენ – რუსები და ქართველები ყოველთვის ვმეგობრობდით. ქართული ოჯახის უმთავრესი წესია – მიიღოს ნებისმიერი სტუმარი როგორც ყველაზე ძვირფასი ადამიანი. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან, სადაც რუსებს სიყვარულით ეპყრობიან. ეს ზუსტად ვიცი. ამიტომაც რუსებისა და ქართველების მეგობრობა ყოველთვის მყარია.”

ალექსანდრე ნევზოროვის მხარდაჭერა საქართველოს

ცნობილი რუსი ჟურნალისტი ალექსანდრე ნევზოროვი საქართველოს და ქართველებს მხარდაჭერას უცხადებს. მან ინტერნეტში სპეციალური ვიდეორგოლი გაავრცელა, სადაც აჭარული “განდაგანას” ფონზე შავ მაისურზე თეთრი საღებავით “GEORGIA!!!” დააწერა. ჟურნალისტმა მაისურიც ჩაიცვა და ამით საქართველოს და ქართველებს სოლიდარობა გამოუცხადა.

ვიქტორ შენდეროვიჩის სოლიდარობა ქართველებს

ვიქტორ შენდეროვიჩის სოლიდარობა ქართველებს

რუსი მწერლის ვიქტორ შენდეროვიჩის სოლიდარობა ქართველების მიმართ იმაში გამოიხატება, რომ ის არ აპირებს დაემორჩილოს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მოთხოვნას საქართველოში ვიზიტების გაუქმებასთან დაკავშირებით. პირიქით, მწერალს გადაწყვეტილი აქვს სწორედ პუტინის ჯინაზე ჩამოვიდეს საქართველოში და ქართველებს სიყვარულში გამოუტყდეს. ინფორმაცია ამის შესახებ მწერალმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. მის მოსაზრებას ათასობით მოწონება და ასობით გაზიარება მოჰყვა. ეს არ არის პირველი […]

ბრიჯიტ ბარდო – მსახიობი განუმეორებელი ფრანგული სილამაზით

ბრიჯიტ ბარდო - მსახიობი განუმეორებელი ფრანგული სილამაზით

ფრანგი მსახიობი, მოდელი და მომღერალი ბრიჯიტ ბარდო ასაკის მიუხედავად, ისევ ულამაზესია და ისევ ისე პოპულარულია მაყურებელში, როგორც ახალგაზრდობაში. როგორც თავად ამბობს, ის მხოლოდ დღევანდელობით ცხოვრობს და კინო მისთვის აღარაფერს წარმოადგენს. “არტინფო” გთავაზობთ მსახიობის ციტატებს მისი ავტობიოგრაფიული წიგნიდან: “ქრება ახალგაზრდობა, ქრება სილამაზე, ქრება ყველაფერი, მაგრამ თუ ქალს შეუძლია მამაკაცის სიყვარულს თანაუგრძნოს, ის მუდამ მშვენიერი იქნება… ასაკის […]

ლეგენდარული ფრანკო ძეფირელი გარდაიცვალა

ლეგენდარული ფრანკო ძეფირელი გარდაიცვალა

ლეგენდარული რეჟისორი ფრანკო ძეფირელი 96 წლის ასაკში რომში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. იტალიელმა რეჟისორმა, მხატვარმა, პროდიუსერმა და სცენარისტმა მსოფლიო კულტურაში თავისი განსაკუთრებული კვალი დატოვა. თეატრსა და კინოში ძეფირელიმ შექმნა სპექტაკლები და ფილმები, რომელთა უმრავლესობამ მაყურებელზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა, თუმცა მისი ფილმი ”რომეო და ჯულიეტა” მაინც იტალიელი ხელოვანის სავიზიტო ბარათად იქცა.

მუზეუმები, რომელთაც ინტერნეტით დაათვალიერებთ

მუზეუმები, რომელთაც ინტერნეტით დაათვალიერებთ

მსოფლიოს ცნობილი მუზეუმები ხელოვნების მოყვარულებს მათ კოლექციებში დაცული ნამუშევრებს ინტერნეტით დაათვალიერებინებენ. ამერიკის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, იტალიის, ავსტრიის, ნიდერლანდების, ესპანეთის, გერმანიის, ფინეთის, საბერძნეთის, ახალი ზელანდიის, ავსტრალიის, იაპონიის, სამხრეთ კორეის, ინდონეზიის და რუსეთის ცნობილმა მუზეუმებმა ონლაინ დამთვალიერებელთათვის ჯადოსნური სამყაროს კარი ფართოდ გააღეს. “არტინფო” გთავაზობთ იმ მუზეუმების ჩამონათვალს, რომელთა საშუალებითაც, მათთან დაცულ უძვირფასეს ნამუშევრებს ისე გაცნობით, რომ ამ […]

ოქროს პალმის რტო ალენ დელონს

ოქროს პალმის რტო ალენ დელონს

რიგით 72-ე კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე ლეგენდარულ მსახიობს ალენ დელონს საპატიო ოქროს პალმის რტო გადასცეს. პრიზი მამას შვილმა – 28 წლის ანუშკა დელონმა საზეიმო ვითარებაში გადასცა. 83 წლის მსახიობს ჯილდო კინემატოგრაფში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მიენიჭა. ალენ დელონის დაჯილდოებას წინ სკანდალი უძღოდა – ამერიკული ორგანიზაციის ”ქალები და ჰოლივუდი” აქტივისტებმა მსახიობს რასისტი, ჰომოფობი და სექსისტი უწოდეს.

სიუზელ პული – ბალერინა 70-წლიანი სტაჟით

სიუზელ პული - ბალერინა 70-წლიანი სტაჟით

მადამ სიუზელ პული 77 წლისაა და 70 წელია ბალეტს ცეკვავს. მან დაამსხვრია მითი იმის შესახებ, რომ ბალეტის მოცეკვავეებს ყველაზე ხანმოკლე კარიერა აქვთ. ქალბატონი, რომლისთვისაც ბალეტი და ცეკვა ცხოვრების მთავარი არსია, დღესაც უდიდეს სიამოვნებას იღებს. საბალეტო კოსტიუმების და პუანტებს ჩაცმა მისთვის ყველაზე დიდი დღესასწაულია. 7 წლის ასაკში დაწყებული საყვარელი საქმიანობა, მადამ პულისთვის შეუცვლელია და განსაკუთრებით ის […]

ტრაგედია სან-პაულუს მოდის კვირეულზე

ტრაგედია სან-პაულუს მოდის კვირეულზე

ბრაზილიაში, სან-პაულუს მოდის კვირეულზე ტრაგედია დატრიალდა. 26 წლის ტალეს სოარესი ერთ-ერთი ბრაზილიელი კოლექციის ჩვენებაში მონაწილეობდა. პოდიუმზე მან გონება დაკარგა და წაიქცა. მოდის კვირეულზე მისულ საზოგადოებას მოდელის წაქცევა შოუს ნაწილი ეგონა. ტალეს სოარესი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა გადარჩენა მისი ვერ შეძლეს. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.