კატეგორია: კულტურა

ხელოვნების სასახლე – ზღაპრული სიყვარულის სიმბოლო

ხელოვნების სასახლემ ევროპის უმაღლესი ჯილდო მოიპოვა

კარგარეთელის ქუჩაზე დგას უნიკალური შენობა, რომელშიც კინოს, თეატრის, მუსიკის, ქორეოგრაფიის და სხვა უნიკალური ექსპონატები ინახება. ხელოვნების სასახლეს დაარსების საინტერესო ისტორია აქვს, რომელიც “არტინფოს” ხელოვნებათმცოდნემ და საექსპოზიციო განყოფილების ხელმძღვანელმა ლელო ჭიჭინაძემ უამბო. ლელო ჭიჭინაძე: – ეს შენობა აშენებულია 1895 წელს გერმანელი არქიტექტორის პაულ შტერნის მიერ. XIX საუკუნის მეორე ნახევარსა და XX საუკუნის დასაწყისში თბილისში ევროპელ არქიტექტორთა […]

,,კვაჭი კვაჭანტირაძის” ინგლისური თარგმანი ,,გარდიანის” სარეკომენდაციო სიაში მოხვდა

ქართველი კლასიკოსი მწერლის მიხეილ ჯავახიშვილის რომანი “კვაჭი კვაჭანტირაძე” დღესაც არ კარგავს აქტუალობას. კვაჭი კვაჭანტირაძის სახის შექმნით მიხეილ ჯავახიშვილმა იმჟამინდელი სოციალური წყობის შინაარსი გამოააშკარავა, რომელსაც შეუძლია საზოგადოებაში ასეთი „გმირი“ წარმოშვას, ლიტერატურული კუთხით კი სამწერლო ოსტატობის მაღალი კლასი აჩვენა. რომანი გასულ წელს ინგლისურად ითარგმნა. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ “კვაჭი კვაჭანტირაძის” ინგლისური თარგმანი “გარდიანის” სარეკომენდაციო სიაში მოხვდა. […]

გოდერძი ჩოხელი: ,,გეხვეწებით, გაუფრთხილდით სიმარტოვეში ეულად დარჩენილ ბებოებს”

გოდერძი ჩოხელის უკანასკნელი ჩანაწერი

საქართველოს სოფლებში დღესდღეობით არაერთი ბებოა მარტო დარჩენილი. მიუხედავად იმისა, რომ გოდერძი ჩოხელმა თავისი მოთხრობა “ბებო” დიდი ხნის წინ დაწერა, ის დღევანდელობის რეალური გამოძახილია. ბებო ისედაც მიტოვებულ სოფელში მიატოვეს ბებო. ზაფხულში ვერ მოიცალეს შვილებმა, ზოგი სამსახურს იმიზეზებდა, ისეთ ადგილებზე მუშაობდნენ, გაცდენა არაფრით არ შეიძლებოდა. შვებულება თითქმის ოთხივემ ერთად აიღო, ოჯახებით აიყარნენ და ზღვაზე წავიდნენ. იქიდან დაბრუნებულებს […]

საგანგებო განცხადება თირის ღვთისმშობლის მონასტერთან დაკავშირებით

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო თირის ღვთისმშობლის სახელობის მამათა მონასტერთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს: “ვრცელდება ინფორმაცია, რომ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიორიაზე, XIII საუკუნით დათარიღებულ ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლზე უკონტროლო სამუშაოები ხორცილედება. სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, თირის ღვთისმშობლის სახელობის მამათა მონასტერში, ტაძრის ინტერიერში შეილესა ფრესკები, რამაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანება გამოიწვია. ბოლო პერიოდში გახშირებულია […]

ანსამბლი ,,მეტეხი’’ გრანპრის მფლობელია

სომხეთში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე ქართულმა ანსამბლმა “მეტეხი” უმაღლესი ჯილდო – გრანპრი დამსახურა. ფესტივალში 24 ქვეყნის ანსამბლი მონაწილეობდა. წელს ანსამბლმა უკვე მეორე გრანპრი მიიღო. პირველად უმაღლესი ჯილდო ქართველ მოცეკვავეებს ბულგარეთში გამართულ საერთაშორისო ფესტვიალზე გადასცეს. ინფორმაციას ანსამბლის გამარჯვების შესახებ მისი დამაარსებელი გელოდი ფოცხიშვილი ავრცელებს: – თამამად შეგიძლიათ მოგვილოცოთ გამარჯვება! ვულოცავ ჩვენს დასს წარმატებას! წელს ჩვენმა კომპანიამ მეორე “გრანპრი” […]

აღმოჩენა არმაზის ხეობაში

არმაზის ხეობაში არქეოლოგების მიერ ახალი აღმოჩენა გაკეთდა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და დაფინანსებით, 1950 წლის შემდეგ, ეროვნული მნიშნელობის არქეოლოგიური ძეგლის პიტიახშ-ერისთავთა კომპლექსის არქეოლოგიური კვლევა და გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა. კვლევითი სამუშაოების მიმდინარე ეტაპზე ძველი დარბაზის ნაშთები, სამარხები, ქვევრები, წყლის სისტემის უძველესი მილები, ბრინჯაოს სამკაულები, კერამიკა, ობსიდიანისა და კაჟის ქვები გამოვლინდა. პიტიხშების კომპლექსის კვლევა, […]

,,ქართული გალობა” საუკეთესოებს დააჯილდოვებს

ფონდი „ქართული გალობა“ საუკეთესოებს დააჯილდოვებს. 9 ივლისს ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის კულტურის სფეროში ღვაწლმოსილი ადამიანები გამოვლინდებიან. „ქართული გალობის“ ყოველწლიური კონცერტი-დაჯილდოვება „ქართული სიმღერა – კაცობრიობის საგანძური“ მესამედ ჩატარდება. ფონდი ქართული კულტურის – ხალხური სიმღერის, მრავალხმიანი გალობისა და ხალხური ცეკვის პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ღვაწლმოსილ ადამიანებს ფულადი პრიზებით დააჯილდოვებს. რუსთაველის თეატრში გამართულ საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობას […]

ქართველი ბალერინა დიდი თეატრის სოლისტი გახდა

ქართველი ბალერინა ანა ტურაზაშვილი მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტი გახდა. ინფორმაციას თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი ავრცელებს: “ჩვენი ანა ტურაზაშვილი მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტი გახდა. ვულოცავთ ანას და წარმატებულ შემოქმედებით კარიერას ვუსურვებთ!” ქართველი მოცეკვავე ყურადღების ცენტრში ჯერ კიდევ წლის დასაწყისში მოექცა, როდესაც უცხოურმა ჟურნალმა “Dance Magazine” ანა იმ 25 ახალგაზრდა მოცეკვავეს შორის მოახვედრა, ვინც აუცილებლად უნდა […]

სუხიშვილები ნიცაში იცეკვებენ

მხარდაჭერა სუხიშვილებს!

ქართული ნაციონალური ბალეტი “სუხიშვილები” ნიცაში იცეკვებენ. ანსამბლი კონცერტს ქველმოქმედებისთვის გამართავს. მოცეკვავეებთან ერთად საღამოში მონაწილეობას მიიღებენ პარიზის წმიდა თამარ მეფის სახელობის ტაძართან არსებული ანსამბლი “თამარიონნი”, მომღერალი ელგა ფორჩხიძე და მეცო სოპრანო ნონა ჯავახიძე. ღონისძიების ორგანიზატორი საქართველოს დასავლეთ ევროპის ეპარქიაა. – ის, რომ შორს ვართ, არ ნიშნავს რომ უძლურნი ვართ! – აცხადებენ ევროპაში მყოფი ქართველები. 4 ივლისს […]

მოკაფიავეები თბილისში ჩამოვიდნენ

ფშაველი და ხევსური მოკაფიავეები თბილისში ჩამოვიდნენ. 2 ივლისს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ფოლკლორის ბაღში კაფია-გალექსების საღამო გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ფშაველი და ხევსური მოკაფიავეები მართა ჭინჭარაული, დათო თეთრაული, ცოტნე ალბუთაშვილი, გია არაბული, ტრისტან მახაური, მიშა ღანიშაშვილი, მარიამ ხუცურაული, ილო ფხოველი, გიო ზვიადაური, ადამ ბექაური, შოთა ქუმსიაშვილი, ვაჟა ზურაბაშვილი, თამარ ზურაბაშვილი, ნოდარ ოდიშელიძე, ზაურ წოწკოლაური, ბაბუა […]