FACE ნიუსები

ბექა გოჩიაშვილი: “არსად გაქცევას არ ვაპირებ!”

მუსიკოსი ბექა გოჩიაშვილი, რომელმაც თავისი ვირტუოზული ნიჭით საქართველო მთელ მსოფლიოს გააცნო, აცხადებს, რომ მისთვის მთავარი საქართველოა: “არანაირი მუსიკა, არანაირი პროფესია, არანაირი კარიერა, არანაირი სახის ბენეფიტი არ უდრის სახელმწიფოებრიობისთვის ბრძოლის დროს გამარჯვების შეგრძნებას. საქართველო და პრინციპი უპირველეს ყოვლისა! ბოლომდე გვერდში გიდგავართ, არსად წასვლას და გაქცევას არ ვაპირებ! დღეს, როგორც ყოველთვის, ჩემი მუსიკაც და პროფესიაც ჩემი ქვეყნის […]

სოფო ბათილაშვილის განმარტება

“მხოლოდ ქართულის” პირველი სეზონის გამარჯვებული სოფო ბათილაშვილი საჯარო განმარტებას აკეთებს: “პირველი: გუშინდელი ქმედება სახელმწიფოს მხრიდან იყო, მსუბუქად რომ ვთქვათ, უკანონო. მეორე: ვინც და როცა არ უნდა იჯდეს ხელისუფლებაში, ყველას ყოველთვის მოეთხოვება პასუხი თავის ქმედებებზე. მესამე: მე მივდივარ აქციაზე ჩემი ხმის და სიტყვის თავისუფლების დასაცავად. მეოთხე: მონობაში არსებობას მირჩევნია კორონა შემეყაროს. მეხუთე: ცალ ფეხზე მკიდია რომელ […]

ნინო ქათამაძის გულითადი თხოვნა

მომღერალი ნინო ქათამაძე თითოეულ ადამიანს გულითადი თხოვნით მიმართავს: “ძვირფასებო, ხვალ, 8 ნოემბერს დღის 3 საათზე ჩვენვე უნდა გადავწყვიტოთ, როგორი ცხოვრება გვინდა. შვილების ბედნიერებით განათებული ქვეყანა, ფერადი სახლები, ყვავილებით სავსე ქუჩები, მუსიკით და ლექსებით სავსე საღამოები. თუ, ნაცრისფერი კედლები, უბედური მშობლები, გაძარცვული სახლები, ბნელი ღამეები, მკვდარი ყვავილები. ხვალ, ჩვენი ფასეულებების ბრძოლის დღეა. თუ ვერ შეძლებთ მოსვლას, […]

მიხეილ ზაქარიაშვილის მიმართვა კოლეგებს

მომღერალი და კომპოზიტორი მიხეილ ზაქარიაშვილი თავის კოლეგებს საჯაროდ მიმართავს: “ჩემს კოლეგებს მივმართავ – ყველაზე კარგად თქვენ იცით, რა კომპოზიტორი ვარ. ის, რომ მე ტელევიზიით არ გამოგყავართ, მოგწონთ თქვენი საქციელი? არა უშავს, სანთელ-საკმეველი თავის გზას მაინც იპოვნის, მეც მექნება ჩემი თეატრი, მაგრამ თქვენ ჩემი მეგობრები აღარ იქნებით! ყველა, ვინც დღეს მოღვაწაობს შოუ ბიზნესში, ჩემი დიდი ხნის […]

შოთა გლურჯიძის არაჩვეულებრივი ინიციატივა

მხატვარი შოთა გლურჯიძე არაჩვეულებრივი ინიციატივით გამოდის: “ამ საარჩევნო ფლაერების და ფერადი ბროშურების ბეჭვდას სიაფანდი დაპირებებით და სიფათებით, გოგებაშვილის “დედა ენა” დაგებეჭდათ და გაგეგზავნათ საინგილოში, ქართულ თურქეთში, ფერეიდანში და სხვა ქართველებით დასახლებულ ადგილებში არ იქნებოდა ურიგო.”

საბა საფარელი: “ვეღარ ვუკრავ”

ქუჩის მუსიკოსი და მომღერალი საბა საფარელი აცხადებს, რომ ვეღარ უკრავს, რადგან მისი დაკვრა და სიმღერა დღეს არავის უნდა: “რა თქმა უნდა, ვეღარ ვუკრავ… ვის უნდა დღეს ეს?! ვრჩები ისევ უმუშევარი გაურკვეველი ვადით. რით გადავიხდი ბინის ქირას, ან როგორ გავაგრძელებ ცხოვრებას, იცის მხოლოდ ღმერთმა. მე სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლე. მხოლოდ ამის გააზრება მაცოცხლებს… …დავუკარი მარჯანიშვილზე და […]

ზურა პირველი: “სრულიად აბსურდული აკრძალვებია!”

მსახიობი ზურა პირველი დარწმუნებულია, რომ სრულიად აბსურდული აკრძალვებია ხელოვნების სფეროში: “სრულიად აბსურდული აკრძალვებია ხელოვნების სფეროში – მუსიკოსები ლამის შიმშილობენ. ზოგან ჩახუტული ბრბო და ჭყლეტვა დაშვებული და უსაფრთხოა, როცა ბარები და კლუბები, სადაც ბევრად უფრო მარტივია დისტანციის შენარჩუნება, დაკეტილია. იაფ ავიაკომპანიებს, რომლებიც ჩვენნაირი გაჭირვებული ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ისეთი პირობები შეუქმნეს, რომ იძულებულნი გახდნენ, დაეტოვებინათ ქვეყანა. […]

ლევან ღვინჯილიას საყვედური “რანინას”

ენათმეცნიერი ლევან ღვინჯილია მუსიკალურ შოუს “რანინას” საყვედურობს: “ვინმემ ხომ არ იცით, რა ენაზე მღერიან? ამ ცნობილ ანსამბლს მეტი პასუხისმგებლობა მართებს, როცა მისთვის ხელმიუწვდომელ ენაზე მღერის. რა პრობლემა იყო ტექსტის გამართვა? უხერხულია ამის საჯაროდ გამოტანა. არ გეკადრება, დავით, შენი პრეტენზიის მქონე ლოტბარს, მეგრულისადმი ასე აგდებული დამოკიდებულება, იმასაც რომ თავი დავანებოთ, რომ ამ სიმღერის წმინდად ეროტიკული შინაარსი […]

თიკა მახალდიანი: “ამდენ ხანს ხმას არ ვიღებდი!”

მომღერალი თიკა მახალდიანი დუმილს არღვევს და საჯაროდ საუბრობს მისთვის ყველაზე მტკივნეულ  თემაზე. მისი დედა – თამუნა ანთელავა აღდგომის დღესასწაულზე ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა: “ამდენ ხანს ხმას არ ვიღებდი ამ თემაზე და ეხლა ძალიან გაბრაზებული ვარ! დღეს სასამართლოზე არ დაუშვეს არც ჩემი მეუღლე, არც დეიდაშვილი და არც ჩვენი ადვოკატი. არ ვიცი, მოიგონეს თუ მართლა პანდემიის გამო, სხვაგან […]

გია როინიშვილი: “რატომ ხართ ჩუმად?!”

მსახიობ გია როინიშვილს მიაჩნია, რომ ახლა გაჩუმება დანაშაულია, რადგან კრიმინალები მეცნიერებს მიადგნენ: “ყველაფერზე წავლენ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის – საკუთარი კეთილდღეობისთვის ეს კრიმინალები! მეცნიერებს მიადგნენ… რატომ ხართ ჩუმად?! თუმცა ეს ის ქვეყანაა, სადაც საყდრისი მეცნიერების ხელისმოწერით ააფეთქეს! ასე იყო 37-შიც – ერთმანეთზე ,,წერდნენ” და ერთმანეთს ახვრეტინებდნენ… მერე ეკითხებოდნენ, რატომ ხდებოდაო? – დრო იყო ასეთიო! ახლაც დროა ასეთი! […]