გაიზიარეთ ლუკა ბერაძის სიხარული

ქართველი რეჟისორის ლუკა ბერაძის შემოქმედებით ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეა – მისმა ფილმმა “ღიმილიანი საქართველო”  Al Jazeera Balkans დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა.

“მინდა ეს პრიზი ჩემს პერსონაჟებს მივუძღვნა, ჩემს უკბილო პერსონაჟებს. ასევე მინდა ეს პრიზი მივუძღვნა ჩემს გუნდს, რომელიც თითქმის 3-4 წელი იღებდა ამ ფილმს და ეს ძალიან რთული იყო პოლიტიკური ვითარების გამო. ასევე მინდა ეს პრიზი მივუძღვნა ქართველ კინემატოგრაფისტებს, ახლა ისინი ცენზურის წინააღმდეგ იბრძვიან. ამ ვითარების გამო ასეთ ფილმებს, სამწუხაროდ, ვეღარ გადაიღებენ,” – განაცხადა ლუკა ბერაძიემ პრიზის მიღებისას.