ქართველების უდიდესი წარმატება ვენეციის კინოფესტივალზე

ვენეციის რიგით 81-ე  საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურიმ სპეციალური პრიზი ქართველი რეჟისორის დეა კულუმბეგაშვილის ფილმს “აპრილი” მიანიჭა.

ფილმი კინოფესტივალის მთავარ კონკურსშია და მასში ია სუხიტაშვილი, კახა კინწურაშვილი და მერაბ ნინიძე მონაწილეობენ.

საერთაშორისო პრესამ დეა კულუმბეგაშვილის ფილმს არაერთი სტატია მიუძღვნა.

ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმის მსოფლიო პრემიერის შემდეგ , მას სან სებასტიანისა და ლონდონის კინოფესტივალებზე უჩვენებენ.