თეატრისა და კინოს მსახიობ ზურა ყიფშიძესთან დაკავშირებით საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო. გადაცემა “ჰოპლა, ჩვენ ვცოცოხლობთ”, რომელიც ქართული ხელოვნების გამოჩენილ ადამიანებს ეძღვნებოდა და წლების განმავლობაში ზურა ყიფშიძეს მიჰყავდა, დაიხურა.
ლენუკა ყიფშიძე, ზურა ყიფშიძის შვილი:
“ხელოვნება ჩვენს ქვეყანაში ესე არ აინტერესებდეთ და არ აფასებდნენ ძალიან სამწუხაროა, აი, ძალიან. ამდენი წელია მამაჩემს ეს გადაცემა მიჰყავდა და დახურეს უკვე რამდენი ხანია და მერე უკვირთ რაღაც-რაღაცეები. ხელოვან ადამიანს ჟანგბადი რომ გადაუკეტო იგივეა და დატოვო უმოქმედო, სირცხვილია მეტი არაფერი…. ერთ-ერთი საუკეთესო და საინტერესო გადაცემა იყო “ჰოპლა ჩვენ ვცოცხლობთ”.