
ოპერის მომღერალმა ნინო სურგულაძემ უკრაინელების მხარდასაჭერად უკრაინული იავნანა შეასრულა.
მაესტრო ნიკოლოზ რაჭველმა ეროვნული სიმფონიური ორკესტრი სარეპეტიციო სივრცეში შეკრიბა და უკრაინელი ხალხის, კოლეგების, მეგობრებისა და მათი სუვერენული სახელმწიფოსადმი თანადგომისა და მხარდაჭერის გამოსახატავად საქართველოსა და უკრაინის ჰიმნები შეასრულა. იდეას შეუერთდა უკრაინელების უსაყვარლესი არტისტი ნინო ქათამაძე. ნიკოლოზ რაჭველი: “ირაკლი ჩოლოყაშვილმა ერთი კვირის წინ შემომთავაზა ჰიმნების შესრულების იდეა და, აი, დადგა ის საზარელი დღე, როდესაც ასეთი მიზეზით გვიწევს […]
კომპოზიტორ ბიძინა კვერნაძის შემოქმედებაში იმდენი ძვირფასი მარგალიტია, რთულია მათგან რომელიმე გამოარჩიო. მისი ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია სიმღერა “ვარდები არ არიან”, რომელიც გალაკტიონ ტაბიძის ლექსზე შეიქმნა და ფილმში “დათა თუთაშხია” ჟღერს. ეს სიმღერა არაერთმა ცნობილმა მომღერალმა იმღერა. “არტინფო” კი გთავაზობთ ამ ულამაზესი სიმღერის გასაოცარ შესრულებას უნიჭიერესი ნუცა ციმაკურიძისგან.
მომღერალი თინათინ წერეთელი ერთ-ერთი უნიჭიერესი მომღერალია იმ მრავალთაგან, რომლებიც საზღვარგარეთ არიან და საქართველოს მონატრებულები ულამაზესად ასრულებენ ქართულ სიმღერებს. თინათინის მიერ საუცხოოდ ნამღერი “ახ, ტურფავ, ტურფავ” მის გერმანელ მეგობართან – ანასთან ერთად, კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ, რომ ქართველები ნამდვილად ნიჭიერები ვართ: “მიუხედავად იმისა, რომ გერმანულენოვან სიმღერებს ვწერ, მუდამ მაბედნიერებს ქართული სიმღერების ჩემებურად და ახლებურად არანჟირება. საოცარ ემოციას […]