კატეგორია: კულტურა

თბილისი საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს უმასპინძლებს

მწერალთა სახლის ორგანიზებით წელს პირველად თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი ჩატარდება. კულტურის სამინისტროს ინიციატივით წელსვე დაწესდება ყოველწლიური ლიტერატურული პრემია, რომელიც სხვადასხვა ნომინაციებში გაიცემა. მისი მიზანი ლიტერატურული პროცესების წახალისება და გააქტიურებაა. ფესტივალი 18-23 მაისს გაიმართება. დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში თბილისს ეწვევა 25-მდე უცხოელი მწერალი და პოეტი, მათ შორის ლიტერატურული წრეებისათვის კარგად ცნობილი ბელარუსი მწერალი სვეტლანა ალექსიევიჩი, უკრაინელი ავტორი […]

გიორგი კეკელიძე დააჯილდოვეს

მწერალი და პოეტი გიორგი კეკელიძე დააჯილდოვეს. ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი მწერალთა სახლში მიიწვიეს, სადაც ყველა მწერლისთვის საოცნებო ჯილდო გადასცეს. “გურული დღიურების” ავტორს მისი დაწერისთვის რჩეულიშვილის პრემია გადაეცა. ინფორმაცია გიორგი კეკელიძემ თავად გაავრცელა: “საქმემ ეგრე მოიტანა, რომ ეს პერიოდი ცოტა ავად ვარ და გარეთ იშვიათად გავდივარ, თუ ქვეყანა იქცევა და სხვა მსგავს შემთხვევებში. დღეს ,,გურულ დღიურებს” რჩეულიშვილის […]

სერგო ფარაჯანოვის შემოქმედება ისტორიის მუზეუმში გამოიფინება

18 მაისს თბილისის ისტორიის მუზეუმში საერთაშორისო გამოფენა “სერგო ფარაჯანოვი – XXI საუკუნის სიზმარი” გაიხსნება, სადაც კიევის სიზმრების მუზეუმი და მისი დამფუძნებლები ვიქტორია დანელიანი და ტატიანა ცველოდუბი წარმოადგენენ უდიდესი ოსტატის ცხოვრების და შემოქმედების თავიანთ ინტერპრეტაციას. გამოფენის მოწყობაში მონაწილეობას იღებს 20-ზე მეტი ავტორი გუგა კოტეტიშვილი, იური მეჩითოვი, ოლესია თავაძე, ოლეგ ტიმჩენკო, ნინო ჩუბინიშვილი, ირმა შარიქაძე, გურამ წიბახაშვილი, […]

ქართული კულტურის პოპულარიზაცია იწყება

ევროპაში თანამედროვე ქართული კულტურის პოპულარიზაცია იწყება. ლიტერატურული პრემია „საბა“ და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი ამ თემასთან დაკავშირებით აწყობს დისკუსიას „ქართული ლიტერატურა და ევროპა“. ეს იქნება ევროპელი და ქართველი ლიტერატურული მიმომხილველების შეხვედრა-დისკუსია. უმსხვილესი ევროპული გამოცემების The Independent, Süddeutsche Zeitung, Die Zeit და Tageszeitung ლიტერატურის კრიტიკოსები და ჟურნალისტები შეხვდებიან ქართველ მწერლებს, ჟურნალისტებს, ლიტერატურის კრიტიკოსებს და ბლოგერებს. შეხვედრას […]

სუხიშვილები ქველმოქმედებისთვის იცეკვებენ

სუხიშვილები 70 წლის იუბილეს ფარგლებში ქველმოქმედებისთვის იცეკვებენ. საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში სპეციალური კონცერტი გაიმართება, რომელშიც ქართველ მოცეკვავეებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ხელოვანები ჯაბა ქარსელაძე და ელგა ფორჩხიძე, ასევე დათო არჩვაძე, ნონა ჯავახიძე, დავით სუმბაძე, ანსამბლი “თამარიონი” და ფრანგი შემსრულებლები. 17 მაისს გამართული საქველმოქმედო კონცერტიდან შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება საქართველოში მცხოვრებ ყველაზე გაჭირვებულ ოჯახებს. პირველი […]

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ყაზახეთში გალაკონცერტით აღინიშნება

29 მაისს ყაზახეთში ასტანას ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სცენაზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი გაიმართება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური პროფესიული თეატრის სოლისტები: სოპრანო მაყვალა ასპანიძე, მეცოსოპრანო თეა დემურიშვილი, ტუნორი თეიმურაზ გუგუშვილი, ბარიტონი ნიკოლოზ ლაგვილავა, ბანი ლეგი იმედაშვილი. ასევე ასტანის ოპერის ორკესტრი, გუნდი და სოლისტები სოპრანო […]

ფოთში სალოტბარო სკოლა გაიხსნა

ფოთში საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის წარმომადგენლობა და სალოტბარო სკოლა გაიხსნა. წარმომადგენლობის გახსნისადმი მიძღვნილი ღონისძიება ფოთის არჩილ ხორავას სახელობის ხელოვნების სასწავლებელში ჩატარდა, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სპეციალისტები, ადგილობრივი ხელისუფლებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები. კონცერტში მონაწილეობა მიიღეს ანსამბლებმა “მახარია” და ,,კოლხი ბიჭების” უფროსმა და უმცროსმა თაობამ. მათ ქართული ხალხური (მეგრული) სიმღერები შეასრულეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა […]

შორეთის ტაძარზე გადაუდებელი სამუშაოები იწყება

სამცხე-ჯავახეთში მდებარე შორეთის ტაძარზე გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ ტაძრის შესახებ, გასული ერთი კვირის განმავლობაში გადაუმოწმებელი ინფორმაცია ვრცელდებოდა ინტერნეტში. სააგენტო აცხადებს, რომ შორეთის მონასტერს აქვს ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი და ძეგლი არის კრიტიკულ მდგომარეობაში. შორეთის სარეაბილიტაციო საპროექტო დოკუმენტაცია უკვე მზად არის. კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და გადარჩენის 2015 წლის პროგრამის […]

ფიროსმანის ნახატები წინანდალში გამოიფინება

გენიალური ნიკალას ნამუშევრებით წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის საგაზაფხულო სეზონი გაიხსნება. შუბერტი, ყანჩელი, შოსტაკოვიჩი და ფიროსმანი – ასეთია ექსპოზიციის ორგანიზატორთა მიერ დაგეგმილი საღამოს საზეიმო გახსნა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო და წინანდლის სახლ-მუზეუმი წარმოადგენს ერთობლივ გამოფენას „ფიროსმანი წინანდალში“. ექსპონირებული იქნება მირზაანის სახლ-მუზეუმში დაცული ფიროსმანის 13 ნამუშევარი, პაბლო პიკასოს “ნიკო ფიროსმანაშვილის პორტრეტი” და ფიროსმანის სხვადასხვა პერიოდის საგამოფენო […]

ანჩის სახარება „პოპულარული დოკუმენტი“ გახდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცული ანჩის სახარება, რომელიც XII-XIII საუკუნეებით არის დათარიღებული, პირველი ქართული დოკუმენტია, რომელიც საარქივო პორტალის ევროპული ქსელის განსაკუთრებულად ღირებული და ისტორიულად მნიშვნელოვანი დოკუმენტების სექციაში „პოპულარული დოკუმენტი“ განთავსდა. ევროპული პორტალის ვებგვერდზე ანჩის სახარებას ცალკე გვერდი დაეთმო, სადაც წარმოდგენილია როგორც დოკუმენტის ვიზუალური მასალა, ასევე მოკლე აღწერილობა. ხელნაწერს აქვს ტვიფრული, ტყავგადაკრული, ვერცხლის ფირფიტებითა და […]