კატეგორია: კინო

ქართულმა ფილმმა საფრანგეთში გაიმარჯვა

ქართულმა ფილმმა საფრანგეთში გაიმარჯვა

საფრანგეთში ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ყოველწლიურ ფესტივალზე „Oenovideo“ ქართულმა ფილმმა “საქართველო ღვინის სამშობლო“ გაიმარჯვა. მან სპეციალური პრიზი დაიმსახურა. ფილმის რეჟისორი ალეკო გაბუნიაა, ხოლო იდეის ავტორი – დავით ტყემალაძე. ქართული სამეცნიერო მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი „საქართველო ღვინის სამშობლო“ ნომინირებული იყო მეღვინეობა-მევენახეობისადმი მიძღვნილი ფოტოგრაფიისა და კინემატოგრაფიის მსოფლიოში ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ფესტივალზე „Oenovideo“. „Oenovideo“, ყოველწლიურად, საფრანგეთში, კერძოდ, ქალაქ მარსელის […]

შეაფასეთ გიგა ბოკერიას სამსახიობო მონაცემები

შეაფასეთ გიგა ბოკერიას სამსახიობო მონაცემები

ალბათ ბევრმა არ იცის, რომ პოლიტიკოს გიგა ბოკერიას პოლიტიკაში მოღვაწეობის სტაჟთან ერთად, სამსახიობო კარიერაც აქვს. 1997 წელს რეჟისორმა გიორგი ცინცაძემ ის გადაიღო ფილმში “ბუზი”, სადაც ქორწილის სცენაში ნეფის როლი შეასრულა და იქაც გიგა ჰქვია. გიორგი ცინცაძის 17-წუთიან ფილმში გიგა ბოკერიასთან ერთად თსუ-ს ყოფილი რექტორი გიორგი ხუბუაც მონაწილეობს.

ზურა პირველი ლონდონში საუკეთესო მსახიობად დაასახელეს

ზურა პირველი ლონდონში საუკეთესო მსახიობად დაასახელეს

ქართველი მსახიობი ზურა პირველი ლონდონში გამართულ საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო მსახიობად დაასახელეს. ჯილდო მსახიობმა ECG (Eurasian Creative Guild) კინოფესტივალზე მოკლემეტრაჟიან ფილმში “Behind the doors” – “კარს უკან” კაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის მიიღო. ფესტივალი ლონდონში ჩატარდა. ფილმი ქართულ-ფრანგული პროექტია და ის 2017 წლის ზაფხულში საფრანგეთში გადაიღეს.

ტასო თოლორდავას ფილმი “ოქროს პეპელას” გამარჯვებულია

ტასო თოლორდავას ფილმი "ოქროს პეპელას" გამარჯვებულია

მსახიობ კოტე თოლორდავას შვილის ტასო თოლორდავას ფილმი “სიზმარი” ფესტივალ “ოქროს პეპელას” გამარჯვებული გახდა. ტასომ გაიმარჯვა ნომინაციაში ”საუკეთესო ფილმი” 13 წლამდე ასაკის კინორეჟისორისათვის. ინფორმაცია კოტე თოლორდავას მეუღლემ განო მელითაურმა გაავრცელა: “საუკეთესო ფილმიო! ჩემი გოგონა ფესტივალ “ოქროს პეპელას” გამარჯვებულია!”

ლევან გელბახიანი კანის კინოფესტივალის რჩეულ ვარსკვლავებშია

ლევან გელბახიანი კანის კინოფესტივალის რჩეულ ვარსკვლავებშია

ქართველი მსახიობი ლევან გელბახიანი წლევანდელი კანის საერთაშორისო კინოფესტივალის რჩეულ ვარსკვლავთა შორის დასახელდა. ამერიკულმა ჟურნალმა W იმ 15 განსაკუთრებული ვარსკვლავის ჩამონათვალი გაავრცელა, რომლებიც ფილმებში გამორჩეულად თამაშობენ და საზოგადოების ყურადღების ცენტრშიც მოექცნენ. ანტონიო ბანდერასის, უილემ დეფოს, ლეონარდო სბარაგლიას, რობერტ პატინსონის და სხვა მსახიობების გვერდით დასახელდა ლევან გელბახიანი ლევან აკინის ფილმში “და ჩვენ ვიცეკვეთ” ნათამაშევი როლისთვის. ფილმის პრემიერამ კანში […]

“გაღმა ნაპირი” აფხაზურად

"გაღმა ნაპირი" აფხაზურად

გიორგი ოვაშვილის ფილმი “გაღმა ნაპირი” აფხაზურად ითარგმნა. საქართველოსა და აფხაზეთის კონფლიქტის თემაზე შექმნილი ფილმი არაერთი საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულია. აფხაზეთიდან დევნილი 12 წლის ბიჭი თბილისიდან აფხაზეთში მამის საძებნელად მიემგზავრება. გიორგი ოვაშვილის ფილმის აფხაზურენოვანი აფიშა უკვე მზად არის და სულ მალე მას ოკუპირებულ აფხაზეთშიც ნახავენ.

უახლესი ინფორმაცია კინო “რუსთაველთან” დაკავშირებით

კინოთეატრი "რუსთაველი" იყიდება

კინო “რუსთაველთან” დაკავშირებით საზოგადოების ღელვა არ ცხრება. მათი მიზანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობის დაცვაა. უახლეს ინფორმაციას ირაკლი კუპრაძე ავრცელებს: “ვიყავით კინოთეატრ “რუსთაველთან” და შევხვდით კომპანიის წარმომადგენლობას. კინო “რუსთაველი” კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სადაც 1939 წლიდან ფუნქციონირებს კინო და არქიტექტურულად არის უნიკალური და გამორჩეული ღირებულების მატარებელი ძეგლი თბილისისთვის. რამდენიმე ფაქტი, რაც ყველაფერს ნათელს ფენს: 1. […]

გაგა ჩხეიძის ახალი თანამდებობა

გაგა ჩხეიძის ახალი თანამდებობა

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის დირექტორს გაგა ჩხეიძეს ახალი თანამდებობა აქვს. ის საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორად დანიშნეს. ინფორმაცია ამის შესახებ გაგა ჩხეიძემ თავად გაავრცელა: “წუხელ, ოფიციალურად გადმომცეს ქართული კინოს მართვის სადავეები, სხვა სიტყვებით კი – დამნიშნეს ეროვნული კინოცენტრის დირექტორად (მინისტრის ბრძანება N 351/კ). გამოცხადებული ნდობისთვის მადლობას ვუხდი ყველა ჩემს მხარდამჭერს. მოწინააღმდეგეებს კი ვთხოვ, არც ერთი წუთით არ […]

“კინო რუსთაველის ისტორიული ფასადის დემონტაჟი დაიწყო!”

"კინო რუსთაველის ისტორიული ფასადის დემონტაჟი დაიწყო!"

ინფორმაციას კინო რუსთაველის ისტორიული ფასადის დემონტაჟის დაწყების შესახებ მთაწმინდის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი გრიგოლ გეგელია ავრცელებს: “კინო რუსთაველის ისტორიული ფასადის დემონტაჟი დაიწყო! კიდევ ერთხელ, ჩვენს თვალწინ უპასუხისმგებლო პოლიტიკა მთაწმინდის უნიკალურ ძეგლს მოსპობით ემუქრება! კინო “რუსთაველის“ ძეგლი მაღალი ისტორიული, კულტურული და არქიტექტურული ღირებლების მატარებელია. ის უნიკალურ სტილს – ე.წ. პოსტკონსტრუქტივიზმს წარმოადგენს, რომლის ნიმუშიც ქალაქში სულ რამოდენიმეღა შემოგვრჩა! […]

ნახეთ რა დღეშია კინო “რუსთაველი”

ნახეთ რა დღეშია კინო "რუსთაველი"

ძეგლის სტატუსის მქონე კინოთეატრი “რუსთაველი” ძველმა მფლობელმა გაყიდა. რეჟისორი მაია კიკაბიძე შენობის ახალ ესკიზებს აქვეყნებს და მისი დამაახინჯებელის ავტორის ვინაობის გამხელას ითხოვს: “ვინ არის ახალი მფლობელი? ძველმა გაყიდა და ახალი ვინ არის? ყველაფერი შეიძლება ასე დააარქიტექტურონ? პანორამა თბილისის უნდა მოარგონ ყველა ძეგლი? გაქრება თუ არა კინოთეატრი „რუსთაველი“ – ბოლო კინოთეატრი, რომელიც თითქმის 80 წლის წინ, […]