ოქროს ფონდი

ირაკლი (შმაგი) დოლიძე – საოცარი ბიჭი საოცარი ამბით

ირაკლი (შმაგი) დოლიძე - საოცარი ბიჭი საოცარი ამბით

ირაკლი (შმაგი) დოლიძე საოცარი ბიჭია საოცარი თავგადასავლით. ეს ის ბიჭია, 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე რუსულ ტანკს ჯოხს რომ ურტყამს, უკან დაიხიეთო, ეს ის ბიჭია, 9 აპრილის ღამეს საქართველოს პარტიარქი ილია მეორე რომ გაიყვანა მიტინგიდან… მის საოცარ ამბავს კი მწერალი ნაირა გელაშვილი გიამბობთ წერილში “შმაგი”, რომელიც 1989 წელს დაიწერა: “ეს ფეთქებადი, თითქმის შემაშინებელი სახელი ერქვა ირაკლი […]

ოტია იოსელიანი სამშობლოზე

ოტია იოსელიანი ქალებზე

მწერალ ოტია იოსელიანს სამშობლოზე და მის სიყვარულზე თუ ჰკითხავდით, უმოკლეს პასუხს გაგცემდათ: “სამშობლოს სიყვარულზე არ უნდა ვლაპარაკობდეთ” – “სიყვარულსა მალვა უნდა, ვითა ცხენსა ნაპარავსა” – დააყოლებდა. “არტ ინფო” გთავაზობთ ოტია იოსელიანის ჩანაწერებს სამშობლოზე: “…სამშობლოს სიყვარულს უნდა ვქმნიდეთ. რა იგულისხმება “ვქმნიდეთ”-ში? “საქმემან შენმან გამოგაჩინოს შენ!”. საქმემან შენმან უნდა გამოაჩინოს სამშობლოს სიყვარული, რომ თქვან (შენ კი არა), […]

ძალიან კარგი ისტორია დიდუბის ტაძარზე

ძალიან კარგი ისტორია დიდუბის ტაძარზე

დიდუბის ტაძარი – ულამაზესი ეკლესია არაერთხელ აღმოჩენილა ჟურნალისტების ყურადღების ეპიცენტრში. აი, რას წერდა გაზეთი „კვალი“ 1893 წელს ამ დიდებულ ეკლესიაზე: “დღევანდელი დიდუბის ტაძარი სრულიად არ მიემზგავსება იმ ტაძარს, რომელიც თამარ მეფის დროს იყო აგებული, თუ არ ვცდებით, მამა მისის გიორგი მესამისაგან. მანვე აღუგო აქ სასახლე და შვენიერი წალკოტი თავის ქალს, რომელიც იზრდებოდა იქვე, განსაკუთრებით მისთვის […]

ენამოსწრებული აკაკი წერეთელი

დამეხსენი, ჩრდილოელო! - აკაკი წერეთელი

აკაკი წერეთელი თავისი ენამოსწრებულობით კოლეგების წრეში კარგად იყო ცნობილი. “არტ ინფო” მგოსნის ერთ-ერთ ასეთ ამბავს გთავაზობთ: “დიდი მოურავის” ავტორი სიმონ ქვარიანი უცხოეთში იმყოფებოდა. როცა სამშობლოში დაბრუნდა, მწერალთა წრეში თქვა: – ჩვენი ენიდან უნდა ამოვიღოთ ისეთი ასო-ბგერები, რომლებიც უცხოურში არ იხმარება, მაგალითად, ძ, ჭ, ჯ და სხვები. აკაკი წერეთელმა ყურადღებით მოუსმინა, შემდეგ წამოდგა და დაიწყო: – […]

ევგენი მიქელაძე – რეპრესიების სამაგალითო მსხვერპლი

ევგენი მიქელაძე - რეპრესიების სამაგალითო მსხვერპლი

დირიჟორი ევგენი მიქელაძე 1937 წლის რეპრესიების ერთ-ერთი ყველაზე სამაგალითო მსხვერპლი გახდა. 34 წლის მაესტრო ღირსებას და მუსიკის სიყვარულს შეეწირა, თუმცა ხანმოკლე ბიოგრაფიაში მოასწრო ძალიან ბევრი – ეროვნული სიმფონიური ორკესტრის და თბილისის ოპერის თეატრის უმაღლეს შემოქმედებით საფეხურზე აყვანა, საქართველოში მაღალი ხელოვნების განვითარებისთვის უზარმაზარი ამაგის გაღება და ხალხის სიყვარული, რომელიც დღესაც ლაიტმოტივად გასდევს მუსიკალურ ცხოვრებას ჩვენს ქვეყანაში. […]

უსაყვარლესი ნიკო გომელაური

უსაყვარლესი ნიკო გომელაური

მსახიობი და პოეტი ნიკო გომელაური ათასობით გულშემატკივრის ყურადღებითა და სიყვარულით სიცოცხლეშივე იყო განებივრებული. პოპულარობაზე ის ყოველთვის გულწრფელად საუბრობდა: “არასოდეს მიოცნებია “ოსკარის” მიღებაზე, რადგან ვიცი, რომ ეს ბედნიერება არ მელის. ვოცნებობ იმაზე, რომ არსებობდეს იმქვეყნიური ცხოვრება, სადაც ადრე თუ გვიან უამრავ საყვარელ ადამიანს შევხვდები და მივესიყვარულები… ასეთ რამეზე ღირს ოცნება. სხვა ყველაფერი მიწიერ დონემდე დადის. პოპულარობა […]

ჯანსუღ კახიძის საოცარი შესრულება

ჯანსუღ კახიძის შედევრი, რომელიც ყველა თაობას მოაჯადოვებს

მაესტრო ჯანსუღ კახიძე არა მარტო არაჩვეულებრივი დირიჟორი იყო, არამედ შესანიშნავი მომღერალიც. ია ხურციძე გვიზიარებს ვიდეოჩანაწერს, რომელიც 1993 წლით არის დათარიღებული და უძღვნის ყველას, ვისაც ხელოვნება უყვარს: “1993 წლის 12 დეკემბერი. ამ დღეს ჩვენმა ასოციაცია „მოწამეთამ“ და საკონცერტო ფირმა „კლასიკამ“, თბილისის ოპერის თეატრში გამართა საზეიმო კონცერტი , რომელიც მიეძღვნა სამ ლეგენდარულ ხელოვანს – ნინო რამიშვილს, ოდისეი […]

ნამდვილი გენიოსი – კონსტანტინე გამსახურდია

კონსტანტინე გამსახურდიას უჩვეულო ქორწინება

კლასიკოსი მწერლის კონსტანტინე გამსახურდიას გენიოსობაზე არავინ დავობს – მისი შემოქმედება ამის ნათელი მაგალითია. “არტ ინფო” გთავაზობთ ამონარიდს მწერლის რომანიდან “დიონისოს ღიმილი”: “- წარმართებისა და ბარბაროსების სახელით, არა? – მეუბნება სარკასტიული ღიმილით. – თქვენ ჯერ პირი გამოირეცხეთ, ვიდრე ჯვარით მოქადულ ქართველ ხალხს ახსენდებდეთ. როცა თქვენ ტიბრის ნაპირებზე შიშისაგან ჰკანკალებდით, ჩვენ მცირე აზიაში ვებრძოდით მუსულმანებს და ბაგრატიონების […]

ჯემალ ქარჩხაძე ადამიანის მთავარ მისიაზე

ჯემალ ქარჩხაძე: "რელიგიას ერთი დიდი ნაკლი აქვს"

მწერალი ჯემალ ქარჩხაძე ადამიანის მთავარ მისიაზე თავის ერთ-ერთ ნაწარმოებში “მდგმური” გვესაუბრება: ”ეტყობა, ბევრი ბავშვი იბადება, რაკი ამდენ ბაგასა და ბაღს აშენებენ. ბევრი ბავშვი… მერე რას შვრებიან, რომ იბადებიან? სად მიდიან? არსად. იზრდებიან ნელ-ნელა. კბილებს იცვლიან. განათლებას იღებენ. განათლება თხელ ფენად ედებათ სხეულზე და გამომეტყველებაში და ჩაცმა-დახურვაში იჩენს თავს. მერე დედაკაცებად და მამაკაცებად იქცევიან და სამსახურში […]

აკაკი ბაქრაძის უმნიშვნელოვანესი წერილი

აკაკი ბაქრაძის უმნიშვნელოვანესი წერილი

“არტ ინფო” გთავაზობთ აკაკი ბაქრაძის უმნიშვნელოვანეს წერილს – “ჩვენ არ წავალთ მოსკოვში!”, რომელიც, 1990 წელს არის დაწერილი და, სამწუხაროდ, დღესაც აქტუალურია: “მკითხველი მიხვდა, ალბათ, რომ სათაურად დასმული სიტყვები პერიფრაზია ცნობილი გამოთქმისა – “ჩვენ არ წავალთ კანოსაში”. თუმცა, ისიც შეიძლება ყველამ არ იცოდეს, რას ნიშნავს ეს და ამდენად პატარა განმარტებაა საჭირო. შუა საუკუნეებში გერმანიაშიც ისე იყო, […]