საქართველოს პირველი საკოლექციო ევროს ბანკნოტი

საქართველოს პირველი საკოლექციო ევროს ბანკნოტი მსოფლიოს უდიდეს საერთაშორისო ფულის გამოფენაზე ოფიციალურად წარსდგა ნიდერლანდების ქალაქ მაასტრიხტში – ევროს მშობლიურ ქალაქში. ეს არის შეზღუდული (ლიმიტირებული) 5000-ცალიანი გამოცემა, რომელიც შეიმუშავა და დაფინანსა კომპანია TRESURIUM-მა და შეიქმნა ევროპის ცენტრალური ბანკის თანხმობით.

საკოლექციო ბანკნოტის შექმნაზე ბანკნოტების მსოფლიოს წამყვანი დიზაინერებისა და
სპეციალისტების ჯგუფი 6 თვის განმავლობაში მუშაობდა ცნობილ ქართველ მხატვარ გია ჯაფარიძესა და კალიგრაფიის ქართველ ოსტატ დავით მაისურაძესთან ერთად. საკოლექციო ბანკნოტი მდიდარია სიმბოლური ელემენტებით, რომლებიც საქართველოს
მრავალსაუკუნოვან, მდიდარ კულტურულ და ისტორიულ მემკვიდრეობას განასახიერებს. დავით გარეჯის ლავრა, ალავერდის მონასტერი, ქართული მეღვინეობის სიმბოლო – ქვევრი, ქართული კალიგრაფია – სწორედ ამ მნიშვნელოვან ისტორიულ წარსულს წარმოაჩენს პირველი ქართული საკოლექციო ბანკნოტი „ევრო 8000“. 8.000 იმიტომ, რომ სწორედ 8.000-წლიანი ისტორია აქვს მეღვინეობის უწყვეტ წარმოებას. ბანკნოტი მიეძღვნა საქართველოს, ქართულ მეღვინეობას, ასევე, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირებულ წევრობას.
8.000-ევროიან ბანკნოტზე  დაცულია ყველა ის სტანდარტი, რაც მიმოქცევაში არსებულ ევროს უნდა ჰქონდეს. თუმცა, ეს ბანკნოტი მიმოქცევაში არ იქნება. ის მალე გავა ჰონგ კონგის საკოლქეციო გამოფენაზე. მოსალოდნელია, რომ თითოეული ბანკნოტის ფასი 100.000 ევროს გადააჭარბებს.