მუსიკა

პანჩო: “მშია!”

ყურადღებით მოუსმინეთ პანჩოს

მომღერალი ლევან მგალობლიშვილი იგივე პანჩო ათასობით გულშემატკივარს ახალ სიმღერას სთავაზობს სახელწოდებით “მშია”: “გაჩერდა გემი, დაუშვა ღუზა და ეხლა ვხვდები, რატომ მომაწვა მუზა. არ მყოფნის სიტყვები, მერევა ფიქრები და რომ ვუფიქრდები, ვხვდები, რომ მშია. ყოველთვის მქონდა იმის იმედი, რომ თქვენთან ერთად ცაში ვიფრენდი, მაგრამ დღეს მშია. აწიე ღუზა, გავშალოთ ფრთები, ამაზე კარგს მე ვერაფერს გეტყვი დღეს […]

ალექსანდრე ბასილაიას სიმღერის ულამაზესი შესრულება

ალექსანდრე ბასილაია - ზღაპარი სიყვარულისა

არაერთი ულამაზესი სიმღერის ავტორის ალექსანდრე ბასილაიას შემოქმედება გულგრილს არავის ტოვებს, მათ შორის, არც ახალ თაობას. მარიამ ქირიამ კომპოზიტორის მიერ მიუზიკლ “ჩხიკვთა ქორწილისთვის” დაწერილი ზაქარასა და ქეთევანის დუეტი “ანგელოზად მოხვალ” ულამაზესად შეასრულა.

ზურა დოიჯაშვილის უცნობი სიმღერა აღმოჩენილია

ძალიან კარგი ამბავი ზურა დოიჯაშვილზე

მომღერალ ზურა დოიჯაშვილის მიერ შესრულებული აქამდე უცნობი სიმღერა კომპოზიტორმა მიხეილ ზაქარიაშვილმა თავის არქივში აღმოაჩინა: “არა მგონია ზურიკოს ეს სიმღერა მოსმენილი გქონდეთ! ეს მარტო მე მქონდა და დავდე, ჩემს არქივში აღმოვაჩინე…”

თემურ წიკლაურის კლიპი უკანასკნელ სიმღერაზე

თემურ წიკლაურის პორტრეტი ყავის ნალექით

მომღერალმა თემურ წიკლაურმა თავის უკანასკნელ სიმღერაზე კლიპი გადაიღო, თუმცა მისი დასრულება და ათასობით მაყურებლისთვის წარდგენა ვერ მოასწრო. სიმღერა “ყველას რადა ჰკლავ სიკვდილო, რად არ თვითონა ჰკვდებიო” იოსებ ბაიაშვილის ლექსზე კომპოზიტორმა ნუგზარ თუშიშვილმა დაწერა, კლიპი კი ბესო ჩუბინიძემ გადაიღო: “თემოს გარდაცვალებამდე რამდენიმე კვირით ადრე ამ სიმღერაზე კლიპის გადაღება გვქონდა დაგეგმილი. მერე მოულოდნელად ორივე კოვიდით დავავადდით – […]

პანჩოს ახალი სიმღერა

პანჩოს ახალი სიმღერა

მომღერალმა პანჩომ – ლევან მგალობლიშვილმა პანდემიის დროს არაერთხელ უმღერა თავის ერთგულ მსმენელს და არაერთი ახალი სიმღერა შესთავაზა. ტრადიცია არც ამჯერად დაარღვია და მონატრებულ მსმენელს მხიარული სიმღერით გაულამაზა დღე.

თემურ წიკლაურის უკანასკნელი სიმღერა

თემურ წიკლაურის უკანასკნელი სიმღერა

მომღერალ თემურ წიკლაურისთვის უკანასკნელი სიმღერა “ჰერიო, ბიჭებო, ჰერიო” აღმოჩნდა, რომელზეც სპეციალური ვიდეორგოლიც გადაიღო. კლიპის გადაღებები ეთნოგრაფიულ მუზეუმში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა ქვიშით მხატვარმა ნონა გიუნაშვილმაც მიიღო ნონა გიუნაშვილი: “იმდენი რამის თქმა უნდოდა ამ ბოლო კლიპით ჩვენთვის… ახლა ძალიან უცნაურია ამაზე რომ ვფიქრობ და ვაანალიზებ.იმხელა ემოციით მიხსნიდა ამ კლიპის არსს და მნიშვნელობას. უნდოდა ყველა ქართველისთვის შემოეძახა […]

განსაკუთრებული საჩუქარი ნატო გელაშვილს

ნატო გელაშვილი სამართალდამცავ ორგანოს მიმართავს

მომღერალ ნატო გელაშვილს განსაკუთრებული საჩუქარი მიუძღვნეს. შვილებმა ლუკა და გიორგი ჭოხონელიძეებმა დედას დაბადების დღის საჩუქრად ულამაზესი სიმღერა აჩუქეს. ნატო გელაშვილი: “ეს პირველი სიმღერაა, რომელიც დაბადების დღის საჩუქრად მომიძღვნეს… საოცარი განცდა ყოფილა.”

ნატო გელაშვილის სიმღერის ულამაზესი შესრულება

ნატო გელაშვილის სიმღერის ულამაზესი შესრულება

მომღერლისა და კომპოზიტორის ნატო გელაშვილის სიმღერები ძალიან პოპულარულია არა მარტო საქართველოში, არამედ უცხოეთშიც. ამის დასტურია სიმღერის “სიყვარულის საგალობელი” ულამაზესი შესრულება უცხოელების მიერ: “ამ საოცარმა შესრულებამ ცრემლი, ემოცია და სიხარული ერთად მომიტანა. მუსიკას ენა არა აქვს… ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. ამ გალობას “სიყვარულის საგალობელი” ჰქვია… სხვა სახელი ვერ მოვუძებნე…”

ნინო სურგულაძის ულამაზესი შესრულება

ნინო სურგულაძის ულამაზესი შესრულება

ოპერის მომღერალი ნინო სურგულაძე თავისი ულამაზესი ხმითა და უმაღლესი საშემსრულებლო დონით მთელ მსოფლიოს ატკბობს. საოპერო არიების გარდა, ნინო სხვა ჟანრის ნაწარმოებებსაც არანაკლები პროფესიონალიზმით ასრულებს. ამის დასტურია მსოფლიოში ცნობილი სიმღერა “SMILE”. ნინოს ულამაზესი შესრულება სითბოთი აგავსებთ და დაუვიწყარ სიამოვნებას მოგანიჭებთ.

ულამაზესი მიძღვნა ილია მეორეს

მოგისმენიათ პატრიარქისადმი მიძღვნილი ჰიმნი?

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს მომღერალმა ტატო გოდერძიშვილმა ულამაზესი სიმღერა მიუძღვნა. “კათოლიკოს პატრიარქს” – ასე ჰქვია სიმღერას, რომელსაც მომღერალი საქართველოს სულიერ მამას უძღვნის.