ტელეწამყვანი და ფსიქოლოგი გია ჯაჯანიძე თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან კარგ წერილს გვთავაზობს:
“არავინ იცის, მაგრამ…
რომ გარდავიცვლებით, საზვერეებში გასვლის დროს მივხვდებით, ვინ სად იყო მტყუანი, ან მართალი.
მანამ, რაც გინდათ წერეთ, თავს დაესხით ერთმანეთს, აუხსენით სიყვარული, იტირეთ და იცინეთ.
ახლა სულ ერთია, თავს ესხმით ერთმანეთს, გძულთ თუ გიყვართ. სახეზეა ადამიანები თავისი სისასტიკით, ბოროტებით ერთგულებით და კაცთმოყვარეობით.
ნეტა ყველასთვის არსებობს თავისუფლება?
არავის არ ეხები, გააკეთებ შენთვის რამეს და გეცემა ვიღაც ყელში, რატომ გააკეთეო. არავინ ეკითხება და მაინც.
დღეს ყველა ვიღაცის მხარეზეა, არავინ არ არის თავის სინდისის და თავისუფლების მხარეზე.
ყველა ყველას ჭკუას არიგებს და გონია, რომ ზე მართალია.
აი, ახლა მე გეტყვით სიმართლეს.
მე ვარ მშიშარა, მეშინია თქვენი და არ დავწერ ცუდს, რასაც თქვენზე ვფიქრობ.
დიახ, მეშინია თქვენი აზრების, თან ვფიქრობ განსაცდელში არ ჩაგაგდოთ და აგრესია არ გამოვიწვიო.
აგრესიამ ხომ განადგურების პირას მიიყვანა თითოეული ადამიანი.
მე, როცა ვიღაც ვერ მიტანს, მესმის მისი ემოციის, მას გულითქმა აქვს ასეთი ჩემს მიმართ და მე ვერ შევუცვლი ამ გულისთქმას, ამიტომ ვღებულობ და თაროზე მაქვს შემოდებული.
ლანძღვასაც და ქებასაც ვიღებ, როგორც ღვთის საჩუქარს.
მიყვარს სიცოცხლე და მახსოვს სიკვდილი.
მე ხანში შევედი, მახსოვს ვინ იბრძოდა სამშობლოსთვის, სიმართლისთვის. მახსოვს, ვინ ებრძოდა თავის ქვეყანას და თავი მართალი ეგონა.
მახსოვს გადამწვარი რუსთაველი.
ორივე მხარე გარდაცვლილები არიან, ან უკვე გარდაცვალების გზაზე დგანან.
ვინ რა მოიგო, ვინ რას მოიგებს.
ყველა ,,მართალია”.
წინ 21 საზვერეა, მეტი არაფერი.
ნუ გაბრაზდებით ჩემზე, მე თავისუფალი ადამიანი ვარ და ჩემს კედელზე ვწერ რაც მინდა.
თქვენ, თქვენს კედელზე დაწერეთ რაც გინდათ.
რა ვქნა, მე ასე ვიოხებ გულს.
თქვენ როგორ გინდათ ისე მოიქეცით.
ყველა დავიხოცებით, კარგებიც და ცუდებიც. მორწმუნეებიც და ურწმუნოებიც.
წინ 21 საზვერეა.”