მსახიობმა მედეა ჩახავამ მის კოლეგას ბელა მირიანაშვილს ულამაზესი მოგონება მიუძღვნა:
,,მე არასოდეს არსად გამიგია, არც მინახავს, არც ლიტერატურაში მეგულება ბელას მსგავსი გმირი, რომელსაც მიუხედავად ასეთი ბოროტი ავადმყოფობისა, 23 წლის მანძილზე არასოდეს დაუკვნესია, ბედი არ უწყევლია, არ უწუწუნია, არაფერი უთხოვია და არც გაავებულა, უდრტვინველად იტანდა აუტანელს…
უსაზღვროდ შეტრფოდა თავის საოცარ ქმარსა და შვილებს, დას, ნათესავ-მეგობრებს, ყველას შესციცინებდა, ყველა უყვარდა, ყველას უვლიდა, ეფერებოდა. რამდენ რამეს ყოფნიდა ეს უმწეო, პატარა ქალბატონი.
ჩემთვის ბეკო და კახი ცოცხალი ლეგენდაა… ასეთი მშვენიერი და ტრაგიკული ლეგენდა კი თაობებში იცოცხლებს. აკი, დღემდე მისი ნიჭით აღტაცებული მაყურებელი სიყვარულით შეტრფის ბელა მირიანაშვილს.
ღმერთო, ნათელში ამყოფე მისი სპეტაკი და ნაზი სული.”