მოცეკვავე ლაშა მძინარაშვილის ცხოვრებაში ისტორიული და უმნიშვნელოვანესი დღე დადგა – ღირსების მედლით დაჯილდოვდა:
“ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ ღირსების მედალს მივიღებდი საქართველოს პრეზიდენტისგან!
ეს ისტორიული დღეა ჩემს ცხოვრებაში! სასიახულოა, რომ ხელოვანი ადამიანებიც ფასდება! ეს იქნება მოტივაცია, რომ უფრო მეტი გავაკეთო ჩემი ქვეყნისთვის და რომ არ დავიღალო! უღრმესი მადლობა ქალბატონ პრეზიდენტს დაფასებისათვის!
გიზიარებთ განკარგულებას რომლის საფუძველზეც დავჯილდოვდი:
,, ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარებისა და მსოფლიო კინოინდუსტრიაში მის აღიარებაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, საზღვარგარეთ ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნების პოპულარიზაციისა და წარმატებით წარმოჩენისათვის მოცეკვავე , მსახიობ-კასკადიორი ლაშა მძინარაშვილი დაჯილდოვდეს ღირსების მედლით.”
P.S. პოლიტიკურებში გადაყვანებს არ ვართ დაგასწარით!”