
კარგარეთელის ქუჩაზე დგას უნიკალური შენობა, რომელშიც კინოს, თეატრის, მუსიკის, ქორეოგრაფიის და სხვა უნიკალური ექსპონატები ინახება. ხელოვნების სასახლეს დაარსების საინტერესო ისტორია აქვს, რომელიც “არტინფოს” ხელოვნებათმცოდნემ და საექსპოზიციო განყოფილების ხელმძღვანელმა ლელო ჭიჭინაძემ უამბო. ლელო ჭიჭინაძე: – ეს შენობა აშენებულია 1895 წელს გერმანელი არქიტექტორის პაულ შტერნის მიერ. XIX საუკუნის მეორე ნახევარსა და XX საუკუნის დასაწყისში თბილისში ევროპელ არქიტექტორთა […]