კატეგორია: კულტურა

“წეროს” ჟიური რჩეულებს დაასახელებს

30 ნოემბერს თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში, ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში ლიტერატურული კონკურსი “წეროსკ ჟიურის რჩეული მოთხრობები დასახელდება. ლიტერატურული კონკურსის “წერო სლოგანია “გინდა წერო? უნდა წერო!” ლიტერატურული კონკურსი „წერო“ ელექტრონული წიგნების ვებ–გვერდის „ლიტ.გე“-ის მეშვეობით, ინტერნეტ სივრცეში ნხორციელდება. კონკურსი ტარდება ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე საუკეთესო ნაწარმოებებს ავლენს კონკურსის 7-კაციანი ჟიური, ჟიურის წევრები არიან მწერლები, რედაქტორები, კრიტიკოსები, მეორე […]

თოჯინების თეატრის პრობლემებს კომისია შეისწავლის

გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების სახელმწიფო თეატრის პრობლემებს სპეციალური უწყებათაშორისი კომისია შეისწავლის, რომელიც კულტურის სამინისტროში იქმნება. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე თოჯინების თეატრს ეწვია. მიხეილ მინისტრი თეატრის კოლექტივს შეხვდა, დასის რეპეტიციას დაესწრო და ადგილზე გაეცნო მათ პრობლემებს. გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების სახელმწიფო თეატრი უკვე 4 წელია შენობის გარეშეა დარჩენილი. თეატრის ფასადი აღმაშენებლის გამზირის […]

თემურ ჩხეიძე საჯარო ლექციას გამართავს

რეჟისორი თემურ ჩხეიძე მწერალთა სახლში 28 ნოემბერს შეხვედრას გამართავს. ღონისძიება გაიმართება ციკლიდან “საუბრები ხელოვნებაზე” და მასზე დასწრება თავისუფალია. გამოჩენილ ქართველ რეჟისორს არაერთხელ მიუმართავს კლასიკოსების ინსცენირებისათვის, მისი შესანიშნავი დადგმები პროზაული ტექსტების თეატრის ენაზე ამეტყველების საუკეთესო ნიმუშებს წარმოადგენს. თემურ ჩხეიძის შემოქმედებაში გამორჩეული ადგილი მიხეილ ჯავახიშვილის პროზას უჭირავს. ლეგენდარული “ჯაყოს ხიზნების” გარდა რეჟისორს ჯავახიშვილის კიდევ რამდენიმე ნაწარმოები აქვს […]

ფილიპინელი ფერმწერის ნამუშევრები ხელოვნების მუზეუმშია

27 ნოემბერს საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში ფილიპინელი ფერმწერის პანჩო პიანოს ნამუშევრების გამოფენა სახელწოდებით ,,იმედის ფერები” გაიხსნება. პანჩო პიანო ქმნის როგორც ფერწერულ ტილოებს, ისე-ვიტრაჟებს. მისი კომპოზიციები სხვადასხვა ფილიპინურ მითებზე არის აგებული. მისი ნამუშევრებით გაფორმებულია არაერთი სახელმწიფო და კერძო ინსტიტუციის ინტერიერი. მხატვარს მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ ნაციონალურ და საერთაშორისო გამოფენაში. ექსპოზიციის ფარგლებში 3 […]

თბილისში წიგნის დღეები გაიხსნება

27 ნოემბერს „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში „თბილისის წიგნის დღეები“ ოფიციალურად გაიხსნება. ფესტივალს  გახსნიან მისი ორგანიზატორები და მხარდამჭერები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის დირექტორი დოქტორი შტეფან ვაკვიცი, წიგნის ხელოვნების ცენტრის დირექტორი ოთარ ყარალაშვილი და “ექსპო ჯორჯიას” წარმომადგენელი თათული ბოლოკაძე. ამავე დღეს გაიხსნება ქართველი ილუსტრატორების გამოფენა და დაიწყება ქართულ გამომცემლობათა გამოფენა-გაყიდვა, […]

სუხიშვილები 70 წლისაა

2015 წელი სუხიშვილებისთვის საიუბილეოა. ლეგენდარულ ანსამბლს დაარსებიდან 70 წელი უსრულდება. ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის მიერ 1945 წელს დაარსებული ანსამბლი წლებია წარმატებით აგრძელებს მოღვაწეობას და წლების განმავლობაში მოცეკვავეთა არაერთი თაობა გამოზარდა. ანსამბლს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ესტუმრა და რეპეტიციას დაესწრო. ქართული ნაციონალური ბალეტის „სუხიშვილების“ ხელმძღვანელებმა ილიკო და ნინო სუხიშვილებმა მიხეილ გიორგაძეს ანსამბლის […]

“შგარიდა” კონცერტს გამართავს

5 დეკემბერს დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობა, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხელშეწყობით, პროექტის „ტრადიცია – ეროვნული საგანძური” ფარგლებში თბილისელ მაყურებელს წარუდგენს დმანისის ფოლკლორული ანსამბლის „შგარიდას” კონცერტს და აღდგენილ უძველეს ქართულ (სვანურ) ტრადიციულ ჭიდაობას. პროექტის ავტორი გურგენ გურჩიანია. ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში გურგენ გურჩიანი მსმენელს გააცნობს თავის დაკვირვებებსა და მოსაზრებებს სვანეთის უძველეს […]

ლურჯი სუფრები მილანში გამოიფინება

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, მილანში რეწვის ნიმუშების რიგით მე-19 საერთაშორისო საშობაო გამოფენა-გაყიდვაზე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია  „ლურჯ სუფრა“ თავის ნამუშევრებს წარადგენს. მილანში რიგით მე-19 საერთაშორისო საშობაო გამოფენა 29 ნოემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით იმართება. 10 დღის განმავლობაში ტრადიციულ ქართულ ლურჯ  სუფრასთან ერთად გამოფენაზე ამავე მოტივებზე შექმნილი ტრადიციული რეწვის სხვადასხვა ტექნოლოგიით შესრულებული […]

ჩეხური ზღაპრების ქართული აუდიოვერსია ინტერნეტშია

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი აგრძელებს აუდიოარქივში დაცული ზღაპრების ინტერნეტსივრცეში გამოქვეყნებას. ამჯერად მსმენელისათვის ხელმისაწვდომი გახდა ჩეხური ზღაპრები. ზღაპრების მოყვარულებისთვის ასევე ხელმისაწვდომია ინდონეზიური ზღაპრებიც. პროექტის ილუსტრატორია ზაალ სულაკაური. ბავშვებისათვის შექმნილი პროექტის „ზღაპრების აუდიობიბლიოთეკა“ ფარგლებში უკვე გამოქვეყნებულია ქართული, გერმანული და სლოვაკური ზღაპრები. XX საუკუნის 70-იან წლებში შექმნილი ჩანაწერები, რომლის გამოქვეყნებაც მიმდინარეობს, მაგნიტურ ფირებსა და გრამფირფიტებზე ინახებოდა. დამუშავებისა და […]

ლადო გუდიაშვილის ნამუშევრები საჯაროა

ცნობილი ქართველი მხატვრის ლადო გუდიაშვილის ნამუშევრები საჯაროა. ნახატები ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაშია გამოფენილი ექსპოზიციაზე სახელწოდებით ,,პოსტსტალინური ლიბერალიზაცია ქართულ მხატვრობაში.” გამოფენის მიზანია 50-იანი წლების თაობის წარმომადგენელთა შემოქმედებისა და მათ მიერ ქართულ მხატვრობაში მოხდენილი რეფორმის შესაბამის კონტექსტში ჩვენება. ქართველი მხატვრების ამ თაობის შემოქმედება, ცნობილი „პოსტსტალინური ლიბერალიზაციის” სახელით, წარმოადგენს ახალ ეტაპს ქართული მხატვრობის ისტორიაში. კერძოდ, […]