მოზაიკა

ჯაზის ლეგენდა ჩიკ კორეა გარდაიცვალა

ჯაზის ლეგენდა ჩიკ კორეა გარდაიცვალა

ვირტუოზი ამერიკელი ჯაზ პიანისტი და კომპოზიტორი ჩიკ კორეა 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. უცხოური მედიის ინფორმაციით, ჯაზის ლეგენდა სიმსივნესთან ბრძოლაში დამარცხდა. ექიმებმა მას სიმსივნის იშვიათი ფორმა დაუდგინეს. გრემის ჯილდოზე თითქმის 60-ჯერ იყო წარდგენილი და 23-ჯერ ამ პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გახდა. გენიოსმა მუსიკოსმა მსოფლიოს მუსიკალური სამყარო რადიკალურად შეცვალა. ის გასული საუკუნის 60-იან წლებში ლეგენდარული მაილს დევისის ბენდის […]

ევგენი ლეონოვი თბილისზე

ევგენი ლეონოვი თბილისზე

მსახიობი ევგენი ლეონოვი თბილისში ყოფნისას ჩვენი დედაქალაქით იმდენად მოიხიბლა, რომ თავის ვაჟს საგანგებო წერილიც მისწერა: “ანდრიუშა, თბილისი ქალაქია, სადაც აუცილებლად უნდა ჩამოგიყვანო. აქ პირველად არ ვარ, მაგრამ მახსოვს პირველად რომ ჩამოვედი, უკვე მიყვარდა – არა იმიტომ, რომ ჩემი მეგობრები გია დანელია და ბუბა კიკაბიძე ბევრს მიამბობდნენ თბილისის შესახებ, უბრალოდ ჩემი სათუთი გრძნობები ამ ადამიანებთან ერთად […]

მარკ ტვენის უმაგრესი ისტორია ბანკირებზე

მარკ ტვენის უმაგრესი ისტორია ბანკირებზე

მწერალ მარკ ტვენს ბანკირების მიმართ დიდი სიყვარული რომ არ ჰქონდა, მისი ამ ფრაზიდანაც ჩანს: “ბანკირი ადამიანია, ვინც ქოლგას მაშინ მოგცემს, როცა მზე ანათებს და მაშინვე წაგართმევს, როგორც კი გაწვიმდება.” ერთხელ მარკ ტვენმა ერთ ბანკირთან სანაძლეო დადო. ბანკირს ერთი თვალი შუშის ჰქონდა და მწერალს უთხრა: – თუ გამოიცნობთ, რომელი თვალი მაქვს შუშის, მე თქვენ 5.000-დოლარს მოგცემთ. […]

დიზაინერი პიერ კარდენი გარდაიცვალა

დიზაინერი პიერ კარდენი გარდაიცვალა

მსოფლიო ლეგენდა, ფრანგი დიზაინერი პიერ კარდენი გარდაიცვალა. 98 წლის დიზაინერის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მისმა ოჯახმა გაავრცელა. პიერ კარდენს მსოფლიოს მოდის ნოვატორი უწოდეს, რადგან გასული საუკუნის 60-70-იანი წლების მოდაში სრულიად ახლებური ხედვით შემოიჭრა. მისი ავანგარდული სტილი ნამდვილ სენსაციად იქცა. იგი გეომეტრიული ფორმებითა და მოტივებით ხშირად აიგნორებდა ქალბატონების ფორმებს, რაც ნამდვილი რევოლუცია იყო მსოფლიო მოდაში. პიერ კარდენს […]

ჯონი დეპი სამაგალითოდ დასაჯეს

ჯონი დეპი სამაგალითოდ დასაჯეს

მსოფლიო ვარსკვლავი ჯონი დეპი სამაგალითოდ დასაჯეს. მას შემდეგ, რაც მეუღლესთან ემბერ ჰარდთან კონფლიქტის გამო, სასამართლოში სიარული მოუწია და პროცესიც წააგო, ერთ-ერთმა გავლენიანმა კომპანიამ “ნეტფლიქსმა” თავისი გვერდიდან მსახიობის მონაწილეობით ყველა ფილმი წაშალა. ჯონი დეპის ფანებმა “ნეტფლიქსის” გადაწყვეტილება საჯაროდ გააკრიტიკეს და არასამართლიანი უწოდეს. მსახიობს ყოფილი მეუღლეები დადებითად ახასიათებენ, მისი შვილებიც ინტერვიუებში ყოველთვის აღნიშნავენ, რომ ჯონი მათ მიმართ […]

მარია კალასის განსაკუთრებული ლოცვა

მარია კალასის განსაკუთრებული ლოცვა

მსოფლიო ლეგენდამ მარია კალასმა თავის ცხოვრებაში არაერთი დარტყმა მიიღო. მისი გზა ია-ვარდებით მოფენილი ნამდვილად არ ყოფილა, 53 წლის ასაკში მისი სიცოცხლე დასრულდა. მარია კალასი ცდილობდა ყველა განსაცდელს ღირსეულად შეხვედროდა. მას ჰქონდა ლოცვა, რომელიც თავად მოიგონა: “ღმერთო, მომეცი, რაც გინდა – ცუდი, თუ კარგი, ეს ჩემი ასარჩევი არ არის, მაგრამ მომეცი ძალაც, რომ გავუძლო იმას, რასაც […]

მარია კალასის ყველაზე გულწრფელი აღსარება

ვინ მოკლა მარია კალასი?

მსოფლიო ლეგენდის მარია კალასის ყველაზე გულწრფელი აღსარება მისმა უკანასკნელმა მოსამსახურემ ბრუნამ მოისმინა: “როდესაც სინიორ ონასისმა ღალატი მოინანია და სინიორასთან პატიების სათხოვნელად მოვიდა, მან არ მიიღო. სინიორ ონასისი ჩვენი ფანჯრების ქვეშ სტვენდა არიას ოპერიდან და კენჭებს ესროდა მინებს. სინიორა ფარდის უკან იდგა და ტიროდა, მაგრამ როცა მან კარებზე ზარი დარეკა, საკადრისი პასუხი მიიღო. ამონარიდი კალასის წერილიდან: […]

უნიჭიერესი მერილ სტრიპის უმნიშვნელოვანესი წერილი

უნიჭიერესი მერილ სტრიპის უმნიშვნელოვანესი წერილი

მსოფლიო ვარსკვლავს მერილ სტრიპს თავისი ნიჭიერებით თუ სილამაზით გულშემატკივართა მთელი არმია ჰყავს. სხვა ხელოვანებისგან განსხვავებით, იგი ასაკს არ უშინდება – პირიქით, ამბობს, რომ ცხოვრება 50 წლის შემდეგ იწყება და უმნიშვნელოვანეს წერილს აქვეყნებს: “ძალიან მომწონს ჩემი თავი ისეთი, როგორიც ვარ. არ არის გამორიცხული, რომ სხვას შეიძლება არ მოვწონდე, მაგრამ ეს ნაკლებად მაღელვებს, რადგან ახლა მე თავს […]

ქეთა თოფურია უდიდესი ბედნიერების მოლოდინში

ქეთა თოფურია უდიდესი ბედნიერების მოლოდინში

მომღერალი ქეთა თოფურია უდიდესი ბედნიერების მოლოდინშია. ის მეორე შვილს ელოდება. “ა სტუდიოს” სოლისტმა ჯგუფის ახალ ვიდეოკლიპში “სე ლა ვი” წამოზრდილი მუცელი გამოაჩინა და ცნობისმოყვარეთა ინტერესიც დააკმაყოფილა: “ძალიან ხშირად მეკითხებოდნენ, ვიყავი თუ არა ორსულად. მინდოდა ჩემი ცხოვრების ეს უმნიშვნელოვანესი ამბავი ჩვენი ლამაზი ვიდეოთი გაეგოთ. პირველ შვილზე – ოლივიაზე რომ ვიყავი ორსულად, მაშინაც კლიპით ვამცნე საზოგადოებას ეს […]

ოდრი ჰეპბერნის და იუბერ დე ჟივანშის საოცარი ისტორია

ოდრი ჰეპბერნის და იუბერ დე ჟივანშის საოცარი ისტორია

ულამაზესი მსახიობი ოდრი ჰეპბერნი და საფრანგეთის მაღალი მოდის ერთ-ერთი დამფუძნებელი, დიზაინერი იუბერ დე ჟივანში უახლოესი მეგობრები იყვნენ. დიზაინერი მსახიობზე ყოველთვის განსაკუთრებული ემოციებით იხსენებდა ერთ პატარა, მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ისტორიას: “იმ დღეს, როცა ოდრიმ გაიგო, რომ კვდებოდა, დამიბარა თავის საძინებელში, სადაც უკვე მრავალი თვე იწვა. – მე შენთვის საჩუქარი მაქვს. გავხსენი ყუთი, სადაც იდო პალტო წარწერით: […]