
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი შესაფერის შენობას საჭიროებს. წლებია უნიკალური ექსპონატები არასათანადო პირობებში იმყოფება, რაც საფრთხეს უქმნის მათ და დაზიანების რისკს ზრდის. 30 ივნისი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დაარსების დღეა. პრემიერის, განათლების მინისტრისა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორს შორის გამართულ შეხვედრაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ 30 ივნისი ხელნაწერის დღედ დაწესდეს, ხოლო ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს კორნელი კეკელიძის სახელი დაუბრუნდეს. […]