FACE ნიუსები

არაჩვეულებრივი ინიციატივა ზურა ბაკურაძისთვის

არაჩვეულებრივი ინიციატივა ზურა ბაკურაძისთვის

ანსამბლ “ქართული ხმების” ტრაგიკულად დაღუპული მომღერლის ზურა ბაკურაძის სახელის უკვდავსაყოფად “ქუჩის ბიჭების” წევრი ზურა ხაჩიძე არაჩვეულებრივ ინიციატივას გვთავაზობს: “მეგობრებო, კოლეგებო და ქართველებო. რამოდენიმე დღეა, რაც ზურა ბაკურაძე გარდაიცვალა, უბედური შემთხვევის გამო. ვფიქრობ, მინდოდა დამეწერა, მაგრამ აქამდე თავი ვერ მოვუყარე სათქმელს, ვინ იყო ზურა და რა გვასწავლა მისმა განვლილმა გზამ. მეტი სითბო, სიყვარული, საკუთარი საგანძურის და […]

თეონა დოლენჯაშვილის პროტესტი “საბას”

თეონა დოლენჯაშვილის პროტესტი "საბას"

მწერალი თეონა დოლენჯაშვილი ლიტერატურულ პრემია “საბას” სამუდამოდ ემშვიდობება: “ძალიან გული მწყდება, რომ სამუდამოდ უნდა დავემშვიდობო ლიტერატურულ პრემია ,,საბა”ს! პრემიას, რომლის ორგზის ლაურეატი ვარ და რომელიც უკვე მესამედ ჩემი პოლიტიკური, თუ რაღაც სხვა მოსაზრებების გამო მბლოკავს. “საბას”, რომელმაც გადაუხვია თავის უმთავრეს ადამიანურ და ლიტერატურულ ღირებულებებს და დაივიწყა ის, რისთვისაც შეიქმნა. ამ პრემიის სათავეებთან იყვნენ დათო ტურაშვილი, […]

ლაშა ონიანის სამართლიანი პროტესტი 

ლაშა ონიანის სამართლიანი პროტესტი 

რეჟისორი ლაშა ონიანი სრულიად სამართლიანად აპროტესტებს კულტურის სფეროში იდეის მიტაცებას და არ მალავს, რომ ტყუილი კულტურაში ბოლო წლებია საკმაოდ მოდებულია: “განა გადარჩევა არ მომხდარა, ან არ მოხდება, უბრალოდ გადარჩევა ხარისხის მიხედვით უნდა ხდებოდეს და არა დაბლოკვით. აღმოსაფხვრელია კონცეპტის და იდეის მიტაცება. სასამართლომდე რაღაც უნდა გიცავდეს, ალბათ სინდისი, რომელიც ნაკლებად შემორჩა კულტურაში მყოფ ჩინოვნიკებს რეჟისორებად გადაქცეულთ, […]

უსამართლოდ გულნატკენი გიორგი უშიკიშვილი

უარი გიორგი უშიკიშვილს ძალიან კარგ პროექტზე

მომღერალი გიორგი უშიკიშვილი უსამართლოდ გულნატკენია. ამის მიზეზი ეთნოგრაფიული მუზეუმიდან მისი სკოლის მენეჯერისა და პედაგოგის უარით გასტუმრებაა: “ეთნოგრაფიულმა მუზეუმმა (კუს ტბაზე), სადაც არაერთ ღონისძიებაში მიმიღია მონაწილეობა, სხვადასხვა მთავრობის დროს, დღეს ჩემი სკოლის მენეჯერი და პედაგოგი უარით გამოისტუმრეს, რომ ჩემმა სკოლის ბავშვებმა და მშობლებმა ბილეთები აიღონ და მუზეუმის ტერიტორიაზე ხალხური სიმღერები შეასრულონ. მიზეზი იყო, რომ სამინისტრო არ […]

თემურ ცაგურია: “დაუფიქრდით საით მიდიხართ”

თემურ ცაგურიას მხიარული ამბავი

მომღერალი თემურ ცაგურია მოუწოდებს თითოეულ ადამიანს კარგად დაფიქრდეს და გააანალიზოს საით მიდის: “როგორ შეიძლება პოლიტიკაში არ ერეოდე და სამშობლოზე ლექსებს წერდე – შემეკითხა ერთი ,,მეგობარი”. პოლიტიკაში იმიტომ არ ვერევი, რომ ძალიან მომწონს სახელმწიფო საქართველო ისეთი, როგორიც არის ახლა. სულ ცოტა 30 ქვეყანაში ვარ ნამყოფი და არც ერთს არ ჩამოუვარდება მრავალი პარამეტრით. გამოდის, რომ თუ პოზიციონერი […]

ქეთათო: “აუცილებლად მივმართავ სასამართლოს”

ქეთათო: "აუცილებლად მივმართავ სასამართლოს"

ირაკლი ჩარკვიანის მეუღლე – ქეთათო პოპიაშვილი საჯაროდ დებს პირობას, რომ აუცილებლად მიმართავს სასამართლოს: “ღია წერილი TV Imedi-ის გენერალურ დირექტორს, ბ-ნ ნიკოლოზ ლალიაშვილს: 1) ტელეიმედთან წლებია ვთანამშრომლობ და აქამდე არასდროს გვქონია საავტორო უფლების ლიცენზირების პრობლემა; 2) ყოველთვის ვცდილობდი, რომ ჩემი უფლებების დარღვევის მიუხედავად, ვყოფილიყავი დელიკატური, ალბათ ზედმეტადაც კი, არასდროს გამიხმაურებია დარღვევის ფაქტები და სასამართლოსადმი მიმართვის ნაცვლად […]

ნინო ბაშარული: “რა ჯანდაბა გჭირთ!”

ნინო ბაშარული: "მრცხვენია მეტისმეტად!"

მომღერალი ნინო ბაშარული თავისი სიმართლით არის ცნობილი. ამჯერად ხელოვანი ქართული ტელეარხების მესვეურებს მიმართავს და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელი თემებით დაინტერესებას ურჩევს: “ქართულ ტელეარხებს დიდი ხანია არ ვუყურებ, რამდენიმე კარგი გადაცემის გარდა საზოგადოებრივზე. ფეისბუქი რასაც ამომიგდებს ხოლმე, ვხვდები, რომ ძირითადად ვიღაც “ნაშების” პირად ცხოვრებას და მათ მეტამორფოზებს აშუქებენ, ან კიდევ მართლა კარგი ტიპების, არასტერეოტიპების გაშავების პერფომანსებს […]

ეკა კვალიაშვილის საყურადღებო გაფრთხილება

ეკა კვალიაშვილი: "მერიდებოდა თქმა, მაგრამ ჯობს ვთქვა..."

მომღერალი ეკა კვალიაშვილი თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვან და საყურადღებო გაფრთხილებას ავრცელებს: “ძვირფასებო, აგიხსნათ მინდა, თუ რატომ ავადდება ადამიანი – იმიტომ, რომ სამყაროსთან აქვს ძალიან სუსტი კავშირი, ის არ იღებს ბოლომდე ენერგიას და მისი ძალები არ არის საკმარისი ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ამ დროს ადამიანს არ აქვს ძალა, ხასიათი, მას აპათია და დეპრესია აქვს. სიცოცხლის მაღალი ხარისხი მოდის […]

ნატო გელაშვილის უდიდესი სურვილი

ნატო გელაშვილი სამართალდამცავ ორგანოს მიმართავს

მომღერლისა და არაერთი ცნობილი სიმღერის ავტორის ნატო გელაშვილის უდიდესი თხოვნაა – ნუ მოატყუებთ. ამ თხოვნას შემოქმედი ყველაზე ზუსტად ერთ სტროფში გამოხატავს: “ნუ მომატყუებ.. თითქოს და ბრმა ვარ, უბრალოდ .. თვალებს არ ვახელ ფართოდ.. არ მიყვარს, როცა ზღვარს გასდის ვადა… მტკივა…. როდესაც ვერ ვხვდები რატომ?!”

შეისმინეთ გელა ჩარკვიანის თხოვნა

გელა ჩარკვიანის რეკომენდაცია ახალგაზრდებისათვის

მუსიკოსი და მწერალი გელა ჩარკვიანი თხოვნით მიმართავს ქართველ ფილოლოგებსა და მწერლებს: “ქართველ ფილოლოგებსა და მწერლებს მივმართავ თხოვნით: გადაგვარჩინეთ, გამოუძებნეთ სინონიმი სიტყვა „მნიშვნელოვანს“. დავიღალე, აღარ შემიძლია მისი დღეში ათასჯერ გაგონება. მე თვითონ მის გამოყენებას ვერიდები და დიდძალ დროს ვხარჯავ, როგორმე გვერდი რომ ავუარო. გთხოვთ, სერიოზულად მოეკიდოთ ჩემს წუხილს. ეს ძალიან მ ნ ი შ ვ ნ […]