კატეგორია: კულტურა

ევროკავშირმა საქართველო 1 მილიონი ევროთი დააფინანსა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ინსტიტუციონალური განვითარებისთვის, პროექტის ბიუჯეტი ევროკავშირმა 1 მილიონ ევროთი დააფინანსა. ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების, ტვინინგის პროექტი „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინსტიტუციონალური განვითარების მხარდაჭერა“ ოფიციალურად დაიხურა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკა ანთიძემ ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს დეტალურად გააცნო ტვინინგის პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტიობების მნიშვნელობა, მიღწეული შედეგები და შემდგომში მათი […]

„სუვენირები საქართველოდან“ კატალოგად გამოიცა

ხალხურის რეწვის პოპულარიზაციის მიზნით კატალოგი „სუვენირები საქართველოდან“ გამოიცა. მისი პრეზენტაცია კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა, რომელსაც ესწრებოდანენ მინისტრის მოადგილე კახა კანდელაკი, თბილისის სამხატვრო აკადემიის რექტორი გია გუგუშვილი და პროექტის კოორდინატორი ირინე საგანელიძე. „სუვენირები საქართველოდან“ სამინისტროს მიერ უკვე გამოცემული ორი კატალოგის ახლებურ, სრულყოფილ ვერსიას წარმოადგენს და ემსახურება ტრადიციული ქართული ხელოვნების – ხალხურის რეწვის პოპულარიზაციას. მასში […]

ქართველმა მოცეკვავეებმა საერთაშორისო კონკურსზე გაიმარჯვეს

საბალეტო დასის სოლისტებმა საერთაშორისო საბალტო კონკურსზე გაიმარჯვეს. დომენიკო მოდუნიოს სახელობის საერთაშორისო საბალეტო ფესტივალზე, რომელიც იტალიის ქალაქ ბარიში გაიმართა, თბილისის ზაქალია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასის სოლისტებმა ეკატერინე სურმავამ და ფილიპ ფედულოვმა დუეტის კატეგორიაში პირველი პრემია მიიღეს. სოლო გამოსვლების ნომინაციაში მეორე და მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიული სასწავლებლის მოსწავლეებმა […]

,,შავნაბადა” აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლი გახდა

ანსამბლი “შავნაბადა” აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლი გახდა. ინიციატივის ავტორი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაა. 2005 წლიდან დღემდე “შავნაბადა” აქტიურად არის ჩართული ქართული სიმღერა-გალობის განვითარება-პოპულარიზაციის საქმეში. წელს “შავნაბადას” საიუბილეო თარიღია და კიდევაც იგეგმებოდა მისი ჯეროვნად აღნიშვნა, რომ არა ერთი მოულოდნელი, მაგრამ ფრიად მნიშვნელოვანი, მოვლენა: ამ დღეებში “შავნაბადამ” მიიღო მისთვის მეტად საიტერესო და იმავდროულად საპატიო შემოთავაზება და ახალი სტატუსითა […]

შიდა ქართლის ბიბლიოთეკებს წიგნები აჩუქეს

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიხეილ გიორგაძის ინიცატივით, სამინისტროს მიერ გამოცემული წიგნები და კატალოგები შიდა ქართლის რეგიონის ყველა ცენტრალურ ბიბლიოთეკას გადაეცა. გორში ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს გიორგი სოსიაშვილს შეხვდა და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას საჩუქრად კულტურის სამინისტროს მიერ გამოცემული წიგნები, კატალოგები და დისკები გადასცა. როგორც გაირკვა, კულტურის სამინისტრო საქართველოს სხვადასხვა რეგიონების ბიბლიოთეკებს მის […]

თამარ მეფის სახარება აღდგენილია

ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა თამარ მეფის პირადი სახარება ე.წ. “ვანის ოთხთავი” ახალი, რესტავრირებული ყდით წარმოადგინა. ვანის სახარება მეფე თამარისათვის მისივე დაკვეთით შეიქმნა. გაფორმების ხარისხითა და შესრულებით იგი ერთ-ერთი უპირველესთაგანია და გამორჩეული ,,საზეიმო” ხელნაწერებს შორის. გადაწერილია მაღალი ხარისხის თეთრ ეტრატზე ნუსხურით, უხვადაა გამოყენებული ოქრომელანი. შემკულია მდიდრული კამარებით, თავსამკაულებით, სახარებათა თავების დასაწყისში წარმოდგენილია ორიარუსიანი მინიატურები. გასულ წელს ცენტრის […]

ლიტერატურული კონკურსის ,,საბას” მონაწილეები ცნობილია

წელს ლიტერატურულ კონკურსზე „საბა 2015“ ავტორებისა და გამომცემლობების მიერ წარმოდგენილ იქნა 2014 წელს გამოცემული 315 წიგნი, 9 ნომინაციის მიხედვით. გთავაზობთ საკონკურსო წიგნების სრულ სიას, ნომინაციების მიხედვით. წარმოდგენილ ნუსხას აკლია მხოლოდ ნომინაცია “საუკეთესო უცხოურენოვანი თარგმანი”, რომელიც მოგვიანებით დაემატება. უახლოესი თვეების განმავლობაში, ჟიურის მუშაობის პარალელურად, ამ სიაში შესაძლოა გარკვეული ცლილებები მოხდეს, ვინაიდან მუშაობის პროცესში კიდევ უფრო დაზუსტდება […]

კულტურული მემკვიდრეობის დაცვისთვის 2.750.000 დაიხარჯება

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სტრატეგიული გეგმის განხორციელების მიზნით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარებისთვის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიხეილ გიორგაძის შუამდგომლობით და ხელშეწყობით, საქართველოს მთავრობამ 2.750.000 ლარი გამოყო. 2015 წელს ქვეყნის მნიშვნელოვანი პროექტების განსახორციელებლად: 1.200.000 ლარი ვარძიის ისტორიულ არქიტექტურული კომპლექსის კვლევითი და სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის; 700.000 ლარი მუცოს ქვედა უბნის სრული რეაბილიტაციისთვის; 350.000 ლარი ნოქალაქევის […]

ქართველი მოცეკვავეები საერთაშორისო ფესტივალზე მიიწვიეს

ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლის მოსწავლეები ლანა გოგისვანიძე, სალომე ლევერაშვილი, ნინო ხახუტაშვილი და თათული თალაკვაძე საბალეტო და თანამედროვე ცეკვების საერთაშორისო ფესტივალში მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც იტალიის ქალაქ ბარში 25 მარტიდან 1 აპრილამდე ჩატარდება. ქორეოგრაფიული სასწავლებლის მოსწავლეებთან ერთად ფესტივალზე პედაგოგები ლარისა ჩხიკვიშვილი და ქეთევან მოწონელიძეც გაემგზავრებიან. 1-დან 9 აპრილამდე კი ისინი რუმინეთის ქალაქ ტიმიშოარაში […]

გია ბუღაძე საპროტესტო აქციას გამართავს

მხატვარი გია ბუღაძე “ბაია გალერეაში” გამოფენას გახსნის, რომელსაც საპროტესტო აქციის სახე ექნება. ექსპოზიციას “ფსევდომემორია” ეწოდება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხოლოდ ერთი ობიექტი გზავნილით „აქ არ ცხოვრობს გია ბუღაძე“. ექსპოზიცია თავისი ფორმატით ობიექტით პერფომირებას და აქციის სახეს ითავსებს. გამოფენის ხანგრძლივობა მხოლოდ ერთი საღამოა. ცრუ ფასეულობები, სიყალბე, მოჩვენებითი ღირსება და, რაც მთავარია, გულგრილი მახსოვრობა, გამოხატული უგემოვმოდ, პროვინციულად, “კიჩურად”, […]