ნოდარ დუმბაძის საოცარი ისტორია

ნოდარ დუმბაძის ხანმოკლე ცხოვრებაში არის ერთი ისტორია, რომელიც ყველასგან გამორჩეულია.

ქეთევან დუმბაძე, მწერლის შვილი:

“მამა საავადმყოფოში დიდხანს იწვა. პატრიარქი რამდენჯერმე მოვიდა მის სანახავად. ბოლოს მამამ დაგვითხოვა სულ ყველა ოთახიდან, გვითხრა, მარტო დამტოვეთო. მაშინ აღსარება უთხრა უწმინდესს, გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე. პატრიარქი მამასგან რომ გამოვიდა, თქვა, რომ მქონდეს იმის უფლება, ნოდარმა აღსარებაში რაც მითხრა, ის განვაცხადო, მრევლს გავაასმაგებდი, მაგრამ ეს აღსარებაა და ამის თქმის უფლება არ მაქვს, ძალიან ბევრი აღსარება მომისმენია, მაგრამ ასეთი არასოდეს, მზად იმქვეყნიური ცხოვრებისთვის ასე მომზადებული ჯერ ადამიანი არ შემხვედრიაო.

ერთხელ შემთხვევით შევხვდი პატრიარქს ყაზბეგში, რომელიც მამასთან ბოლო შეხვედრას მოყვა: რომ შევედი ნოდართან პალატაში, მომაკვდავი ფეხზე ამდგარი დამხვდაო. მამა მონიტორზე შეერთებული იყო, სულ მავთულებში გახლართული და დღემდე მიკვირს, როგორ შეძლო ფეხზე წამოდგომა. უწმინდესს უთქვამს, ნოდარ, დაბრძანდიო. მამას უპასუხია, არა, პატრიარქს დამჯდარი ვერ შევხვდებიო. ეს დეტალი მართლა არ ვიცოდი, იმიტომ, რომ მამამ გვითხრა, თქვენ გადით, პატრიარქთან მარტო უნდა დავრჩეო. მე, დედა და მანანა გამოვედით. ნამდვილი სასწაულია, უკანასკნელი ძალა მოიკრიბა და ფეხზე წამოუდგა მომაკვდავი კაცი უწმინდესს.”