ანდრო ჭიჭინაძის მხარდამჭერი კუთხე ევროპის კინოაკადემიის დაჯილდოებაზე

Andro chiგერმანიის ქალაქ ბერლინში ევროპის კინოაკადემიის 38-ე დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა, სადაც ქართველი მსახიობი ანდრო ჭიჭინაძეც იყო მიწვეული. ანდრომ დაჯილდოებაზე ჩასვლა პატიომრობის გამო  ვერ შეზლო, ამიტომ ევროპის კინოაკადემიის დაჯილდოებაზე მისი მხარდამჭერი კუთხე მოეწყო.

თორნიკე მიგინეიშვილი, ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი:

„ბერლინში გაიმართა ევროპის კინოაკადემიის 38-ე დაჯილდოება (European Film Awards). რა თქმა უნდა, ასეთი მასშტაბის ღონისძიებასაც არ ჩაუვლია ანდრო ჭიჭინაძის მხარდაჭერის გარეშე.
Amnesty International-ის ჩართულობით მოეწყო ანდროს კუთხე, სადაც იქ მყოფმა უამრავმა სტუმარმა, როგორც სიტყვიერად, ისე წერილობით, გამოხატა მხარდაჭერა ანდროს მიმართ.
მათ შორის იყვნენ მსახიობები, რეჟისორები, პროდიუსერები და მრავალი სხვა კინოს სფეროს წარმომადგენელი, რომლებმაც ანდროსთვის, ციხეში შესატანად, ასეულობით წერილი გამოგვიგზავნეს.
გამოთქვამენ იმედს, რომ შემდეგ ღონისძიებაზე სინდისის პატიმარი მათთან ერთად იქნება. “