კატეგორია: კინო

ბათუმის კინოფესტივალს საპატიო სტუმრები ეყოლება

BIAFF ბათუმის კინოფესტივალს წელს რამდენიმე საპატიო სტუმარი ეყოლება, მათ შორის: პოლ შრედერი (Paul Schrader) – ცნობილი ამერიკელი სცენარისტი და რეჟისორი. მუშაობდა მარტინ სკორსეზესთან და არის ისეთი ფილმების სცენარისტი, როგორიცაა – „ტაქსის მძღოლი“, „ცოფიანი ხარები“, „ქრისტეს უკანასკნელი ვნებანი“ და ა.შ. შრედერი არის ასევე 18 მხატვრული ფილმის რეჟისორი. მას მრავალი ჯილდო აქვს მიღებული საერთაშორისო ფესტივალებზე, NYC კინოკრიტიკოსთა […]

კინოთეატრი “აპოლო” იყიდება

კინოთეატრი "აპოლო" იყიდება

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე კინოთეატრი “აპოლო” იყიდება. “აპოლო” თბილისში 1909 წელს გაიხსნა და იმ დროისთვის ყველაზე დიდი კინოთეატრი იყო ევროპაში. წლების წინ შენობაში ხილ-ბოსტნეულის მაღაზია იყო გახსნილი. უნიკალური შენობის გადასარჩენად არაერთი აქცია გაიმართა, თუმცა უშედეგოდ. ინფორმაციას “აპოლოს” გაყიიდვის შესახებ ეროვნული კინოცენტრის დირექტორი გაგა ჩხეიძე ავრცელებს: “ვინ იყიდის აპოლოს? მხოლოდ 12 მილიონი დოლარი ღირს… როცა 3 […]

მხატვარი ილია საჯაია „ფორსაჟი 9-ის” გადამღებ ჯგუფშია

მხატვარი ილია საჯაია „ფორსაჟი 9-ის” გადამღებ ჯგუფშია

მხატვარი ილია საჯაია, რომელიც უგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მხატვარია „ფორსაჟი 9-ის (Fast and Fourious) გადამღებ ჯგუფში აიყვანეს. „ფორსაჟი 9-ის” გადაღებები თბილისში და რუსთავში მიმდინარეობს.

გაეცანით ბათუმის კინოფესტივალის მხატვრული ფილმების საკონკურსო პროგრამას

გაეცანით ბათუმის კინოფესტივალის მხატვრული ფილმების საკონკურსო პროგრამას

BIAFF 2019 – ბათუმის კინოფესტივალის მხატვრული ფილმების საკონკურსო პროგრამა და ჟიური უკვე ცნობილია. ბათუმის საავტორო ფილმების რიგით მე-14 საერთაშორისო კინოფესტივალის მენეჯმენტმა დაასრულა ფილმების შერჩევა 2019 წლის საერთაშორისო კონურსის პროგრამისთვის. ბათუმის კინოფესტივალი ტარდება 2019 წლის 15-22 სექტემბერს. ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006 წელს დაარსდა და მისი ორგანიზატორია – ბათუმის ხელოვანთა სახლი “არგანი”, ოფიციალური პარტნიორი – ბათუმის მერია. […]

BIAFF კინოფესტივალის საერთაშორისო ჟიურის შემადგენლობა ცნობილია

BIAFF 2019 - შერჩეული პროექტები

BIAFF 2019 – ბათუმის საავტორო ფილმების მე-14 საერთაშორისო კინოფესტივალი  2019 წლის 15-22 სექტემბერს გაიმართება.  მისი ორგანიზატორია  ბათუმის ხელოვანთა სახლი “არგანი”, ოფიციალური პარტნიორი კი ბათუმის მერიაა. BIAFF კინოფესტივალის საერთაშორისო ჟიურის შემადგენლობა უკვე ცნობილია. საკონკურსო  სექცია მოიცავს მხატვრულ, დოკუმენტურ და მოკლმეტრაჟიანი ფილმების სექციებს.   ჟიურის შემადგენლობა ასეთია:   BIAFF საერთაშორისო მხატვრული ფილმების კონკურსი  1. ალექსანდრე მინდაძე, რუსეთი – […]

კორეული ფონდის გრანტი მარიამ ხაჭვანს

კორეული ფონდის გრანტი მარიამ ხაჭვანს

ქართველ რეჟისორს მარიამ ხაჭვანს კორეულმა ფონდმა გრანტი გადასცა. სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის პროექტისთვის “ჩემი მეზობელი ანა” კორეულმა ფონდმა პროექტის განვითარების გრანტი – 5000 დოლარი ქართველ რეჟისორს მიანიჭა. მარიამ ხაჭვანი: “ჩვენმა ახალმა დოკუმენტურმა პროექტმა მიიღო განვითარების გრანტი კორეაში. ახლა, ამათ დაამახსოვრებინე ჩემი გვარი.”

“და ჩვენ ვიცეკვეთ” ოსკარზე

ლევან აკინის ფილმი “და ჩვენ ვიცეკვეთ”, რომლის მსოფლიო პრემიერაც კანის კინოფესტივალზე გაიმართა, შვედეთმა ოსკარზე წარადგინა. ქართულ-შვედურ-ფრანგული კოპროდუქცია სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალებზე უკვე ნახეს და დააჯილდოვეს კიდეც. ფილმი ახალგაზრდა მოცეკვავის მერაბის ცხოვრების შესახებ გვიყვება, რომელიც რადიკალურად იცვლება, როდესაც მას ამბიციური მეტოქე შეუყვარდება.

BIAFF 2019 – შერჩეული პროექტები

BIAFF 2019 - შერჩეული პროექტები

BIAFF 2019 – კინოფესტივალის ინდუსტრიულ პლატფორმაზე ”ალტერნატიული ტალღაზე” შერჩეული პროექტები ცნობილია. მენეჯმენტმა დაასრულა პროექტების შერჩევა. შერჩეულ იქნა 8 პროექტი – 6 საქართველოდან, 1 თურქეთიდან და  1 უკრაინიდან. “ალტერნატიული ტალღა” “ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის” ფარგლებში 2019 წლის 18-22 სექტემბერს ბათუმში გაიმართება. ალტერნატიული ტალღა 2019 წლის გამოშვებისათვის შერჩეული პროექტებია: 1. აკვარიუმი – რეჟისორი და პროდიუსერი თორნიკე ბზიავა. 2. […]

ლევან გელბახიანი საუკეთესო მსახიობად დაასახელეს

ლევან გელბახიანი საუკეთესო მსახიობად დაასახელეს

მსახიობი ლევან გელბახიანი ფილმში “და ჩვენ ვიცეკვეთ” შესრულებული მთავარი როლისთვის საუკეთესო მსახიობად დაასახელეს. რეჟისორ ლევან აკინის ქართულ-შვედურ-ფრანგული კოპროდუქცია კანის კინოფესტივალზე გამართული მსოფლიო პრემიერის შემდეგ, სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალში მონაწილეობდა. კინოფესტივალმა გამარჯვებულების დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალი გამართა. ფილმში “და ჩვენ ვიცეკვეთ” შესრულებული მთავარი როლისთვის საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ჯილდო “სარაევოს გული” ლევან გელბახიანს გადაეცა. ქართველი მსახიობი კანის კინოფესტივალის რჩეულ […]

საქართველოს ოსკარზე “შინდისი” წარადგენს

საქართველოს ოსკარზე "შინდისი" წარადგენს

ოსკარზე საქართველოს უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში დიტო ცინცაძის ფილმი “შინდისი” წარადგენს. ინფორმაცია ამის შესახებ ფილმის პროდიუსერმა ედმონდ აბაშიძე-მინაშვილმა გაავრცელა: “საქართველოს ოსკარზე “შინდისი” წარადგენს! დიდი მადლობა ჟიურის, 12-დან 10 ხმა “შინდისმა” აიღო!”