კატეგორია: კულტურა

სამთავროს დედათა მონასტერს საფრთხე ემუქრება

ჩვენს ქვეყანაში უნებართვოდ და უკანონოდ მიმდინარე მშენებლობების გამო, საფრთხის წინაშე არაერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი აღმოჩნდა. გამონაკლისი არც მცხეთაში მდებარე სამთავროს დედათა მონასტერია. ტაძარს, რომელიც მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, საფრთხე ემუქრება, რადგან იქ უნებართვო მშენებლობა მიმდინარეობს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების სამსახურის წარმომადგენლებმა სამთავროს დედათა მონასტრის ტერიტორიის მიმდებარედ მიმდინარე უნებართვო მშენებლობა მოინახულეს. როგორც აღმოჩნდა, მესაკუთრეს […]

საქართველო ბოლონიის წიგნის ბაზრობაზე წარსდგება

საქართველოს ბოლონიის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე პირველად წარსდგება. პროექტი კულტურის სამინისტროსა და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ხორციელდება. პირველად ქართული საბავშვო ლიტერატურა ბოლონიის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე საქართველოს ეროვნულ სტენდზე იქნება წარმოდგენილი. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ეროვნული სტენდის ფარგლებში, ქართული საბავშვო ლიტერატურა უცხოეთში, კერძოდ, ბოლონიის წიგნის ბაზრობაზე წარდგება. სტენდზე, საბავშვო წიგნზე ორიენტირებული 6 ქართველი გამომცემელი იქნება […]

ქართულ დამწერლობას ძეგლის სტატუსი მიენიჭა

გალაკტიონ ტაბიძის შედევრი ქართულ ანბანს

ქართული ანბანის სამ სახეობას – ასომთავრულს, ნუსხურსა და მხედრულს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ეს ინიციატივა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკა ანთიძემ სასტუმრო „რედისონში“ 2015 წლის პროგრამის პრეზენტაციაზე გააჟღერა: „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალ კულტურას“ – ასომთავრული, მხედრული და ნუსხური დამწერლობის თანაარსებობის უწყვეტ ტრადიციას – არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. საზოგადოებისა და […]

ირმა გიგანმა საერთაშორისო კონკურსზე გაიმარჯვა

ახალგაზრდა ქართველმა პიანისტმა ირმა გიგანმა კიდევ ერთ საერთაშორისო წარმატებას მიაღწია. მან დანიის საერთაშორისო პიანისტთა კონკურსზე გაიმარჯვა. ქართველი პიანისტი ლაურეატი გახდა. ირმამ კონკურსზე რევაზ ლაღიძის, ნილსენის, მენდელსონის, ჰაიდნის და შოპენის ნაწარმოებები შეასრულა. მასთან ერთად კონკურსში კიდევ ერთი ქართველი პიანისტი თამთა მაღრაძე მონაწილეობდა, რომელმაც ნილსენის, რახმანინოვის, ლისტის, შუმანის და რაველის ნაწარმოებები დაუკრა. ირმა გიგანის საკონკურსო კატეგორიაში სულ 20 […]

ზურაბ ნიჟარაძის ნახატები აუქციონზე გაიყიდება

ცნობილი ქართველი მხატვრის ზურაბ ნიჟარაძის, იგივე პიკოს ნამუშევრები გამოფენაზე იქნება წარმოდგენილი და შემდეგ აუქციონზე გაიყიდება. ზურაბ ნიჟარაძის ნამუშევრების გარდა, გამოფენა-აუქციონზე წარმოდგენილი იქნება სხვა ცნობილი ქართველი მხატვრების ნახატებიც. მათ შორის, თემო მაჭავარიანის, გია გუგუშვილის, ქეთი მატაბელის, ბესო არბოლიშვილის, ნოდარ ბადურაშვილის, მამუკა ცეცხლაძის, ოლეგ ტიმჩენკოს, დიმა ანთაძის, კოკა ცხვედიანის, თუთუს, გიორგი გაგოშიძის ნახატები. ყველა ამ მხატვრის შემოქმედება […]

ფოლკლორის ცენტრმა ახალი პროექტი დაიწყო

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა 5 მარტიდან ახალი პროექტი დაიწყო. ცენტრის ინიციატივით იწყება შეხვედრები საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებთან. ყოველი თვის პირველ კვირას საზოგადოებას საშუალება ექნება შეხვდეს, მოუსმინოს და გაესაუბროს მისთვის საყვარელ ადამიანებს, თავად დაუსვან მათ შეკითხვები და საღამო საინტერესოდ გაატარონ. შეხვედრებზე მისული საზოგადოება ასევე მოისმენს სიმღერებს, რომლებსაც შეასრულებენ ხალხური ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები. ფოლკლორის ცენტრის აზრით, შემოქმედებით […]

ქართველ პოეტს გრანპრი მიანიჭეს

ქართველ პოეტს პაატა ნაცვლიშვილს სოლენზარის კულტურის ინსტიტუტმა მიანიჭა საერთაშორისო გრანპრი პოეზიაში, 2014 წელს პარიზში გამოცემული მისი წიგნისათვის „ხელოვნური ყვავილები“. პრიზის გადაცემა მოგვიანებით მოხდება სორბონაში. პაატა ნაცვლიშვილი სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, ქართული ემიგრაციის ისტორიისა და გეოგრაფიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი და სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სრული პროფესორი, შემოქმედებითი სახელოსნოს ხელმძღვანელი, ჟურნალ „ობოობას“ რედაქტორი და მოდერატორია. […]

ფოლად ბულბულოღლი თბილისშია

ცნობილი აზერბაიჯანელი მუსიკოსი, კომპოზიტორი და მომღერალი ფოლად ბულბულოღლი თბილისშია. მას უკვე უმასპინძლა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ. მხარეებმა შეხვედრაზე ორი ქვეყანას შორის ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებასა და განვითარებაზე ისაუბრეს. შეხვედრას აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში აზერ ჰუსეინი, კომპანია „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ გენერალური მენეჯერი მაჰირ მამედი და „ასოციაცია კულტურათა დიალოგი 21-ე საუკუნე“ პრეზიდენტი ვალერი ასათიანი […]

საქართველო ევროკავშირის პროგრამის წევრი ხდება

საქართველო ევროკავშირის პროგრამის „Creative Europe”-ის (“შემოქმედებითი ევროპა“) წევრი ქვეყანა ხდება. ამ თემასთან დაკავშირებით კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში სპეციალური ბრიფინგი გაიმართა. ბრიფინგს კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე უძღვებოდა. ღონისძიებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე და ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი ესწრებოდნენ. 24 თებერვალს, ბრიუსელში, […]

ძველი ტრადიციული სამოსი ფოლკლორის ცენტრში გამოიფინება

18 თებერვალს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ,,გალერეაში” გაიხსნება გამოფენა ,,ძველი ტრადიციული სამოსი”. ქართული ტრადიციული სამოსი, ზოგადკავკასიურთან მრავალი საერთოს მიუხედავად, თავისებური, მრავალფეროვანი გარემოპირობებზე მორგებული და განსხვავებულია. ქართული ტრადიციული სამოსის უძველესი ნიმუშები საქართველოს მთიანეთმა შემოინახა. თარგვის ორიგინალობით, შესრულების ხელოვნებით, ფერთა შეხამებით, ორნამენტებით, სამკაულებით მორთვის ტექნიკით, მთელ კავკასიაში ბადალი არ მოეძებნება ხევსურულ ტალავარს. გამოიფინება ქალისა და მამაკაცის სამოსი, […]