კულტურა

თბილისი მოლში წიგნის საახალწლო ფესტივალი ჩატარდება

თბილისი მოლში წიგნის საახალწლო ფესტივალი ჩატარდება

25-28 დეკემბერს თბილისი მოლის ტერიტორიაზე თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი და წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია წლის ბოლოსთვის წიგნის საახალწლო ფესტივალს გამართავს. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 30-ზე მეტი გამომცემელი, წიგნის გამავრცელებელი და სხვა პარტნიორი ორგანიზაცია. ღონისძიების ოფიციალური გახსნა გაიმართება 25 დეკემბერს “თბილისი მოლის” მთავარ სცენაზე. ფესტივალის ფარგლებში, მონაწილეები ყველა ასაკის მკითხველს მხატვრულ, საბავშვო, სასწავლო და სამეცნიერო ლიტერატურაზე […]

“შობის ზღაპარი” ხელოვნების სასახლეშია

"შობის ზღაპარი" ხელოვნების სასახლეშია

24 დეკემბერს ხელოვნების სასახლეში გაიხსნება გამოფენა სახელწოდებით “შობის ზღაპარი”, სადაც გამოიფინება ნინო ჩაკვეტაძის, ნანა ყაულაშვილის, მაია თოიძის, მანანა ყიფიანის, ეკა ჯაფარიძის და სხვა მხატვრების ხელნაკეთი ნივთები. გარდა ამისა, სასახლეში სპეციალური ექსპოზიციაც გაიხსნება, სადაც სასახლის უნიკალური ნივთები იქნება წარმოდგენილი: “თუ გსურთ იხილოთ XIX საუკუნის ნამდვილი საახალწლო სუფრა, აუცილებლად ეწვიეთ ხელოვნების სასახლეს. მასპინძლობას ცნობილი კინოგმირები ქაბატო “ქეთო […]

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი გალაკონცერტს გამართავს

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი გალაკონცერტს გამართავს

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი გალა-კონცერტს ქუთაისში გამართავს. 24 დეკემბერს თეატრის დასი ქუთაისელ მსმენელს ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის 45 წლის იუბილეს მიულოცავს და სწორედ გალაკონცერტით შეუერთდება მილოცვებს. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის ოპერის თეატრის სოლისტები და ორკესტრი. შესრულებული იქნება არიები და დუეტები ფალიაშვილის, პუჩინის, ვერდის, გუნოს, პონკიელის, ჩილეას ოპერებიდან. გალა-კონცერტს ზაზა აზმაიფარაშვილი უდირიჟორებს. […]

მაკა მახარაძე ქველმოქმედებაში ჩაერთო

მაკა მახარაძე ქველმოქმედებაში ჩაერთო

მაკა მახარაძე ქველმოქმედებაში ჩაერთო. ხელოვანი თავის საბალეტო სტუდიასთან ერთად 25 და 26 დეკემბერს საქართველოს სოლიდარობის ფონდის ინიციატივას შეუერთდება და პატარა ბალერინებთან ერთად საქველმოქმედო სპექტაკლებს გამართავს. ვარდების ბაღის მხარდაჭერით წარმოდგენილი იქნება პროექტი “ბავშვები ბავშვებს”. პატარა ბალერინები იცეკვებენ სპექტაკლს “შობა ამადეუსთან”, რომელიც ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის გენიალურ მუსიკას აერთიანებს. სპექტაკლის დამდგმელი ქორეოგრაფი მარიამ ალექსიძეა. საღამოებზე შემოსული თანხა სოლიდარობის […]

„არტკედელი“ – ახალი სივრცე ხელოვანთათვის

„არტკედელი“ - ახალი სივრცე ხელოვანთათვის

23 დეკემბერს თიბისი ბანკის ახალი პროექტის „არტკედელი“ პრეზენტაცია შედგება. „არტკედელი“ ეს არის თიბისი ბანკის მიერ ხელოვანთათვის შექმნილი ახალი ციფრული სივრცე, რომელიც მიზნად ისახავს თანამედროვე ქართველი არტისტების ნამუშევრების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას და მათ პოლულარიზაციას. წლის განმავლობაში თიბისი ბანკი სპეციალურად „არტკედლისთვის“ შექმნის და დააფინანსებს არაერთ საინტერესო პროექტს. „არტკედელი“ ცნობილი ქართველი ხელოვანების მიერ შექმნილი ვიდეოხელოვნების ნამუშევრებით გაიხსნება, კოკა […]

დეკანოზ თავმას ჩოხელის საავტორო ალბომი გამოცემულია

დეკანოზ თავმას ჩოხელის საავტორო ალბომი გამოცემულია

23 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართება დეკანოზ თავმას ჩოხელის მეორე საავტორო მუსიკალური ალბომის „სიყვარულის სახელით აჟღერებული ლექსები“ წარდგინება. დეკანოზ თავმას ჩოხელის ლექსებზე სიმღერები შექმნილი აქვთ ცნობილ ქართველ კომპოზიტორებს. სწორედ მას ეკუთვნის ლექსი “მამის იავნანა”, რომელზეც დათო არჩვაძეს სიმღერა შექმნა. სამებაში გამართულ ღონისძიებას დაესწრებიან მწერლები და საზოგადო მოღვაწეები. საღამოზე […]

გრაფიკული ნამუშევრები ისტორიის მუზეუმში გამოიფინება

გრაფიკული ნამუშევრები ისტორიის მუზეუმში გამოიფინება

23 დეკემბერს საქართველოს ეროვნული მუზეუმის იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში რიტა ხაჩატურიანის გრაფიკული ნამუშევრების გამოფენა სახელწოდებით ,,ერთხელ ირემმა თქვა” გაიხსნება. პროექტი აერთიანებს გრაფიკული ნამუშევრების სერიას, რომელიც განაზოგადებს ირემს მეტაფორული მნიშვნელობით როგორც სიკეთის საწყისს. გარდა გრაფიკული ნამუშევრებისა, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება სამი ვიდეოარტი, რკინის კონსტრუქციები და მუსიკის თემაზე შექმნილი ინსტალაცია სახელწოდებით ,,არია კედელს მიღმა”. რიტა ხაჩატურიანის […]

“ბერიკლდეების” არქეოლოგიურ ობიექტზე სამუშაოები შეჩერდა

"ბერიკლდეების" არქეოლოგიურ ობიექტზე სამუშაოები შეჩერდა

“ბერიკლდეების” არქეოლოგიურ ობიექტზე სამუშაოები შეჩერდა. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალთან არსებული კარიერის გათხრების დროს აღმოჩენილი “ბერიკლდეების” არქეოლოგიური ობიექტი მოინახულა. მიხეილ გიორგაძის თქმით, ამ ეტაპზე სამუშაოები შეჩერებულია და გაგრძელდება მხოლოდ მაშინ, როდესაც დარგის სპეციალისტებისგან შემდგარი კომისია სრულად შეისწავლის არსებულ ობიექტს. რაც შეეხება უკვე დაზიანებულ ნაწილს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო […]

ჯემალ თოფურიძის მოთხრობები წიგნად გამოიცა

ჯემალ თოფურიძის მოთხრობები წიგნად გამოიცა

23 დეკემბერს მწერალთა სახლში გაიმართება მწერალ ჯემალ თოფურიძის 66 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო და მისი ახალი წიგნის „დიოსკურია ზღვაში ჩაძირული ქალაქია” და სხვა მოთხრობები პრეზენტაცია. „ჯემალ თოფურიძე უაღრესად ადამიანური მწერალია. მან შესანიშნავად იცის, რომ მხოლოდ თანაგრძნობამ შეიძლება გადაარჩინოს პიროვნება. თვითონ მწერლის დამოკიდებულებაც უაღრესად თავისებურია პერსონაჟების მიმართ. მას აქვს თანაგრძნობაც, ტკივილიც, ნატიფი ირონიაც, მაგრამ აქვს აგრეთვე […]

“შეაჩერე ნგრევა!” – აქცია კულტურის სამინისტროსთან

"შეაჩერე ნგრევა!" - აქცია კულტურის სამინისტროსთან

“შეაჩერე ნგრევა!” – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან აქცია გაიმართება. “საყდრისს ანგრევენ დღისით და ღამით! თუმცა ჯერ კიდევ დარჩენილია არქეოლოგიური ფენები! ნიკა ანთიძემ ხელი მოაწერა “პანორამა თბილისის” პროექტს! შევაჩეროთ კულტურის ნგრევა! შემოგვიერთდით ყველა! – ასეთი მოწოდებებით გამოდიან აქციის ორგანიზატორები, რომლებიც 22 დეკემბერს 17:30-ზე სანაპიროს 4 ნომერში შეიკრიბებიან და კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ მიხეილ გიორგაძის უწყების […]