მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ზურა ბერიკაშვილი 55 წლის ასსკში გარდაიცვალა. მას 9 თვის წინ მოულოდნელად ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. მსახიობი სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ზურამ არაერთი მნიშვნელოვანი როლი განასახიერა, თუმცა უმრავლესობას იგი როგორც ყველაზე უბრალო, ალალი, გულწრფელი და მეგობრული ადამიანი დაამახსოვრდა.