ოქროს ფონდი

მისაბაძი დოდო აბაშიძე

დოდო აბაშიძის განსაკუთრებული პრიზი

მსახიობი დოდო აბაშიძე თავისი სიალალით და გულმოწყალებით კარგად იყო ცნობილი. მისი ნაცნობები ხშირად ყვებოდნენ ისტორიებს, რომ ხელოვანი სრულიად უცხო ადამიანებს ეხმარებოდა. ერთ-ერთი ასეთი ისტორია თბილისის ყოფილმა მერმა ნიკო ლეკიშვილმაც გაიხსენა: “ერთხელ დოდო აბაშიძემ თვითონ მოიყვანა ერთი კაი ბიჭი ჩემთან, ერთ ვაკანსიაზე დასანიშნად. ის ბიჭი გარეთ იცდიდა. რა ჰქვია-მეთქი, დოდოს რომ ვკითხე, რა ვიცი ახლა მეო, […]

ჯემალ ქარჩხაძე ნიჭიერებაზე

ჯემალ ქარჩხაძე: "რელიგიას ერთი დიდი ნაკლი აქვს"

მწერალ ჯემალ ქარჩხაძეს ნიჭიერებასთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო ჩანაწერი აქვს: “ნიჭი იმ ფურცლის ცალი გვერდია, რომლის მეორე გვერდი ბიოლოგიური სიცოცხლეა. ნიჭი არის ადამიანის თვითრეალიზაციის ძალა. თვითრეალიზაციის გარეშე კი ღმერთისკენ მიმავალი გზა ჩაკეტილია. ადამიანის ამოცანა არის სამყაროსა და საკუთარი თავის შეცნობა, რაც არსებითად ერთი და იგივეა. რაც შეეხება მწერალს, მას ერთადერთი რამ მოეთხოვება – შედევრები წეროს. სხვისი […]

ვახუშტი კოტეტიშვილის შესანიშნავად ნათქვამი

ვახუშტი კოტეტიშვილის შესანიშნავად ნათქვამი

პოეტ ვახუშტი კოტეტიშვილის შესანიშნავ ლექსს გთავაზობთ “არტ ინფო”: “მთაწმინდიდან დევნილი მეიდანში ვსახლობ, საიათნოვას მეზობლად, იეთიმ გურჯთან ახლო. ერთი ჭიქა მაღირსე სირაჯხანის დახლო, ხმა ყელში გაჩხერილი ლექსად ავიმაღლო, ჩემს თავს ვუთხრა: გამაგრდი, ნურაფერზე ნაღვლობ, კოჭლობით არ მოკვდები, ქალაქელო ძაღლო!”

გენიალური მიძღვნა იაკობ გოგებაშვილს

დააფასეთ იაკობ გოგებაშვილი ისე, როგორც იმსახურებს!

“დედა ენის” ავტორს იაკობ გოგებაშვილს გენიალურ ლექსს უძღვნის პოეტი შოთა ნიშნიანიძე: გოგებაშვილის “დედა ენა” “ღმერთს როდი შერკინებია, ბიბლიურ სეხნიასავით, სიტყვას კალამი გაუნთო, როგორც ვაზის რქას სასხლავი. – ეს წიგნი ერის ბურჯია! – ხარობენ მამა-პაპანი, ხარმა თქვა: მეც შიგ ჩამდენეთ, ერის მეც ვზიდო ჭაპანი. მოფრინდა შავი მერცხალი ჭიკჭიკით, ყელმოღერებით და წიგნში, როგორც ბუდეში, ჩაფინა იის ღერები. […]

სესილია თაყაიშვილის ორიგინალური ისტორია

სესილია თაყაიშვილის თხოვნა-ანდერძი თბილისელ ტაქსისტს

სესილია თაყაიშვილი ყოველთვის განებივრებული იყო ათასობით ადამიანის სიყვარულით. მის მრავალრიცხოვან თაყვანისმცემელთა შორის დირიჟორი დიდიმ მირცხულავაც გახლდათ. ისინი ერთმანეთთან ახლოს ცხოვრობდნენ. ყოველთვის, როცა სესილია თაყაიშვილის სახლს ჩაუვლიდა, მაესტრო მსახიობის ღია ფანჯარაში იებს ყრიდა. სესილია თაყაიშვილი გაბრაზდა, დირიჟორის ცოლს დაურეკა და უთხრა: – ნატა, გადაეცით თქვენს მეუღლეს, თავი დაანებოს ჩემს ფანჯარაში იების შემოყრას. ამდენი ნაგვის ხვეტით დავიღალე. […]

ნანა ზარდიაშვილის უკარგესი წერილი სამშობლოზე

ნანა ზარდიაშვილის უკარგესი წერილი სამშობლოზე

ჟურნალისტი ნანა ზარდიაშვილი სამშობლოზე – ადამიანის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფასეულობაზე წერს: “ჩემმა ერთმა მეგობარმა სწორედ შენიშნა – სიტყვა “სამშობლო” ამოღებულია თანამედროვე პოლიტიკოსების მეტყველებიდანო. გუშინ “ბესებს” ვკითხულობდი, იქ არის ასეთი პასაჟი, “პროგრესულები” რომელიღაც შეხვედრაზე თანხმდებიან, რომ ცნება ოტეჩესტვო სასაცილო და დრომოჭმულია. ნუ, ღმერთი და ქრისტიანობა, რაღა თქმა უნდა. არადა, როგორ სჭირდება ადამიანს სამშობლო, თუნდაც თავისი იგივეობის, რაობის […]

ლექსი, რომელიც გალაკტიონ ტაბიძეს თავიდან შეგაყვარებთ

ეს არ ეკადრება გალაკტიონს!

ფოტოზე: გალაკტიონ ტაბიძის ჩანაწერი დღიურში გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებაში ძალიან რთულია ერთი რომელიმე ლექსი გამოარჩიო და მას შედევრი უწოდო, რადგან პოეზიის მეფის ლექსების უმრავლესობა ნამდვილად გენიალურია. “არტ ინფო” გთავაზობთ გალაკტიონის მიერ 22 წლის ასაკში დაწერილ ლექსს “ქრისტევ, ქრისტევ” – ეს ლექსი გენიალურ პოეტს თავიდან შეგაყვარებთ: “მწარე ბრძოლის ცეცხლ-ალმურში ელვარებდა ჩემი ხმალი, მე არ მრწამდა ამ ბრძოლაში […]

ოთარ რამიშვილის მხიარული ისტორიები

ოთარ რამიშვილის მხიარული ისტორიები

მომღერალი და კომპოზიტორი ოთარ რამიშვილი ხშირად იხსენებდა – ერთ დღეს ექიმმა მითხრა, ნუ სვამ, თორემ მოკვდებიო და რამდენიმე დღეში თვითონ მოკვდაო. მიხეილ ზაქარიაშვილი ოთარ რამიშვილის მხიარულ ისტორიებს იხსენებს: “ოთარ რამიშვილი არის თბილისელებისთვის და არა მარტო თბილისელებისთვის, მთელი საქართველოსთვის არაჩვეულებრივი სიმღერების ავტორი, განსხვავებული ხმის პატრონი და არაორდინალური კაცი, კოლორიტი რასაც ჰქვია ისეთი ადამიანი, რომელიც ალამაზებდა თბილისს […]

შესანიშნავი წერილი ნოდარ მგალობლიშვილზე

ეძღვნება ნოდარ მგალობლიშვილს: "რამდენი დარდი, წყენა გაჰყვა..."

ნოდარ მგალობლიშვილის სახელი და გვარი ქართული თეატრისა და კინოს ისტორიაში დაუვიწყარია. რეჟისორმა დიმიტრი ხვთისიაშვილმა უნიჭიერეს მსახიობს შესანიშნავი წერილი მიუძღვნა: “პირველად თემურ ჩხეიძის “მოჩვენებანში” ვნახე. პატარა ვიყავი, ბევრი რამ სპექტაკლიდან არ მახსოვს, თუმცა ხუთივე მონაწილე კარგად მახსოვს, კორიფეებიც – ვერიკო ანჯაფარიძესა და აკაკი ვასაძეს ვგულისხმობ, და შემდეგი თაობის უნიჭიერესი სამეული – სოფიკო ჭიაურელი, გივი ბერიკაშვილი და […]

მერაბ კოსტავა ჟურნალისტებზე

საზეპირო მერაბ კოსტავასგან

პოეტი, მუსიკათმცოდნე და ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა ჟურნალისტებზე ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში წერდა: “ჭეშმარიტი ჟურნალისტობა უღრმეს კავშირშია რწმენასთან და ქრისტიანობასთან. იგი პრაქტიკული, ყოფითი ქრისტიანობის თანაარსია. ამიტომაც ლახვარივით უნდა ილესებოდეს თავისუფალი ჟურნალისტის სიტყვა და კალამი. ამ სიტყვის მსახური დაუყოვნებლივ უნდა მიეშურებოდეს ყველაზე მწვავე და საჭირბოროტო ფაქტების მოსაძიებლად, მათ გასაშუქებლად, პირუთვნელობისა და მიუკერძოებლობის ნათელში. ციხე, სასამართლო, ნებისმიერი […]