კინო

მერაბ ნინიძის უდიდესი წარმატება

ამერიკული ჯილდო მერაბ ნინიძის სერიალს

ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე თავის წარმატებულ კარიერაში კიდევ ერთ აღიარებას ზეიმობს. ბრიტანეთის დამოუკიდებელი კინოს დაჯილდოების (BIFA) მესვეურებმა დაასახელეს ნომინანტები, რომლებსაც აქვთ შანსი ეს უმნიშვნელოვანესი ჯილდო მოიპოვონ. ნომინანტთა შორისაა მერაბ ნინიძე. იგი მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შემსრულებელთა სიაშია ფილმით “The Courier”. ამ ფილმში მერაბ ნინიძე ცნობილ მსახიობთან ბენედიქტ კამბერბეჩთან ერთად მონაწილეობს. ბრიტანეთის დამოუკიდებელი კინოს დაჯილდოებას უკვე […]

ბათუმის კინოფესტივალმა გამარჯვებულები დააჯილდოვა

ბათუმის კინოფესტივალმა გამარჯვებულები დააჯილდოვა

BIAFF ბათუმის კინოფესტივალის დახურვის ცერემონია და გამარჯვებულების დასახელება საქართველოს კინოაკადემიის დრაბაზში გაიმართა. საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის დახურვის ცერემონიას არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ძალიან შეზღუდული რაოდენობა ესწრებოდა. მათ შორის, ჟიურის წევრები და გამარჯვებული ფილმების წარმომადგენლები. დახურვის ცერემონიის ონლაინ ტრანსლიაცია კი ფესტივალის FACEBOOK გვერდზე მიმდინარეობდა. საერთაშორისო ჟიურიმ პრიზები ოთხ საკონკურსო სექციაში გასცა – საერთაშორისო მხატვრული, დოკუმენტური, მოკლემეტრაჟიანი […]

გამოემშვიდობეთ თბილისის უკანასკნელ ძველ კინოთეატრს

ნახეთ რა დღეშია კინო "რუსთაველი"

სულ მალე თბილისს უკანასკნელი ძველი კინოთეატრიც აღარ ექნება. ინფორმაციას ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელი ავრცელებს: “აბა, გამოემშვიდობეთ თბილისის უკანასკნელ ძველ კინოთეატრს. განაცხადი შეტანილია და ელოდება მშენებლობის ნებართვას. “შენობის ფუნქციები : -1 სარდაფის სართულზე განთავსდება კინოდარბაზი (104 ადამიანზე) . მისი ვესტიბიული, საზოგადო სველი წერტილები, საინჟინრო და დამხმარე ფართები. შენობის ნულ სართულზე კი განთავსდება ცენტრალური კონო დარბაზი (ატრიუმში 165-170 […]

გაეცანით ბათუმის კინოფესტივალის პროგრამას და ფილმების ნახვის ინსტრუქციას

გაეცანით ბათუმის კინოფესტივალის პროგრამას და ფილმების ნახვის ინსტრუქციას

BIAFF 2020 კინოფესტივალი ონლაინ ფორმატში – 15-25 ნოემბერს ჩატარდება. ფესტივალის პროგრამა და ფილმების ნახვის ინსტრუქცია საჯაროა. BIAFF კინოფესტივალი, პანდემიური სიტუაციასთან დაკავშირებული შეზღუდვებიდან გამომდინარე ციფრულ/ონლაინ ფორმატში ტარდება. გთავაზობთ დეტალურ ინფორმაციას ფესტივალის პროგრამის (ფილმების სია) შესახებ, თუ რა პერიოდშია შესაძლებელი ფილმების ნახვა და როგორ უნდა ნახოთ ფილმები ჩვენს პარტნიორ ონლაინ პლატფორმებზე: BIAFF  კინოფესტივალის პროგრამა (ფილმების სია) – http://biaff.org/ge/films  ასევე […]

ბათუმის საავტორო კინოს ფესტივალი ონლაინ ფორმატში ჩატარდება

ბათუმის საავტორო კინოს ფესტივალი ონლაინ ფორმატში ჩატარდება

BIAFF – ბათუმის საავტორო კინოს ფესტივალი ონლაინ ფორმატში 15-25 ნოემბერს ჩატარდება. კინოფესტივალი, რომელიც ტრადიციულად სექტემბერში ტარდება, COVID19 პანდემიის გამო გადაიდო და ფესტივალის ორგანიზება ოქტომბერის მეორე ნახევარში იგეგმებოდა. თუმცა პანდემიურის სიტუაციის კიდევ უფრო გაუარესების გამო, BIAFF კინოფესტივალის მენეჯმენტმა ციფრულ ფორმატზე გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო. კინოფესტივალის ონლაინ ჩვენებებისთვის გამოყენებული იქნება შემდეგი პლატფორმები: – www.festivalscope.com – აქ განთავსდება ფესტივალის […]

ლუკა ჩიქოვანი რომის იმპერატორის როლში

ლუკა ჩიქოვანი რომის იმპერატორის როლში

მომღერალი და მსახიობი ლუკა ჩიქოვანი იტალიელმა რეჟისორმა ჯოვანი ტროილომ მიიწვია ფილმში “power of rome” (რომის ძალა), სადაც მთავარ როლს თამაშობს. ლუკა რომის ერთ-ერთ იმპერატორს ავგუსტუსს განასახიერებს. ლუკა ჩიქოვანი თბილისში დაიბადა, თუმცა წლებია იტალიაში ცხოვრობს. 2018 წელს ფილმი “ბედნიერი ლაზარე”, სადაც მან მთავარი როლი შეასრულა, ოქროს პალმის რტოზე იყო წარდგენილი.

დემნა გვასალია ამერიკულ სერიალში

დემნა გვასალიას ამერიკული ჯილდო

ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია სატელევიზიო სტუდია HBO-ის ახალ მინისერიალში “We are who we are” ყურადღების ცენტრში მოხვდა. იტალიაში მცხოვრები ამერიკელი ახალგაზრდების ყოველდღიურობაზე გადაღებულ სერიალში არის ეპიზოდი, სადაც ფილმის გმირები დემნაზე საუბრობენ: – იცი დემნა გვასალია? – არა, ვშიშობ არ ვიცი. – ის არის ვეტმანის მთავარი დიზაინერი, ახლა კი ბალენსიაგასთვისაც მუშაობს. ის არის ქართველი. მას ახსოვს […]

ზაზა ურუშაძის “ანტონი” ტორონტოს კინოფესტივალზე

ზაზა ურუშაძეს დეზინფორმაციას უვრცელებენ

რეჟისორ ზაზა ურუშაძის უკანასკნელ ფილმს “ანტონი” ტორონტოს ებრაულ კინოფესტივალზე აჩვენებენ. ოქროს გლობუსზე წარდგენილი დრამა რეალურ ისტორიაზეა გადაღებული. ზაზა ურუშაძის ნამუშევარი გერმანელებით დასახლებულ უკრაინის ერთ-ერთ სოფელში ორი ბავშვის – კათოლიკე ანტონისა და ებრაელი იაკობის მეგობრობის ისტორიას გვიამბობს. მსოფლიო პანდემიის გამო, კინოფესტივალი ოქტომბრის  ბოლოს ონლაინ გაიმართება.

ლალი ბადურაშვილის უკანასკნელი როლი

ლალი ბადურაშვილის უკანასკნელი როლი

მსახიობმა ლალი ბადურაშვილმა უკანასკნელი როლი რეჟისორ ბექა სიხარულიძის ფილმში ითამაშა. “From Life to Life” – “სიცოცხლიდან სიცოცხლემდე” – ასე ჰქვია ბექა სიხარულიძის ახალ ნამუშევარს. ფილმის რეჟისორი, სცენარის ავტორი და მთავარი როლის შემსრულებელი თავად ბექა სიხარულიძეა. მსოფლიო პანდემიამ დაბრკოლებები ფილმის შემოქმედებით ჯგუფსაც შეუქმნა, თუმცა ხანგრძლივი მუშაობის პროცესი დასრულდა. ფილმი საერთაშორისო კინოფესტივალებში მონაწილეობისთვის ემზადება. ბექა სიხარულიძის ფილმი […]

ია სუხიტაშვილი გამარჯვებულია

ია სუხიტაშვილი გამარჯვებულია

მსახიობი ია სუხიტაშვილი გამარჯვებულია. ქართველი ხელოვანი სან სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო მსახიობ ქალად დასახელდა. ია სუხიტაშვილმა ეს ჯილდო დეა კულუმბეგაშვილის ფილმში “დასაწყისი” შესრულებული როლისთვის მიიღო. დეა კულუმბეგაშვილის ფილმმა სან სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე რეკორდი მოხსნა – გრანპრი – საუკეთესო ფილმი, საუკეთესო სცენარი, საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო მსახიობი ქალი – ამ ნომინაციებში ჯილდოები სწორედ ქართულმა ფილმმა მიიღო.