ჟურნალისტი ნანული ცხვედიანი ცნობილ ქუთაისელ მხარეთმცოდნეზე, დინოზავრების ნაკვალევის აღმომჩენზე პეტრე ჭაბუკიანზე არაჩვეულებრივ ისტორიას გვიყვება:
“ერთხელ ცნობილ ქუთაისელ მხარეთმცოდნეს, დინოზავრების ნაკვალევის აღმომჩენს პეტრე ჭაბუკიანს ჰკითხეს, სათაფლიის ტყეში რა სახის მტაცებელი იცისო?
(ის პერიოდია, დიადი საბჭოეთის ყველა კუთხიდან რომ მოემართებიან სათაფლიის ნაკრძალისკენ ექსკურსანტები ).
– დათვი, მგელი, რუსი და სხვაო, – უპასუხა.
– მერე,ყველაზე საშიში რომელიაო?
– რასაკვირველია, რუსიო: დათვი გაძღება და შეგეშვება, რუსი – გაძღება და მაინც არ დაგანებებს თავსო!”